ტტს თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
ტტს თბილისი (სრული სახელი ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდი) — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. ჩამოყალიბდა 1928 წელს, როგორც თბილისის ტრამვაის დეპოს გუნდი. მომდევნო წლებში გამოდიოდა თბილისის „ტრუდის“, ხოლო 1940-იანი წლების მეორე ნახევრიდან ასპარეზობდა ტტს თბილისის სახელწოდებით. მონაწილეობდა თბილისისა და საქართველოს სსრ პირველობაზე, ასევე საქართველოს სსრ თასის, სსრ კავშირის თასისა და მილიონთა თასის გათამაშებებში.[კომ. 1] საქართველოს სსრ ხუთგზის (1952, 1953, 1954, 1957, 1958) ჩემპიონი და ოთხგზის (1950, 1951, 1955, 1956) ვიცე-ჩემპიონი,[2] მილიონთა თასისა (1957) და საქართველოს სსრ თასის ოთხგზის (1951, 1952, 1954, 1957) მფლობელი.[3][4]
ტტს თბილისი მილიონთა თასით, 1957 | |
სრული სახელი | ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდი |
---|---|
დაარსდა | 1928 |
გაუქმდა | 1959 |
სტადიონი |
„დინამოს“ სტადიონი თბილისი, საქართველო (ტევადობა: 30 000) |
მწვრთნელი | სერგო სიხარულიძე[1] |
ლიგა | საქართველოს სსრ პირველობა |
თბილისის პირველობა
რედაქტირებათბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდმა თბილისის ჩემპიონობა პირველად 1949 წელს მოიპოვა.[5][6]
1950 წლის თბილისის პირველობის გათამაშებაზე ქალაქის ჩემპიონის წოდება თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდმა მეორედ, ხოლო 1951 წელს — ზედიზედ მესამედ მოიპოვა.[7]
საქართველოს სსრ პირველობა
რედაქტირება1950 წლის საქართველოს სსრ პირველობის ფარგლებში ჩატარებული 10 მატჩიდან თბილისის ტტს-მ 9 მოიგო, 1 წააგო (ბურთების შეფარდება — 34–9) და 18 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.[2][8]
1951 წლის საქართველოს სსრ პირველობის ფარგლებში ჩატარებული 26 მატჩიდან ტტს-მ 15 მოიგო, 4 წააგო, 7 ფრედ დაამთავრა (ბურთების შეფარდება — 41–21) და 37 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.[2] ჩემპიონის წოდება პირველობის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდმა (დო თბილისი) მოიპოვა.[9][10][11]
1952 წლის საქართველოს სსრ პირველობის პირველი ქვეჯგუფის ფარგლებში ჩატარებული 7 მატჩიდან ტტს-მ 6 მოიგო, 1 ფრედ დაამთავრა (ბურთების შეფარდება — 27–5) და 13 ქულით ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონის წოდება ერთმანეთში პირველ და მეორე ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებს უნდა გაერკვიათ. თბილისის ტტს-ს გარდა ეს გუნდები იყვნენ: თბილისის 26 კომისრის სახ. რაიონის გუნდი, რომელმაც პირველ ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, „დინამო“ ბათუმი (მეორე ქვეჯგუფის გამარჯვებული) და „დინამო“ ქუთაისი (მეორე ქვეჯგუფის მეორეადგილოსანი). ფინალურ ტურნირში თბილისის ტტს-მ სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა — „დინამო“ ბათუმს 2–1 მოუგო, ხოლო შემდეგ ერთნაირი ანგარიშით (2–0) დაამარცხა როგორც „დინამო“ ქუთაისი, ასევე თბილისის 26 კომისრის სახ. რაიონის გუნდი და პირველად გახდა საქართველოს სსრ პირველობის გამარჯვებული.[2][12]
1953 წლის საქართველოს სსრ პირველობის პირველი ქვეჯგუფის ფარგლებში ჩატარებული 14 მატჩიდან ტტს-მ 10 მოიგო, 2 წააგო, 2 ფრედ დაამთავრა (ბურთების შეფარდება — 27–7) და 22 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ფინალურ ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ჩატარებული 5 მატჩიდან 3 მოიგო, 2 ფრედ დაამთავრა (ბურთების შეფარდება — 12–6) და 8 ქულით მეორედ დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონის წოდებას.[2][13][14]
