სერენა უილიამსი
სერენა ჯამეკა უილიამსი (ინგლ. Serena Jameka Williams; დ. 26 სექტემბერი, 1981, საგინო, მიჩიგანი, აშშ) — ამერიკელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად ისტორიაში[a]. ერთეულთა თანრიგში დიდი სლემის ტურნირების 7-გზის გამარჯვებულის – ვინუს უილიამსის უმცროსი და.
უილიამსი აშშ-ის ღია პირველობაზე 2013 წელს, სადაც მან მეხუთედ მოიგო აღნიშნული ტურნირი | |||||||||||||||||||
სრული სახელი | სერენა ჯამეკა უილიამსი | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მშობლიური სახელი | Serena Jameka Williams | ||||||||||||||||||
ქვეყანა (სპორტი) | აშშ | ||||||||||||||||||
საცხოვრებელი ადგილი | პალმ ბიჩ გარდენსი, ფლორიდა, აშშ | ||||||||||||||||||
დაიბადა |
26 სექტემბერი, 1981 საგინო, მიჩიგანი, აშშ | ||||||||||||||||||
სიმაღლე | 175 სმ. | ||||||||||||||||||
პროფესიონალი | 1995 | ||||||||||||||||||
თამაში | მემარჯვენე | ||||||||||||||||||
მწვრთნელ(ებ)ი |
რიჩარდ უილიამსი ორასინ პრაისი პატრიკ მურატოღლუ (2012–) | ||||||||||||||||||
ფულადი პრიზი | 88,233,301 აშშ დოლარი | ||||||||||||||||||
ოფიციალური საიტი | serenawilliams.com | ||||||||||||||||||
ერთეულები | |||||||||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 801–136 (85.49%) | ||||||||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 72 | ||||||||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (8 ივლისი, 2002) | ||||||||||||||||||
მიმდინარე რეიტინგი | მე-16 (10 სექტემბერი, 2018)[1] | ||||||||||||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |||||||||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2003, 2005, 2007, 2009, 2010, 2015, 2017) | ||||||||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2002, 2013, 2015) | ||||||||||||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (2002, 2003, 2009, 2010, 2012, 2015, 2016) | ||||||||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1999, 2002, 2008, 2012, 2013, 2014) | ||||||||||||||||||
სხვა ტურნირები | |||||||||||||||||||
დიდი სლემის თასი | გამარჯვება (1999) | ||||||||||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (2001, 2009, 2012, 2013, 2014) | ||||||||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | გამარჯვება (2012) | ||||||||||||||||||
წყვილები | |||||||||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 187–33 (85%) | ||||||||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 23 | ||||||||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (21 ივნისი, 2010) | ||||||||||||||||||
მიმდინარე რეიტინგი | 181-ე (2 ივლისი, 2018) | ||||||||||||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |||||||||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2001, 2003, 2009, 2010) | ||||||||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1999, 2010) | ||||||||||||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (2000, 2002, 2008, 2009, 2012, 2016) | ||||||||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1999, 2009) | ||||||||||||||||||
წყვილთა სხვა ტურნირები | |||||||||||||||||||
ტურის ფინალი | ნახევარფინალი (2009) | ||||||||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | გამარჯვება (2000, 2008, 2012) | ||||||||||||||||||
შერეული წყვილები | |||||||||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 27–4 (87.1%) | ||||||||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 2 | ||||||||||||||||||
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები | |||||||||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | ფინალი (1999) | ||||||||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (1998) | ||||||||||||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (1998) | ||||||||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1998) | ||||||||||||||||||
გუნდური შეჯიბრები | |||||||||||||||||||
ფედერაციის თასი | გამარჯვება (1999) | ||||||||||||||||||
ჰოპმანის თასი | გამარჯვება (2003, 2008) | ||||||||||||||||||
მედლები
| |||||||||||||||||||
ბოლოს განახლდა: 12 სექტემბერი, 2018. |
უილიამსს ერთეულებში 23 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 7 უიმბლდონი, 7 ავსტრალიის ღია პირველობა, 6 აშშ-ის ღია პირველობა და 3 საფრანგეთის ღია პირველობა. სლემების რაოდენობით, იგი მხოლოდ მარგარეტ კორტს ჩამორჩება. ამერიკელი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც 10 სლემი აქვს მოგებული ორ სხვადასხვა ათწლეულში და ასევე ერთადერთი, რომელმაც ოთხიდან სამი სლემი მინიმუმ 6-ჯერ მოიგო ერთეულთა თანრიგში. 2002–03 და 2014–15 წლებში, უილიამსი ერთდროულად ფლობდა ოთხივე დიდი სლემის ჩემპიონის ტიტულს. ამერიკელმა ასევე მოიგო 5 წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში უილიამსს WTA-ის 72 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. იგი 319 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს.
