ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფავზი სალუხი (არაბ. فوزي صلوخ 1931, კამამატიე, მთიანი ლიბანი) — ლიბანელი შიიტი პოლიტიკოსი და დიპლომატი. 1960 წლიდან ის მსახურობდა ლიბანის დიპლომატიურ სამსახურში (მუშაობდა ლიბერიაში, სიერა- ლეონეში, ნიგერიაში, ალჟირში, ავსტრიაში, ბელგიაში), 1998 წელს გახდა ლიბანის ისლამური უნივერსიტეტის მთავარი დირექტორი, ხოლო 2005 წელს — საგარეო საქმეთა  და ლიბანის დიასპორის მინისტრი (დარჩა ამ თანამდებობაზე 2009 წლამდე). ექსპერტების აზრით, სალუხი ჰეზბოლას მხარდამჭერია, თუმცა თავად  არ არის მოძრაობის წევრი.[1]

ფავზი სალუხი
فوزي صلوخ
ფავზი სალუხი فوزي صلوخ
ლიბანის საგარეო საქმეთა და დიასპორის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ივლისი 2005 – 2009 წლის ივნისი

დაბადებული1931
კამამატიე, მთიანი ლიბანი
მოქალაქეობალიბანის დროშა ლიბანი
განათლებაბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი
რელიგიაშიიტი მუსლიმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფავზი სალუხი დაიბადა 1931 წელს მთიანი ლიბანის პროვინციის ალეის რაიონის სოფელ კამამატიეში. დაწყებითი განათლება მიიღო სირიის ქალაქ ალეპოში ნაჰდის ("არაბული აღორძინება") სკოლაში, ხოლო საშუალო განათლება— ალეის ეროვნულ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1950 წელს. 1954 წელს სალუხმა დაამთავრა ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი  და მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი. ამის შემდეგ, 1955 წლიდან 1957 წლამდე, ის ასწავლიდა ისტორიასა და გეოგრაფიას მთიანი ლიბანის რაიონის სოფელ სოკ ელ-ღარბში. 1957 წელს სალუხი ფრანკლინის კორპორაციის (Franklin Corporation for printing and publishing) (Franklin Publishing)) ბეირუთის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი გახდა .

1960 წლიდან ფავზი სალუხი  ლიბანის დიპლომატიურ სამსახურში ჩადგა.  1962 წელს იგი ლიბერიაში ლიბანის საქმეთა რწმუნებულად დაინიშნა, ხოლო 1964 წელს სიერა ლეონეში გახდა  მისიის ხელმძღვანელი. 1971 წელს სალუხი ბეირუთში დაბრუნდა და 1978 წლამდე  ლიბანის საგარეო საქმეთა და იმიგრანტთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 1978 წელს იგი დაინიშნა ლიბანის ელჩად ნიგერიაში, 1985 წელს —  ელჩად ალჟირში, ხოლო 1987 წელს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა და იმიგრანტთა სამინისტროს ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს.  1989  წელს სალუხი  შიიტური უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის, იმამ მუჰამედ მაჰდი შამსედინის და ლიბანის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ადელ უსარიანის პოლიტიკური მრჩეველი გახლდათ  ექვსი არაბული ქვეყნის ლიგის კომიტეტში, რომლის მუშაობის პერიოდში მიღებულ იქნა ტაიფის შეთანხმებები, რომელთაც სათავე დაუდეს სამოქალაქო ომის დასასრულს ლიბანში. [2][3][4]

1990 წელს ფავზი სალუხი დაინიშნა ელჩად ავსტრიაში, ლიბანის წარმომადგენლად გაეროსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში. 1994 წელს იგი გადავიდა ვენიდან ბრიუსელში, სადაც 1995 წლამდე იყო ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში და ლიბანის წარმომადგენელი ევროკავშირში . 1998 წელს სალუხი გახდა ლიბანის ისლამური უნივერსიტეტის მთავარი დირექტორი.[5]

