ანა ივანოვიჩი
ანა ივანოვიჩი (სერბ. Ана Ивановић, Ana Ivanović; დ. 6 ნოემბერი, 1987, ბელგრადი, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია) — სერბი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
ივანოვიჩი ინდიან უელსის მასტერსზე 2014 წელს | |
მშობლიური სახელი |
Ана Ивановић Ana Ivanović |
---|---|
ქვეყანა (სპორტი) | სერბეთი |
საცხოვრებელი ადგილი | ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
დაიბადა |
6 ნოემბერი, 1987 ბელგრადი, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია |
სიმაღლე | 184 სმ. |
პროფესიონალი | 2003 |
კარიერა დაასრულა | 2016 |
თამაში | მემარჯვენე |
ფულადი პრიზი | 15,510,787 აშშ დოლარი |
ოფიციალური საიტი | anaivanovic.com |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 480–225 (68.09%) |
ტიტულები კარიერაში | 15 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (9 ივნისი, 2008) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | ფინალი (2008) |
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2008) |
უიმბლდონი | ნახევარფინალი (2007) |
აშშ-ის ღია პირველობა | მეოთხედფინალი (2012) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | ნახევარფინალი (2007) |
ოლიმპიური თამაშები | 3რ (2012) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 30–35 (40.15%) |
ტიტულები კარიერაში | 0 |
უმაღლესი რეიტინგი | 50-ე (25 სექტემბერი, 2006) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
საფრანგეთის ღია პირველობა | 1რ (2005, 2007) |
უიმბლდონი | 3რ (2005) |
აშშ-ის ღია პირველობა | 3რ (2006) |
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 2რ (2006) |
საფრანგეთის ღია პირველობა | 2რ (2005) |
აშშ-ის ღია პირველობა | 1რ (2011) |
შერეულ წყვილთა სხვა ტურნირები | |
ოლიმპიური თამაშები | 1რ (2012) |
გუნდური შეჯიბრები | |
ფედერაციის თასი | ფინალი (2012) |
ჰოპმანის თასი | ფინალი (2013) |
ბოლოს განახლდა: 2 თებერვალი, 2018. |
ივანოვიჩს 1 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2008 წელს, მან საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში რუსი დინარა საფინა ორ სეტში დაამარცხა[1]. ამ გამარჯვებით, ივანოვიჩი გახდა პირველი სერბი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო. ჯამში მან კარიერაში WTA-ის 15 ტურნირი მოიგო ერთეულებში. სერბი ჩოგბურთელი 12 კვირის განმავლობაში იკავებდა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს.
საფრანგეთის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ივანოვიჩმა ზედიზედ 17 დიდი სლემის ტურნირზე ვერ შეძლო მეოთხედფინალამდე მიღწევა. ერთ-ერთ მიზეზად, მან გადამეტებული ყურადღება და წნეხი დაასახელა[2]. შედეგები სერბმა 2014 წლიდან გააუმჯობესა, როდესაც დიდი სლემის მეოთხედფინალთან და ნახევარფინალთან ერთად, ოთხი ტურნირი მოიგო. ივანოვიჩმა კარიერა 2016 წელს 29 წლის ასაკში დაასრულა[3].
სტატისტიკა და მიღწევები
რედაქტირებადიდი სლემის ტურნირების ფინალები: 3 (1–2)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 2007 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ჟუსტინ ენენი | 1–6, 2–6 |
მარცხი | 2008 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | მარია შარაპოვა | 5–7, 3–6 |
გამარჯვება | 2008 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | დინარა საფინა | 6–4, 6–3 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- ანა ივანოვიჩი Facebook-ზე
- ანა ივანოვიჩი Twitter-ზე
- ივანოვიჩი WTA-ს ოფიციალურ საიტზე
- ივანოვიჩი ITF-ის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2018-05-25 საიტზე Wayback Machine.
- ივანოვიჩი ფედერაციის თასის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2019-08-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Ivanovic seals French Open title“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2018.
- ↑ „Off-Court Comfort Is Helping to Revive Ivanovic’s Game“. nytimes.com. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2018.
- ↑ „Ana Ivanovic: Former French Open winner retires from tennis aged 29“. bbc.com. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2018.