წყვილებში სერენას ვინუსთან ერთად 14 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 6 უიმბლდონი, 4 ავსტრალიის ღია პირველობა, 2 საფრანგეთის ღია პირველობა და 2 აშშ-ის ღია პირველობა. იგი 8 კვირის განმავლობაში იკავებდა წყვილთა რეიტინგში პირველ ადგილს. უილიამსს ასევე 2 დიდი სლემის ტურნირი აქვს შერეულ წყვილებში მოგებული – 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა ბელარუს მაქს მირნისთან ერთად.
ოლიმპიურ თამაშებზე, უილიამსმა ერთეულებში 1 ოქროს მედალი და წყვილებში 3 ოქროს მედალი მოიგო. სანაკრებო დონეზე, მან ერთხელ ფედერაციის თასზე და ორჯერ ჰოპმანის თასზე გაიმარჯვა აშშ-ის ნაკრებთან ერთად.
სტატისტიკა და მიღწევები
რედაქტირებადიდი სლემის ტურნირების ფინალები
რედაქტირებაერთეულები: 31 (23–8)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1999 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | მარტინა ჰინგისი | 6–3, 7–6(7–4) |
მარცხი | 2001 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ვინუს უილიამსი | 2–6, 4–6 |
გამარჯვება | 2002 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | ვინუს უილიამსი | 7–5, 6–3 |
გამარჯვება | 2002 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ვინუს უილიამსი | 7–6(7–4), 6–3 |
გამარჯვება | 2002 | აშშ-ის ღია პირველობა (2) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | 6–4, 6–3 |
გამარჯვება | 2003 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | 7–6(7–4), 3–6, 6–4 |
გამარჯვება | 2003 | უიმბლდონი (2) | ბალახი | ვინუს უილიამსი | 4–6, 6–4, 6–2 |
მარცხი | 2004 | უიმბლდონი | ბალახი | მარია შარაპოვა | 1–6, 4–6 |
გამარჯვება | 2005 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ჰარდი | ლინდზი დევენპორტი | 2–6, 6–3, 6–0 |
გამარჯვება | 2007 | ავსტრალიის ღია პირველობა (3) | ჰარდი | მარია შარაპოვა | 6–1, 6–2 |
მარცხი | 2008 | უიმბლდონი | ბალახი | ვინუს უილიამსი | 5–7, 4–6 |
გამარჯვება | 2008 | აშშ-ის ღია პირველობა (3) | ჰარდი | ელენა იანკოვიჩი | 6–4, 7–5 |
გამარჯვება | 2009 | ავსტრალიის ღია პირველობა (4) | ჰარდი | დინარა საფინა | 6–0, 6–3 |
გამარჯვება | 2009 | უიმბლდონი (3) | ბალახი | ვინუს უილიამსი | 7–6(7–3), 6–2 |
გამარჯვება | 2010 | ავსტრალიის ღია პირველობა (5) | ჰარდი | ჟუსტინ ენენი | 6–4, 3–6, 6–2 |
გამარჯვება | 2010 | უიმბლდონი (4) | ბალახი | ვერა ზვონარიოვა | 6–3, 6–2 |
მარცხი | 2011 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | სამანტა სტოსური | 2–6, 3–6 |
გამარჯვება | 2012 | უიმბლდონი (5) | ბალახი | აგნეშკა რადვანსკა | 6–1, 5–7, 6–2 |
გამარჯვება | 2012 | აშშ-ის ღია პირველობა (4) | ჰარდი | ვიქტორია აზარენკა | 6–2, 2–6, 7–5 |
გამარჯვება | 2013 | საფრანგეთის ღია პირველობა (2) | თიხა | მარია შარაპოვა | 6–4, 6–4 |
გამარჯვება | 2013 | აშშ-ის ღია პირველობა (5) | ჰარდი | ვიქტორია აზარენკა | 7–5, 6–7(6–8), 6–1 |
გამარჯვება | 2014 | აშშ-ის ღია პირველობა (6) | ჰარდი | კაროლინა ვოზნიაცკი | 6–3, 6–3 |
გამარჯვება | 2015 | ავსტრალიის ღია პირველობა (6) | ჰარდი | მარია შარაპოვა | 6–3, 7–6(7–5) |
გამარჯვება | 2015 | საფრანგეთის ღია პირველობა (3) | თიხა | ლუცია შაფარჟოვა | 6–3, 6–7(2–7), 6–2 |
გამარჯვება | 2015 | უიმბლდონი (6) | ბალახი | გარბინიე მუგურუსა | 6–4, 6–4 |
მარცხი | 2016 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ანჟელიკ კერბერი | 4–6, 6–3, 4–6 |
