ფილიპინების ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2014 წლის მონაცემებით, ფილიპინების ეკონომიკა სიდიდით 39-ეა მსოფლიოში. ფილიპინები ახლად ინდუსტრირებულ ქვეყნად ითვლება, რომლის ეკონომიკა ერთი ბაზისური, აგროკულტურული პოლიტიკიდან მეორე, სერვისსა და წარმოებაზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე გადადის. 2014 წელს, ქვეყნის მთლიანი მშპ $692.223 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ფაილი:Nightly skyline of Makati, Metro Manila Dec 2011.jpg
ქალაქი მაკარი - ფილიპინების ფინანსური ცენტრი

ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია: ნახევარგამტარები და ელექტრონული პროდუქტები, სატრანსპორტო აღჭურვილობა, ტანსაცმელი, სპილენძისგან დამზადებული პროდუქტი, ნავთობპროდუქტები, ქოქოსის ზეთი და ხილი. მთავარი სავაჭრო პარტნიორები: აშშ, იაპონია, ჩინეთი, სინგაპური, სამხრეთი კორეა, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი, გერმანია, ტაივანი და ტაილანდი. ქვეყანა აზიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონეა. მიუხედავად ამისა, მთავარ პრობლემებად რჩება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებსა და სოციალურ ფენებს შორის მკვეთრად განსხვავებული ზრდის ტემპი, მცირე კორუფცია, ინფრასტრუქტურულ სექტორში ინვესტიციების ნაკლებობა.

მთავრობის ბიუჯეტი

რედაქტირება

ფილიპინების 2016 წლის ეროვნული სამთავრობო ბიუჯეტი.[1]

ბიუჯეტის განაწილება მლრდ. პესო
(PHP)
მლრდ. აშშ დოლარი
(USD)
%
განათლების დეპარტამენტი 435.9 9.54 14.52
საზოგადოებრივი სამუშაოებისა და გზების დეპარტამენტი 394.5 8.64 13.14
თავდაცვის დეპარტამენტი 172.7 3.78 5.75
შინაგან საქმეთა და ლოკალური მთავრობების დეპარტამენტი 154.5 3.38 5.14
ჯანმრთელობის დეპარტამენტი 128.4 2.81 4.28
სოციალური კეთილდღეობისა და განვითარების დეპარტამენტი 104.2 2.28 3.47
სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი 93.4 2.05 3.11
ფინანსების დეპარტამენტი 55.3 1.21 1.84
ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი 49.3 1.08 1.64
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი 25.8 0.56 0.85
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი 18.6 0.41 0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. P3-T ‘continuity’ 2016 budget submitted to House. ციტირების თარიღი: 2015-08-04..