ტუბატაჰის რიფი
ტუბატაჰის რიფი — მარჯნის რიფების ატოლი ფილიპინების ტერიტორიაზე, სულუს ზღვაში. წარმოადგენს წყლის ნაკრძალს და გაერთიანებულია ტუბატაჰის რიფის ეროვნულ პარკში, რომელიც 1988 წელს შეიქმნა. დასახელებულია მსოფლიოს ბუნების ახალი შვიდი საოცრების კანდიდატად.
ტუბატაჰის რიფი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, ix, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 8°55′00″ ჩ. გ. 119°55′00″ ა. გ. / 8.91667° ჩ. გ. 119.91667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1993 (მე-17 სესია) |
ნომერი | 653 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 653 ინგლ. • რუს. • ფრ. |
თავდაპირველად, პარკის ფართობი 332 კმ²-ს შეადგენდა, მაგრამ 2006 წელს, ფილიპინების პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ დაცული ტერიტორიის ფართობი 200 %-ით გაზარდა და ამჟამად მისი ფართობი 968,24 კმ²-ს შეადგენს.
ამ ტერიტორიაზე თევზის ათასზე მეტი სახეობაა გავრცელებული, რომელთა უმრავლესობაც უიშვიათესია და საფრთხის ქვეშ მყოფად ითვლება. გარდა თევზებისა, ნაკრძალის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ატოლებზე გავრცელებული უამრავი უმნიშვნელოვანესი ფრინველია.
ტუბატაჰა დაივინგის მოყვარულთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ყოველწლიურად, აქ ათასობით ტურისტი ჩამოდის.
1993 წელს, იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.