1954 წლის საქართველოს სსრ პირველობის ფარგლებში ჩატარებული 23 მატჩიდან თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდი 16 შეხვედრაში იმარჯვებს, 2 შეხვედრაში მარცხდება, 5 შეხვედრას ფრედ ასრულებს (ბურთების შეფარდება — 50–12) და 37 ქულით ზედიზედ მესამედ ისაკუთრებს საქართველოს სსრ ჩემპიონის ტიტულს.[2][15]
1955 წლის საქართველოს სსრ პირველობის ფარგლებში ჩატარებული 26 მატჩიდან ტტს-მ 17 მოიგო, 7 წააგო, 2 ფრედ დაამთავრა და 36 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.[2] ჩემპიონობა 42 ქულით ქუთაისის „დინამომ“ მოიპოვა.[16]
1956 წლის საქართველოს სსრ პირველობის ფარგლებში ჩატარებული 28 მატჩიდან ტტს-მ 18 მოიგო, 4 წააგო, 6 ფრედ დაამთავრა (ბურთების შეფარდება — 91–21) და 42 ქულით კვლავ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ქვეყნის ჩემპიონის წოდება 47 ქულით თბილისის „ლოკომოტივმა“ დაისაკუთრა.[2][17]
1957 წლის საქართველოს სსრ პირველობის ფარგლებში ჩატარებული 26 მატჩიდან ტტს-მ 17 მოიგო, 2 წააგო, 7 ფრედ დაამთავრა (ბურთების შეფარდება — 57–16) და 41 ქულით მეოთხედ გახდა საქართველოს სსრ ჩემპიონი. მეორე ადგილზე გასული ბათუმის „დინამო“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა ტრანსპორტელთა საფეხბურთო გუნდს.[2][18]
1958 წლის საქართველოს სსრ პირველობის ფინალური ჯგუფის ფარგლებში ჩატარებული 9 მატჩიდან ტტს 5 შეხვედრაში იმარჯვებს, 2 შეხვედრაში მარცხდება, 2 შეხვედრას ფრედ ასრულებს (ბურთების შეფარდება — 20–8) და 12 ქულით მეხუთედ ხდება საქართველოს სსრ პირველობის გამარჯვებული.[2][19]
1959 წლის საქართველოს სსრ პირველობის ფარგლებში[კომ. 2] ჩატარებული მატჩებიდან ტტს 17 შეხვედრაში იმარჯვებს, 8 შეხვედრაში მარცხდება, 9 შეხვედრას ფრედ ასრულებს (ბურთების შეფარდება — 67–40) და 43 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.[20][21]
საქართველოს სსრ თასი
რედაქტირებასაქართველოს სსრ თასის 1951 წლის გათამაშების სამი კვირის დაძაბულმა ბრძოლებმა ფინალში მონაწილე ორი გუნდი გამოავლინა — თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს კოლექტივი და ქუთაისის „დინამო“. 10 აგვისტოს ეს გუნდები ერთმანეთს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე შეხვდნენ.[22] თამაში ქუთაისელთა იერიშებით დაიწყო. მე-10 წუთზე დინამოელმა ნინუამ (№ 8) თანაგუნდელი ბაზაძის (№ 11) კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მიიღო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ტრამვაელებმა გაშვებულ გოლს რამდენიმე სწრაფი გარღვევით უპასუხეს და მე-17 წუთზე ბურჭულაძემ რთული მდგომარეობიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით თანაფარდობა აღადგინა — 1–1. მე-20 წუთისთვის ქუთაისელები კვლავ დაწინაურდნენ, — ხინთიბიძემ ბურთი თბილისელთა საჯარიმო მოედანზე მყოფ ნინუას ჩააწოდა, რომელმაც მასპინძელთა კარი მეორედ აიღო. თბილისელებმა საკუთარ კარში მეორედ მიღებული ბურთის შემდეგ შეტევები კვლავ გაააქტიურეს. მორიგი იერიშის დროს სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ტრამვაელთა ცენტრალურმა მცველმა ალექსეი ორლოვმა ზუსტად შეასრულა — 2–2. მიღწეულმა წარმატებამ ტრამვაელები კიდევ უფრო გაამხნევა; ჯერ მარცხენა გარემარბმა გაბელაიამ, ხოლო შემდეგ მარჯვენა გარემარბმა კუჭაიძემ ანგარიში ოთხამდე გაზარდეს. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 4–2 — ტტს-ს გუნდის სასარგებლოდ დამთავრდა.
