თიღვა

სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში

თიღვასოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ალიბარი, თიღვა, ნაბაკევი, შინდარა, დაბა ყორნისი). მდებარეობს მდინარე დასავლეთ ფრონის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ყორნისიდან 2 კილომეტრი, აგარის რკინიგზის სადგურიდან 24 კმ.

სოფელი
თიღვა
ოს. Тихъуа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი თიღვის მუნიციპალიტეტი
თემი თიღვა
კოორდინატები 42°11′56″ ჩ. გ. 43°45′40″ ა. გ. / 42.19889° ჩ. გ. 43.76111° ა. გ. / 42.19889; 43.76111
ცენტრის სიმაღლე 840
მოსახლეობა 73 (2015)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თიღვა — საქართველო
თიღვა
თიღვა — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
თიღვა
თიღვა — თიღვის მუნიციპალიტეტი
თიღვა

თიღვა შიდა ქართლის ერთ-ერთი უძვლესი სოფელია. 1954 წელს თიღვის მიდამოებში მიაკვლიეს აშელური ხანის ღია სამოსახლოს. 1974-1975 წლებში ჩატარებული გათხრებით გამოვლინდა შუა და გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ანტიკური ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები. პირველად იხსენიება X საუკუნეში „მატიანე ქართლისაიში“ ბაგრატ III-სთან დაკავშირებით. ხშირადაა ნახსენები XII-XVIII საუკუნეების საბუთებში. 1648 წელს თიღვა როსტომ მეფემ უბოძა ზაალ წერეთელს. სოფლის დასალეთით შემორჩენილია წყალსადენის (ქვითკირის დუღაბში ჩასმული კერამიკული მილები) ნანგრევები, რომელიც შუა საუკუნეების ქართული საინჟინრო ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. საბჭოთა პერდიოდში შედიოდა ზნაურის რაიონში, ზნაურის სადაბო საბჭოში. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება