ფილიპინების ტურიზმი

ტურიზმი ფილიპინების ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია. 2015 წლისთვის მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის წილმა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 10.6% შეადგინა.[1] ფილიპინები არქიპელაგია, 7 641 კუნძულისგან შედგება, რომლებიც 17 რეგიონად და 82 პროვინციად იყოფა. ქვეყანა მდიდარი ბიომრავალფეროვნებითაა ცნობილი, რაც მის უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობასაც წარმოადგენს.[2] ტურისტთათვის ყველაზე პოპულარულ დანიშნულების ადგილებს შორისაა ქვეყნის სანაპიროები, კულტურული მნიშვნელობის მქონე ქალაქები და ძეგლები, მთები, წვიმის ტყეები, კუნძულები და ყვინთვისთვის განკუთვნილი ადგილები.ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ქვეყნის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გამორჩეულია ფესტივალებითა და ადგილობრივი ტრადიციებით. პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილებია: პალავანის პროვინციაში მდებარე ელ ნიდო, დავაო, ბორაკაი, სიარგაო, სებუ, მანილა და სხვა.

კუნძული კორონი, კაიანგანის ტბა

2015 წლის მონაცემებით ტურიზმის სექტორში 4.99 მილიონი ფილიპინელი იყო დასაქმებული. წარმატებული ტურისტული კამპანიის "It's More Fun in the Philippines" წყალობით 2015 წელს ქვეყანას 5 360 682 უცხოელი ტურისტი ეწვია. 2017 წელს უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ 6 620 908-ს მიაღწია.

ფილიპინებს მსოფლიო მასშტაბით ტურიზმთან დაკავშირებული არაერთი სახელი აქვს მოპოვებული, მათ შორის:მსოფლიო ფესტივალების ტრადიციული დედაქალაქი, წყნარი ოკეანის დასავლეთის დედაქალაქი, ესპანური აზიის ცენტრი, აღმოსავლეთის ზღვათა მარგალიტი, მარჯნის სამკუთხედის ცენტრი და სხვა. ქვეყანა ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია: მსოფლიოში ფრინველთა სახოებების ყველაზე მაღალი ენდემიზმის სიხშირე აქვს, ხოლო ძუძუმწოვართა და ფლორის მიხედვით - ერთ-ერთი უმაღლესი. ქვყანა რომაული კათოლიციზმის ბასტიონია აზიაში. ფილიპინებში მდებარეობს New7Wonders of Nature-ის ერთ-ერთი გამარჯვებული ობიექტი, პუერტო-პრინსესა (მიწისქვეშა მდინარე) და New7Wonders Cities-ის გამარჯვებული ქალაქი — ვიგანი. ფილიპინებში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის 6 ძეგლი: 3 კულტურული და 3 ბუნებრივი. ფილიპინელთა 90%-ზე მეტს ესმის და საუბრობს ინგლისურ ენაზე.

მიმოხილვა

რედაქტირება
 
ვულკანი მაიონი

ტურიზმი ფილიპინების ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2000 წელს ფილიპინებს 2.2 მილიონი ტურისტი ეწვია. 2003 წელს - 2 838 000 ტურისტი, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 29%-ით მეტი იყო. 2011 წელს ფილიპინების ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით ქვეყანას 3.9 მილიონი ტურისტი ეწვია,[3] 11.2%-ით მეტი 2010 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

2012 წელს, მას შემდეგ რაც ტურიზმის დეპარტამენტმა ფართოდ გავრცელებული ტურისტული მარკეტინგული კამპანია - „ფილიპინებში უფრო მეტი მხიარეულებაა“ (It's More Fun In the Philippines) - წამოიწყო, ფილიპინები 4.27 მილიონმა ტურისტმა მოინახულა.[4]

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, ფილიპინებს 136 ქვეყნიდან 79-ე ადგილი უკავია.[5] 2016 წელს ფილიპინებში 5 360 682 ტურისტი ჩავიდა. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 5 276 300 000 აშშ დოლარი იყო, რაც ყოველ ჩამომსვლელზე დახარჯულ 984.3 აშშ დოლარს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში 1 264 670 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 3.3%-ს უდრის.[6]