2005 წლის ზაფხულში შიიტმა სალუხმა მიიღო ლიბანის საგარეო საქმეთა და დიასპორის მინისტრის პოსტი ფუად სინიორას მთავრობაში. ექსპერტების აზრით, სალუხი ჰეზბოლას მხარდამჭერია, თუმცა თავად არ გახლავთ მოძრაობის წევრი.[6][7]

2008 წლის მარტში სირიამ ფავზი სალუხის მეშვეობით ლიბანის პრემიერ მინისტრი სინიორა დამასკოში მიიწვია არაბული ქვეყნების ლიგის სხდომაზე.  ლიბანის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი სირიის მხრიდან  უპატივცემულობად მიიჩნია, რის შედეგადაც ლიბანმა უარი თქვა სხდომაზე დასწრებაზე.[8]

მთავრობასა და ისლამისტურ ოპოზიციას შორის დაპირისპირება გამწვავდა 2008 წლის მაისში, როდესაც მთავრობამ დახურა ჰეზბოლას საკომუნიკაციო ქსელი. სალუხმა აღნიშნა, რომ მთავრობის ასეთი ქმედებები ხაზს უსვამს მის არალეგიტიმურობას.

კონფლიქტი სინიორასა და ისლამისტებს შორის დასრულდა 2008 წლის ივლისში ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნით. სალუხი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მალევე, ლიბანმა დაიწყო ურთიერთობების აღდგენა მანამდე მტრულად განწყობილ ირანისა და სირიასთან. 2008 წლის აგვისტოში მიღწეული იქნა შეთანხმება ლიბანსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ; იმავე წლის ოქტომბერში ოფიციალურად გამოცხადდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენა.

2009 წლის ივნისში ლიბანში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გაიმარჯვა პროდასავლურმა ბლოკმა. იმავე წლის ნოემბერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საად ჰარირმა ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა, რომლის შემადგენლობაში სალუხი ვერ მოხვდა.[9][10]

სალუხი დაქორწინებულია ჰინდი ბასმაზე და ჰყავს სამი შვილი. ის არის არაბულ ენაზე გამოცემული რამდენიმე წიგნი ავტორი, დაჯილდოვებულია მრავალი ორდენითა და მედლით[10].

  1. Alagha, Joseph (Winter 2005). "Hizballah after the Syrian Withdrawal". Middle East Report. 237: 34–39. doi:10.2307/30042473. JSTOR 30042473.
  2. Minister Fawzi Salloukh. — Ministry of Foreign Affairs and Emigrants of Lebanon
  3. Cabinet Stresses Need To End the Situation of the Terrorist Fatah al-Islam Organization, Support the Army and Secutity Institutions and Provide Them with the Capabilities They Need. — Lebanese National News Agency, 21.05.2007
  4. His Excellency the President Meets US Secretary of State in New York. — Wafa, 28.09.2007
  5. "Lebanese Ambassador Fawzi Salloukh Cautious about Progress in the Syrian/lebanese Tracks of the Middle East Peace Talks". Wikileaks. 3 August 1999. Archived from the original on 15 June 2013. Retrieved 11 March 2013.
  6. Lebanese Hezbollah TV marks first anniversary of end of war with Israel. — Al-Manar / BBC Monitoring, 14.08.2007
  7. "Biography of potential candidate for foreign minister". Wikileaks. 12 July 2005. Retrieved 25 March 2013.
  8. Khashan, Hilal (Winter 2011). "Saad Hariri's Moment of Truth". Middle East Quarterly. XVIII (1): 65–71. Retrieved 11 March2013.
  9. Derhally, Massoud A. (10 November 2009). "Lebanon's Hariri Confirmed Unity Prime Minister". Bloomberg. Retrieved 30 March 2013.
  10. 10.0 10.1 "Profiles: Lebanon's new government". Lebanon Wire. 12 July 2008. Archived from the original on 11 May 2013. Retrieved 4 April 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფავზი_სალუხი“-დან