ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამანტა ჯეინ სტოსური (ინგლ. Samantha Jane Stosur; დ. 30 მარტი, 1984, ბრიზბენი, ავსტრალია) — ავსტრალიელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ჩოგანი.

სამანტა სტოსური

სტოსური აშშ-ის ღია პირველობაზე 2016 წელს
სრული სახელი სამანტა ჯეინ სტოსური
მშობლიური სახელი Samantha Jane Stosur
ქვეყანა (სპორტი) ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საცხოვრებელი ადგილი გოლდ-კოსტი, ავსტრალია
დაიბადა 30 მარტი, 1984 (1984-03-30) (40 წლის)
ბრიზბენი, ავსტრალია
სიმაღლე 175 სმ.
პროფესიონალი 1999
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი ნიკ უოტკინსი (2018–)
ფულადი პრიზი 17,783,962 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი samstosur.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 584–415 (58.46%)
ტიტულები კარიერაში 9
უმაღლესი რეიტინგი მე-4 (21 თებერვალი, 2011)
მიმდინარე რეიტინგი 74-ე (17 დეკემბერი, 2018)[1]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 4რ (2006, 2010)
საფრანგეთის ღია პირველობა ფინალი (2010)
უიმბლდონი 3რ (2009, 2013, 2015)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2011)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ნახევარფინალი (2010, 2011)
ოლიმპიური თამაშები 3რ (2016)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 396–213 (65.02%)
ტიტულები კარიერაში 25
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (6 თებერვალი, 2006)
მიმდინარე რეიტინგი 68-ე (17 დეკემბერი, 2018)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2019)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (2006)
უიმბლდონი ფინალი (2008, 2009, 2011)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2005)
წყვილთა სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (2005, 2006)
ოლიმპიური თამაშები 2რ (2008)
შერეული წყვილები
ტიტულები კარიერაში 3
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2005)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (2005)
უიმბლდონი გამარჯვება (2008, 2014)
აშშ-ის ღია პირველობა მეოთხედფინალი (2005)
შერეულ წყვილთა სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები მეოთხედფინალი (2012)
გუნდური შეჯიბრები
ფედერაციის თასი ნახევარფინალი (2014)
ჰოპმანის თასი ჯგუფური ეტაპი (2006, 2010, 2014)
ბოლოს განახლდა: 22 დეკემბერი, 2018.

სტოსურს 1 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2011 წელს აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, მან სერენა უილიამსი ორ სეტში დაამარცხა და 1980 წლის შემდეგ გახდა პირველი ავსტრალიელი ქალი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ტურნირის მოგება მოახერხა ერთეულთა თანრიგში[2]. აღსანიშნავია ასევე 2010 წლის საფრანგეთის ღია პირველობა, როდესაც სტოსურმა მეოთხე რაუნდში ჟუსტინ ენენი დაამარცხა და მას აღნიშნულ ტურნირზე 24 მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა[3]. მეოთხედფინალში ავსტრალიელმა სერენა უილიამსს სძლია[4], თუმცა ფინალში იტალიელ ფრანჩესკა სკიავონესთან ორ სეტში დამარცხდა[5]. ჯამში სტოსურს WTA-ის 9 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული.

წყვილებში ავსტრალიელს 3 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – ავსტალიის ღია პირველობა, აშშ-ის ღია პირველობა და საფრანგეთის ღია პირველობა[6]. მან ასევე ორჯერ გაიმარჯვა წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ჯამში მან წყვილებში WTA-ის 25 ტურნირი მოიგო და 61 კვირის განმავლობაში იკავებდა წყვილთა რეიტინგში პირველ ადგილს. სტოსურმა ასევე 3 დიდი სლემის ტურნირი მოიგო შერეულ წყვილებში – 2 უიმბლდონი და 1 ავსტრალიის ღია პირველობა.

2007 წლის ზაფხულში, სამანტას ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რასაც ტკიპის ნაკბენი იწვევს. მან 2008 წლის მაისამდე რამდენიმე მატჩი ჩაატარა და მრავალი ტურნირი გამოტოვა.

