ტყემალის საცხოვრებელი სახლი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ტყემალის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემალას სასაფლაოს მახლობლად. აგებული XX საუკუნის დასაწყისში. ეკუთვნის საჩინო ზახოსაშვილს. საცხოვრებელი სახლი ორსართულიანია, ქვედა სართულის სამი კედელი ქვისაა, საფასადო კედელი კი ხის ნაგვერდულებითაა ნაშენი და გარედან თიხითაა შელესილი. მეორე სართული ხისაა. საკედლე ფიცრები ერთმანეთთან ჭდობითაა დაკავშირებული. ორივე სართულზე ორ-ორი თანაბარი ფართობის ოთახია. ერთმანეთისაგან იზოლირებულ პირველი სართულის სამეურნეო ოთახებს მთავარი ფასადის მხარეს შესასვლელი და თითო პატარა სარკმელი აქვს. მეორე სართულზე ხის კიბე ადის. სართულს ფასადის მხარეს მთელ სიგრძეზე, ღია აივანი აქვს. აივანზე გამოდის ორივე ოთახის კარი და ორ-ორი სარკმელი. აივნის მოაჯირი და სვეტებს შორის დეკორატიული თაღები ჭვრული ორნამენტებითაა მოხარატებული. სახლს ხის ნივნივებვზე გამართული ყავრის ოთხფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება