ნაბაკევი (თიღვის მუნიციპალიტეტი)
(გადამისამართდა გვერდიდან ნაბაკევი (ქარელის მუნიციპალიტეტი))
ნაბაკევი (ადრე წირეთი)[1] — სოფელი თიღვის მუნიციპალიტეტში, თიღვის თემში.
მდებარეობს მდინარე შუა ფრონის (დასავლეთის ფრონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ყორნისიდან 1 კილომეტრი.
1991 წლამდე შედიოდა ზნაურის რაიონის შემადგენლობაში. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.[2]
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 143 ადამიანი, ქართველები შეადგენდნენ 80 %-ს (114 ადამიანი), ოსები — 20 %-ს (29 ადამიანი).[3] 90-იან წლებში, რეგიონში არსებული კონფლიქტის გამო სოფელი დაიცალა ქართული მოსახლებისგან. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით, 2015 წელს სოფელში ცხოვრობდა 45 ადამიანი.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 280.
- სერგი მაკალანია, ფრონის ხეობა, გვ. 40, თბ., 1963.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/59653/1/Fronis_Xeoba.pdf
- ↑ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2019.
- ↑ https://web.archive.org/web/20120321034431/http://www.sojcc.ru/rights/75.html
- ↑ http://ugosstat.ru/wp-content/uploads/2017/06/Itogi-perepisi-RYUO.pdf