თამაშის მეორე ნახევარი ქუთაისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა დინამოელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად მათ ერთ ბურთზე მეტის გატანა ვერ შეძლეს და შეხვედრა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით — 4–3 დამთავრდა. თამაშის დამთავრების შემდეგ ფიზკულტურის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარემ ა. ფარულავამ გამარჯვებულ გუნდს საქართველოს სსრ თასი გადასცა.[23]
ფინალურ მატჩში ტტს თბილისის ღირსებას იცავდნენ: ვლადიმერ პოდკოვიროვი, ალექსეი ორლოვი, ვალერიან ირემაძე, ნიკოლოზ ნარსია, ვლადიმერ მიხაილოვი, ალექსანდრე ჯიბლაძე, მ. ქობალია, მიხეილ ტომარაძე, მ. კონოვალოვი, ვაჟა მამრიკაშვილი და ოთარ კუჭაიძე.[10][კომ. 3]
საქართველოს სსრ თასის 1952 წლის გათამაშების ფინალში თბილისელებმა ბათუმის „დინამოს“ 2–0 მოუგეს და ზედიზედ მეორედ გახდნენ თასის მფლობელები.[24]
ფინალურ მატჩში ტტს თბილისის ღირსებას იცავდნენ: გიორგი ქაცარავა, მიხეილ ტომარაძე, ივანე შუდრა, ვლადიმერ ბოგდანოვი, ნიკოლოზ ნარსია, ვლადიმერ მიხაილოვი, ოთარ კუჭაიძე, ფიოდორ იაკუშევი, ვაჟა უჩანეიშვილი, ალექსანდრე ევჩენკო და ვლადიმერ პეტროსოვი. გოლები ვაჟა უჩანეიშვილმა და ოთარ კუჭაიძემ გაიტანეს.[12][კომ. 4]
საქართველოს სსრ თასის 1954 წლის გათამაშების ფინალში თბილისელებმა ფოთის „ვოდნიკი“ 3–0 დაამარცხეს და მესამედ გახდნენ თასის მფლობელები.[15]
სსრ კავშირის თასი
რედაქტირებასაქართველოს სსრ თასის 1951 წლის მფლობელი ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდი 18 აგვისტოს საკავშირო თასის გათამაშების 1/32-ფინალურ მატჩში თბილისში, ფრუნზეს „შრომითი რეზერვების“ გუნდს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ვინაიდან ფრუნზელებმა თამაშში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, მათ დამარცხება ჩაეთვალათ. 1/16-ფინალურ მატჩში ტრამვაელები თბილისის „დინამოს“ სტადიონზე 22 აგვისტოს ესტონეთის თასის მფლობელს — ბალტიის ფლოტის გუნდს შეხვდნენ. შეხვედრა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდის გამარჯვებით ანგარიშით — 4–0 დამთავრდა და თბილისელები თასის გათამაშების მერვედფინალში გავიდნენ.[25][26]
მერვედფინალურ მატჩში თბილისელები მოსკოვის ვვს-ის წინააღმდეგ 20 სექტემბერს მოსკოვის „დინამოს“ ცენტრალურ სტადიონზე ასეთი შემადგენლობით გამოვიდნენ: ვლადიმერ პოდკოვიროვი, მიხეილ ტომარაძე, ალექსეი ორლოვი, ვალერიან ირემაძე, ნიკოლოზ ნარსია, ენგელს ბოლოტოვი, არკადი ფედორენკო, ბორის ხასაია, ამირან ბურჭულაძე, ვლადიმერ შახნაზაროვი და სერგო გოგოშიძე.[27]
ანგარიში თბილისელებმა შეხვედრის დასაწყისშივე გახსნეს, ბურთი ვლადიმერ შახნაზაროვმა გაიტანა. მოსკოველებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს წონასწორობის აღდგენა, ბურთი ვასილი ვოლკოვმა გაიტანა. დაინიშნა დამატებითი დრო, რომელიც ვვს-ის შესამჩნევი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის 114-ე წუთზე კონსტანტინე კრიჟევსკის გადაცემის შემდეგ თბილისელთა კარში მეორე ბურთი სერგეი კორშუნოვმა შეაგდო. რამდენიმე წუთის შემდეგ იმავე კორშუნოვმა ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 3–1 ვვს-ის სასარგებლოდ. მოსკოველებმა ამ გამარჯვებით საკავშირო თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს, ხოლო ტრამვაელთა ისტორიაში აღნიშნული ტურნირის მერვედფინალში თამაში საუკეთესო მიღწევად დარჩა.[28]