ადრეული წლები

რედაქტირება

სამანტა სტოსური დაიბადა ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში ტონის და დაიანას ოჯახში. ჰყავს ორი ძმა – დომინიკი და დენიელი[7]. იგი ბაბუის მხრიდან პოლონური წარმოშობისაა[8]. როდესაც სამანტა 6 წლის იყო, სტოსურების სახლი და ბიზნესი წყალდიდობამ გაანადგურა და ოჯახი საცხოვრებლად ადელაიდაში გადავიდა[9]. იქ მან ჩოგბურთის თამაში დაიწყო და 8 წლის ასაკში საშობაო საჩუქრად ჩოგანი მიიღო. 14 წლის ასაკში, სამანტამ დაიწყო სწავლა კუინზლენდის სპორტის აკადემიაში, ხოლო 16 წლის ასაკში 2001 წელს, შეუერთდა ჩოგბურთის პროგრამას ავსტრალიის სპორტის ინსტიტუტში.

სტატისტიკა და მიღწევები

რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები

რედაქტირება

ერთეულები: 2 (1–1)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2010 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   ფრანჩესკა სკიავონე 4–6, 6–7(2–7)
გამარჯვება 2011 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი   სერენა უილიამსი 6–2, 6–3

წყვილები: 7 (2–5)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 2005 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი   ლიზა რეიმონდი   ელენა დემენტიევა
  ფლავია პენეტა
6–2, 5–7, 6–3
მარცხი 2006 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   ლიზა რეიმონდი   იან ზი
  ჟენგ ჯი
6–2, 6–7(7–9), 3–6
გამარჯვება 2006 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   ლიზა რეიმონდი   დანიელა ჰანტუხოვა
  აი სუგიამა
6–3, 6–2
მარცხი 2008 უიმბლდონი ბალახი   ლიზა რეიმონდი   სერენა უილიამსი
  ვინუს უილიამსი
2–6, 2–6
მარცხი 2008 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   ლიზა რეიმონდი   კარა ბლეკი
  ლიზელ ჰუბერი
3–6, 6–7(6–8)
მარცხი 2009 უიმბლდონი ბალახი   რენე სტაბსი   სერენა უილიამსი
  ვინუს უილიამსი
6–7(4–7), 4–6
მარცხი 2011 უიმბლდონი ბალახი   ზაბინე ლიზიკი   კვეტა პეშკე
  კატარინა სრებოტნიკი
3–6, 1–6

შერეული წყვილები: 3 (3–0)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 2005 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი   სკოტ დრეიპერი   ლიზელ ჰუბერი
  კევინ ულიეტი
6–2, 2–6, 7–6(8–6)
გამარჯვება 2008 უიმბლდონი (1) ბალახი   ბობ ბრაიანი   კატარინა სრებოტნიკი
  მაიკ ბრაიანი
7–5, 6–4
გამარჯვება 2014 უიმბლდონი (2) ბალახი   ნენად ზიმონიჩი   მაქს მირნი
  ჩან ჰაოცინი
6–4, 6–2

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 2 (2–0)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 2005 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ლოს-ანჯელესი (1) ჰარდი   ლიზა რეიმონდი   კარა ბლეკი
  რენე სტაბსი
6–7(5–7), 7–5, 6–4
გამარჯვება 2006 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, მადრიდი (2) ჰარდი   ლიზა რეიმონდი   კარა ბლეკი
  რენე სტაბსი
3–6, 6–3, 6–3

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Rankings WTA Tennis“. wtatennis.com. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  2. „US Open 2011: Sam Stosur beats Serena Williams in final“. bbc.com. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.
  3. „Henin slumps to defeat by Stosur“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.
  4. „French Open 2010: Australia's Samantha Stosur beats Serena Williams in epic“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.
  5. „Italy's Francesca Schiavone wins French Open title“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.
  6. Sam Stosur tastes Australian Open doubles success again after 14 years https://www.theguardian.com/sport/2019/jan/25/sam-stosur-wins-australian-open-doubles-title
  7. „Bio – Sam's story“. samstosur.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-12. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.
  8. „Samantha Stosur Interview - French Open, June 4“. tennis-x.com. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.
  9. „Play it again, Sam“. smh.com.au. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.