ტყემალის ეკლესია
ტყემალის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემალაში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. შემორჩენილია ნაგებობის კედლების მცირე ნაწილები.
ეკლესია დარბაზულია (7,3 X 5,1 მ), ნაგებია მოზრდილი ზომის ქვიშაქვის ნატეხი ქვებით. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთით ჰქონია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 394.