მარცხი | 2016 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | გარბინიე მუგურუსა | 5–7, 4–6 |
გამარჯვება | 2016 | უიმბლდონი (7) | ბალახი | ანჟელიკ კერბერი | 7–5, 6–3 |
გამარჯვება | 2017 | ავსტრალიის ღია პირველობა (7) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | 6–4, 6–4 |
მარცხი | 2018 | უიმბლდონი | ბალახი | ანჟელიკ კერბერი | 3–6, 3–6 |
მარცხი | 2018 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ნაომი ოსაკა | 2–6, 4–6 |
წყვილები: 14 (14–0)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1999 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | ვინუს უილიამსი | მარტინა ჰინგისი ანა კურნიკოვა |
6–3, 6–7(2–7), 8–6 |
გამარჯვება | 1999 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | ჩანდა რუბინი სანდრინ ტესტიუ |
4–6, 6–1, 6–4 |
გამარჯვება | 2000 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ვინუს უილიამსი | ჟიული ალარ დეკიუჟი აი სუგიამა |
6–3, 6–2 |
გამარჯვება | 2001 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | ლინდზი დევენპორტი კორინა მორარიუ |
6–2, 2–6, 6–4 |
გამარჯვება | 2002 | უიმბლდონი (2) | ბალახი | ვინუს უილიამსი | ვირხინია რუანო პასკუალი პაოლა სუარესი |
6–2, 7–5 |
გამარჯვება | 2003 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | ვირხინია რუანო პასკუალი პაოლა სუარესი |
4–6, 6–4, 6–3 |
გამარჯვება | 2008 | უიმბლდონი (3) | ბალახი | ვინუს უილიამსი | ლიზა რეიმონდი სამანტა სტოსური |
6–2, 6–2 |
გამარჯვება | 2009 | ავსტრალიის ღია პირველობა (3) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | დანიელა ჰანტუხოვა აი სუგიამა |
6–3, 6–3 |
გამარჯვება | 2009 | უიმბლდონი (4) | ბალახი | ვინუს უილიამსი | სამანტა სტოსური რენე სტაბსი |
7–6(7–4), 6–4 |
გამარჯვება | 2009 | აშშ-ის ღია პირველობა (2) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | კარა ბლეკი ლიზელ ჰუბერი |
6–2, 6–2 |
გამარჯვება | 2010 | ავსტრალიის ღია პირველობა (4) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | კარა ბლეკი ლიზელ ჰუბერი |
6–4, 6–3 |
გამარჯვება | 2010 | საფრანგეთის ღია პირველობა (2) | თიხა | ვინუს უილიამსი | კვეტა პეშკე კატარინა სრებოტნიკი |
6–2, 6–3 |
გამარჯვება | 2012 | უიმბლდონი (5) | ბალახი | ვინუს უილიამსი | ანდრეა ჰლავაჩკოვა ლუცია გრადეცკაია |
7–5, 6–4 |
გამარჯვება | 2016 | უიმბლდონი (6) | ბალახი | ვინუს უილიამსი | ტიმეა ბაბოში იაროსლავა შვედოვა |
6–3, 6–4 |
შერეული წყვილები: 4 (2–2)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1998 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ლუის ლობო | ჯასტინ გიმელსტობი ვინუს უილიამსი |
3–6, 4–6 |
გამარჯვება | 1998 | უიმბლდონი (1) | ბალახი | მაქს მირნი | მაჰეშ ბჰუპატი მირიანა ლუჩიჩ ბარონი |
6–4, 6–4 |
გამარჯვება | 1998 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | მაქს მირნი | პატრიკ გელბრაიტი ლიზა რეიმონდი |
6–2, 6–2 |
მარცხი | 1999 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | მაქს მირნი | დევიდ ადამსი მარიან დე სვარდტი |
4–6, 6–4, 6–7(5–7) |
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 7 (5–2)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 2001 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, მიუნხენი (1) | ხალიჩა (დ) | ლინდზი დევენპორტი | ტექნიკური მოგება |
