ჟუსტინ ენენი (ფრანგ. Justine Henin; დ. 1 ივნისი, 1982, ლიეჟი, ბელგია) — ბელგიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ჟუსტინ ენენი

ენენი საფრანგეთის ღია პირველობაზე 2010 წელს
ქვეყანა (სპორტი) ბელგიის დროშა ბელგია
საცხოვრებელი ადგილი ბრიუსელი, ბელგია
დაიბადა 1 ივნისი, 1982 (1982-06-01) (41 წლის)
ლიეჟი, ბელგია
სიმაღლე 167 სმ.
პროფესიონალი 1999
კარიერა დაასრულა 2011
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი კარლოს როდრიგესი (1995–2008; 2010–2011)
ფულადი პრიზი 20,863,335 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2016 (წევრის გვერდი)
ოფიციალური საიტი justine-henin.be
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 525–115 (82.03%)
ტიტულები კარიერაში 43
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (20 ოქტომბერი, 2003)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2004)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (2003, 2005, 2006, 2007)
უიმბლდონი ფინალი (2001, 2006)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2003, 2007)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (2006, 2007)
ოლიმპიური თამაშები გამარჯვება (2004)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 47–35 (57.32%)
ტიტულები კარიერაში 2
უმაღლესი რეიტინგი 23-ე (14 იანვარი, 2002)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ (2003)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (2001)
უიმბლდონი 3რ (2001)
აშშ-ის ღია პირველობა 2რ (2001, 2002)
გუნდური შეჯიბრები
ფედერაციის თასი გამარჯვება (2001)
ჰოპმანის თასი ფინალი (2011)
ბოლოს განახლდა: 10 მაისი, 2018.

ენენს მოგებული აქვს 7 დიდი სლემის ტურნირი – 4 საფრანგეთის ღია პირველობა, 2 აშშ-ის ღია პირველობა და 1 ავსტრალიის ღია პირველობა. მან ასევე მოიგო 2 წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში ენენს კარიერაში WTA-ის 43 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული. ბელგიელი ჩოგბურთელი 117 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს.

ოლიმპიურ თამაშებზე, ენენს 1 ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს ერთეულებში მოგებული. სანაკრებო დონეზე ბელგიის ნაკრებთან ერთად, მან ერთხელ მოიგო ფედერაციის თასი.

ჟუსტინ ენენმა კარიერა პირველად 2008 წელს დაასრულა, როდესაც იგი რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა 16 თვის შემდეგ დაუბრუნდა ჩოგბურთს. მეორედ და საბოლოოდ მან კარიერა 2011 წელს, 28 წლის ასაკში დაასრულა იდაყვის ტრავმის გამო[1]. 2016 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 12 (7–5) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2001 უიმბლდონი ბალახი   ვინუს უილიამსი 1–6, 6–3, 0–6
გამარჯვება 2003 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   კიმ კლეისტერსი 6–0, 6–4
გამარჯვება 2003 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი   კიმ კლეისტერსი 7–5, 6–1
გამარჯვება 2004 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი   კიმ კლეისტერსი 6–3, 4–6, 6–3
გამარჯვება 2005 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა   მერი პირსი 6–1, 6–1
მარცხი 2006 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   ამელი მორესმო 1–6, 0–2, შეწყვიტა
გამარჯვება 2006 საფრანგეთის ღია პირველობა (3) თიხა   სვეტლანა კუზნეცოვა 6–4, 6–4
მარცხი 2006 უიმბლდონი ბალახი   ამელი მორესმო 6–2, 3–6, 4–6
მარცხი 2006 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   მარია შარაპოვა 4–6, 4–6
გამარჯვება 2007 საფრანგეთის ღია პირველობა (4) თიხა   ანა ივანოვიჩი 6–1, 6–2
გამარჯვება 2007 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი   სვეტლანა კუზნეცოვა 6–1, 6–3
მარცხი 2010 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   სერენა უილიამსი 4–6, 6–3, 2–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 2 (2–0) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2006 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, მადრიდი (1) ჰარდი (დ)   ამელი მორესმო 6–4, 6–3
გამარჯვება 2007 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, მადრიდი (2) ჰარდი (დ)   მარია შარაპოვა 5–7, 7–5, 6–3

(დ) – დახურული კორტი

ოლიმპიური ფინალები: 1 (1–0) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება (ოქრო) 2004 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2004 ბალახი   ამელი მორესმო 6–3, 6–3

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Justine Henin quits tennis because of injury“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 10 მაისი 2018.