პერანგა (ლიხის ქედი)
მთა საქართველოში, იმერეთის მხარეში
პერანგა — მთა საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ განშტოებაზე, მდინარეების ღვიზგისა (ყვირილის მარცხენა შენაკადი) და ძირულის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1588 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებით. თითქმის მთლიანად ტყითაა შემოსილი.
პერანგა | |
---|---|
კოორდინატები: 42°20′13″ ჩ. გ. 43°37′30″ ა. გ. / 42.33694° ჩ. გ. 43.62500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1588 მ |
ქედი | ლიხის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 21.