თიღვის ეკლესიის ნანგრევი
თიღვის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ თიღვაში, სასაფლაოზე. აგებულია შუა საუკუნეებში. ძეგლი სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 4 კმ-ზე მდებარეობს. ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1 მეტრის სიმაღლეზე. საკურთხეველი სწორკუთხა ფორმისა იყო. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004