მარცხი | 2002 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ლოს-ანჯელესი | ჰარდი (დ) | კიმ კლეისტერსი | 5–7, 3–6 |
მარცხი | 2004 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ლოს-ანჯელესი | ჰარდი (დ) | მარია შარაპოვა | 6–4, 2–6, 4–6 |
გამარჯვება | 2009 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, დოჰა (2) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | 6–2, 7–6(7–4) |
გამარჯვება | 2012 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, სტამბოლი (3) | ჰარდი (დ) | მარია შარაპოვა | 6–4, 6–3 |
გამარჯვება | 2013 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, სტამბოლი (4) | ჰარდი (დ) | ლი ნა | 2–6, 6–3, 6–0 |
გამარჯვება | 2014 | WTA-ის ფინალი, სინგაპური (5) | ჰარდი (დ) | სიმონა ჰალეპი | 6–3, 6–0 |
(დ) – დახურული კორტი
ოლიმპიური ფინალები
რედაქტირებაერთეულები: 1 (1–0)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება (ოქრო) | 2012 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 (1) | ჰარდი | მარია შარაპოვა | 6–0, 6–1 |
წყვილები: 3 (3–0)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
გამარჯვება (ოქრო) | 2000 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2000 (1) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | კრისტი ბოგერტი მირიამ ორემანსი |
6–1, 6–1 |
გამარჯვება (ოქრო) | 2008 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008 (2) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | ანაბელ მედინა გარიგესი ვირხინია რუანო პასკუალი |
6–2, 6–0 |
გამარჯვება (ოქრო) | 2012 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 (3) | ბალახი | ვინუს უილიამსი | ანდრეა ჰლავაჩკოვა ლუცია გრადეცკაია |
6–4, 6–4 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაშენიშვნები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- სერენა უილიამსი Facebook-ზე
- სერენა უილიამსი Twitter-ზე
- უილიამსი WTA-ს ოფიციალურ საიტზე
- უილიამსი ITF-ის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2017-06-03 საიტზე Wayback Machine.
- უილიამსი ფედერაციის თასის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2019-10-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Rankings WTA Tennis“. wtatennis.com. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „Wimbledon 2012: Serena Williams true great after fifth title“. bbc.com. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2017.
- ↑ „Chris Evert, Billie Jean King call Serena Williams greatest ever“. metro.us. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2017.
- ↑ „Andre Agassi Says Serena Williams Is The ‘Greatest Ever’“. ibtimes.com.au. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2017.
- ↑ „The Astonishing Greatness of Serena Williams“. theatlantic.com. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2017.
- ↑ „Comparing Serena Williams to two of the all-time greats“. espn.com. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2017.
- ↑ „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2017.
- ↑ „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (W): NO. 1, SERENA WILLIAMS“. tennis.com. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2018.