ტურისტული ღონისძიებები

რედაქტირება

საზღვაო და დაივინგ ტურიზმი

რედაქტირება

ფილიპინების ტურიზმის უმთავრესი ქვესახეობა საზღვაო ტურიზმია. ფილიპინების სანაპიროები არაერთ საერთაშორისო გაზეთში მოხვდა, რომელთაც 1-დან 8-მდე ადგილს აკუთვნებენ. ყველაზე პოპულარულ სანაპიროებსა და ყვინთვის ადგილებს შორისაა: ბორაკაი, ელ ნიდო, კორონი, სებუ და სირაგაო. სხვა მნიშვნელოვანი სანაპიროები მდებარეობს სამალიში, კაგალიში, ლა-იუნიონის პროვინციაში, პანგანსიანის პროვინციაში, ილოილოს პროვინციასა და ზამბოანგას რეგიონში.

სამთო ტურიზმი

რედაქტირება

ფილიპინებში ტურიზმის ზრდის ტემპით გამოირჩევა სამთო ტურიზმი, განსაკუთრებით ადგილობრივთათვის და დასავლელი უცხოელი ტურისტებისთვის. ყველაზე ცნობილ სალაშქრო ადგილებს შორისაა აპოს მთა, პინატუბოს მთა, ჰალკონის მთა და პულაგის მთა.

კვლევისა და საგანმანათლებლო ტურიზმი

რედაქტირება

ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების გამო ფილიპინებში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიან მკვლევრები. მკვლევარ-მეცნიერთათვის ყველაზე პოპულარული ადგილებია: კუნძული სიბუიანი, დინაგატის კუნძულები, ჰამიგუიტანის მთა, ტუბატაჰის რიფი, ჩრდილოეთ სიერა მადრეს ეროვნული პარკი და კუთა კუნძულები. ადგილობრივი და უცხოელი არქეოლოგებისა და ანთროპოლოგებისათვის საინტერესო ადგილებია: კაგაიანის ხეობა, ბუტუანი, ტაბონის გამოქვაბულები, იფუგაო, ბანტონი და სხვა. ქვეყანაში არაერთი უნივერსიტეტია, მათ შორის: ფილიპინების უნივერსიტეტი, ფილიპინების კათოლიკური უნივერსიტეტი, მინდანაოს უნივერსიტეტი და სხვა. საგანმანათლებლო ტურიზსტული მიზნებით ძირითადად ინდოეთიდან, სამხრეთ კორეიდან და პალაუდან ჩამოდიან.

ხელოვნებისა და ხელობის ტურიზმი

რედაქტირება

უკანასკნელ ათ წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით მუზეუმების, გალერეების, გამოფენების, ფესტივალებისა და ბაზრობების რაოდენობა გაორმაგდა. ხელოვნებისა და ხელობის ცენტრებია მანილა, სან ფერნანდო, სანტიაგო, დავაო, დუმაგუეტე.

რელიგიური ტურიზმი

რედაქტირება

ფილიპინები აზიაში კათოლიკური რელიგიის პილიგრიმობის ცენტრია. ქვეყანაში ასობით ძველი ეკლესიაა, რომელთა დიდი ნაწილიც XV-XIX საუკუნეებში დაარსდა. ქვეყნის მასშტაბით მეჩეთები, ტაძრები და ადგილობრივი საკრძალავები (დამბანა) არის წარმოდგენილი. პილიგრიმულ ცენტრებს შორის აღსანიშნავია: პაოაის ეკლესია, მანილას საკათედრო ტაძარი, მარაგონდონის ეკლესია, ბაკლაიონის ეკლესია, პანაის ეკლესია, ტაალის ბაზილიკა, კალატუნგანის მთა, პინატუბოს მთა, კიტანგლადის მთა, შეიხ კარიმოლ მახდუმის მეჩეთი.

