ტყემალა (ქარელის მუნიციპალიტეტი)
ტყემალა — ნასოფლარი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ზემო ხვედურეთის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ხვედრულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1160 მეტრი, ქარელიდან 15 კილომეტრი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 10 | 4 | 6 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
2002 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის 60 %-ს წარმოადგენდნენ ქართველები, 40 %-ს კი ოსები.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 850.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II