ქვეყნის ვიზიტორთა სტატისტიკა

რედაქტირება
Rank Country 2018 (Sep)[7] 2017[8] 2016[9] 2015[10] 2014[11] 2013[12] 2012[13] 2011[14]
1   სამხრეთ კორეა 1,178,778 1,607,821 1,475,081 1,339,678 1,175,472 1,165,789 1,031,155 925,204
2   ჩინეთი 972,550 968,447 675,663 490,841 394,951 426,352 250,883 243,137
3   აშშ 774,657 957,813 869,463 779,217 722,750 674,564 652,626 624,527
4   იაპონია 485,121 584,180 535,238 495,662 463,744 433,705 412,474 375,496
5   ავსტრალია 199,201 259,433 251,098 241,187 224,784 213,023 191,150 170,736
6   ტაივანი 185,278 236,777 229,303 177,670 142,973 139,099 216,511 181,738
7   კანადა 162,658 200,640 175,631 153,363 143,899 131,381 123,699 117,423
8   გაერთიანებული სამეფო 148,301 182,708 173,229 154,189 133,665 122,759 113,282 104,466
9   სინგაპური 130,674 168,637 176,057 181,176 179,099 175,034 148,215 137,802
10   მალაიზია 109,486 143,566 139,133 155,814 139,245 109,437 114,513 91,752
11   ჰონგ-კონგი 94,356 111,135 116,328 122,180 114,100 126,008 118,666 112,106
12   ინდოეთი 92,589 107,278 90,816 74,824 61,152 52,206 46,395 42,844
13   გერმანია 65,743 85,431 86,363 75,348 72,801 70,949 67,023 61,193
14   ინდონეზია 58,011 62,923 44,348 48,178 46,757 45,582 36,627 34,542
15   საფრანგეთი 57,397 64,777 55,384 45,505 38,946 39,042 33,709 29,591
16   ტაილანდი 45,631 48,727 47,913 44,038 45,943 47,874 40,987 37,862
17   ვიეტნამი 40,031 39,951 33,895 31,579 29,800 26,599 20,817 17,781
18   საუდის არაბეთი 37,872 54,716 56,081 50,884 43,483 38,969 30,040 27,945
19   ესპანეთი 32,312 36,954 32,097 24,144 19,353 17,126 15,895 14,648
20   გუამი 25,648 36,637 38,777 35,262 38,016 42,204 42,695 41,013
21   ნიდერლანდები 26,341 33,821 31,876 28,632 25,236 22,595 22,195 21,029
22   იტალია 25,586 30,437 25,945 21,620 19,865 17,668 16,740 15,798
23   შვეიცარია 22,653 29,837 29,420 27,200 25,548 24,907 23,557 22,335
24   ახალი ზელანდია 23,312 28,983 23,431 20,579 17,704 15,783 14,100 12,782
25   რუსეთი 20,721 33,279 28,210 25,278 32,087 35,404 28,270 20,185
ყველა ქვეყანა 5,362,533 6,620,908 5,967,005 5,360,682 4,833,368 4,681,307 4,272,811 3,917,454

ყოველწლიური სტატისტიკა

რედაქტირება
წელი ჩამომსვლელები ზრდა
1996 1,049,367
1997 1,222,523   16.5%
1998 1,149,357   6.0%
1999 1,170,514   1.8%
2000 1,992,169   70.2%
2001 1,796,893   9.8%
2002 1,932,677   7.6%
2003 1,907,226   1.3%
2004 2,291,347   20.1%
2005 2,623,084   14.5%
2006 2,843,335   8.4%
2007 3,091,993   8.8%
2008 3,139,422   1.5%
2009 3,017,099   3.9%
2010 3,520,471   16.7%
2011 3,917,454   11.3%
2012 4,272,811   9.1%
2013 4,681,307   9.6%
2014 4,833,368   3.3%
2015 5,360,682   10.9%
2016 5,967,005   11.3%
2017 6,620,908   11.0%
იანვ.-სექტ. 2018 5,362,533[7]

ინტერნეტ რესურსები

რედაქტირება
  1. Tourism: Next engine of growth. Manila Bulletin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-31. ციტირების თარიღი: 2016-05-19.
  2. "Natural Resources and Environment in Philippines" დაარქივებული 2009-01-22 საიტზე Wayback Machine. . (n.d.). eTravel Pilipinas. Retrieved January 22, 2009.
  3. Tourism Department claims 2011 a banner year for the Philippines.
  4. It's More Fun in the Philippines official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-01.
  5. It's More Fun in the Philippines official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-01.
  6. The Travel and Competitiveness Report 2017. World Economic Forum. გვ. 276.
  7. 7.0 7.1 Industry Performance for Travel and Tourism September 2018. ციტირების თარიღი: 24 October 2018.
  8. Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 10 February 2018.
  9. Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 10 February 2018.
  10. Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 10 February 2018.
  11. Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 10 February 2018.
  12. Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 10 February 2018.
  13. Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 10 February 2018.
  14. Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 10 February 2018.