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | რ | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
13.08.1951 | „დინამოს“ სტადიონი, თბ. | ტტს თბ. | „შრომითი რეზერვები“ ფრუნზე | [29] | ||||
22.08.1951 | „დინამოს“ სტადიონი, თბ. | ტტს თბ. | კბფ ტალინი | [30] | ||||
20.09.1951 | „დინამოს“ სტადიონი, მ. | ვვს მოსკოვი | ტტს თბ. | [31] | ||||
24.08.1952 | „დინამოს“ სტადიონი, თბ. | ტტს თბ. | „სპარტაკი“ აშხაბადი | [32] | ||||
25.08.1952 | „დინამოს“ სტადიონი, თბ. | ტტს თბ. | „სპარტაკი“ აშხაბადი | [33] | ||||
25.08.1954 | „დინამოს“ სტადიონი, თბ. | ტტს თბ. | ოდო თბილისი | [34] |
კონსტიტუციის თასი
რედაქტირებასსრ კავშირის კონსტიტუციის სახელობის რესპუბლიკური თასის 1954 წლის გათამაშების მერვედფინალურ შეხვედრაში ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდმა თბილისში გორის „დინამოს“ უმასპინძლა. თამაშის ძირითადი დრო ფრედ — 2–2 დასრულდა. დამატებით დროში ტრამვაელებმა მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა მოახერხეს, სტუმართა კარში 2 უპასუხო ბურთი გაიტანეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მათ ბათუმის დინამოელები დაუპირისპირდნენ, რომელთაც თავის მხრივ მერვედფინალში მახარაძის „კოლმეურნე“ სტუმრად, ანგარიშით — 2–1 დაამარცხეს.[35]
თბილისელ და ბათუმელ ფეხბურთელთა მეოთხედფინალური შეხვედრაც თბილისში გაიმართა. ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს, თუმცა შეხვედრის პირველი ნახევრის დამთავრებამდე მასპინძლებმა სტუმართა კარი ორჯერ აიღეს. შესვენების შემდეგ ტრამვაელებმა კიდევ ორი ბურთი გაუტანეს დინამოელებს, რომელთაც მხოლოდ ერთი საპასუხო ბურთის გატანა მოახერხეს და მატჩიც ტრანსპორტელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 4–2 დამთავრდა. ამრიგად, თბილისელებმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც მათსა ქუთაისის დინამოელებს შორის შეხვედრას უნდა გაერკვია თასის გათამაშების ფინალისტის ვინაობა. მანამდე კი ქუთაისელებმა მეოთხედფინალში სოხუმელ თანაკლუბელებს შინ, დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ანგარიშით — 2–1 მოუგეს.[36]
ნახევარფინალი ქუთაისში შედგა. მასპინძლებმა აღმავლობით ჩაატარეს შეხვედრა, რესპუბლიკის მოქმედ ჩემპიონს დიდი ანგარიშით — 4–1 სძლიეს და ტურნირის ფინალში გავიდნენ, სადაც რუსთავის „მეტალურგი“ დაამარცხეს და თასს დაეუფლნენ.[37]
კონსტიტუციის თასის 1955 წლის გათამაშების ფინალში თბილისელებმა ქუთაისის „დინამო“ 1–0 დაამარცხეს და პირველად გახდნენ თასის მფლობელები. რ. ქორიძის „ლელოში“ გამოქვეყნებული სტატიიდან ქუთაისელებთან მატჩის შესახებ:
„ფინალური მატჩი კონსტიტუციის თასზე ფეხბურთში გაიმართა 18 დეკემბერს. თამაშობდნენ ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდი (თბილისი) და „დინამო“ (ქუთაისი). პირველი წუთების თანაბარი ბრძოლის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს დინამოელებმა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში უტევდნენ მოწინააღმდეგეს მოედნის მთელ სიგანეზე, თავდამსხმელებს ხშირად ეხმარებოდნენ ნახევარმცველებიც, მაგრამ ტრამვაელთა გამოცდილი დაცვა და მეკარე ქაცარავა წარმატებით იგერიებდნენ იერიშებს. 43-ე წუთზე თბილისელთა კარი გოლის აშკარა საშიშროების წინაშე აღმოჩნდა: ივანოვმა 25 მეტრიდან ძლიერად გაგზავნა ბურთი კარში, ქაცარავას ნახტომმა მოუსწრო ბურთს, მაგრამ მეკარეს იგი ხელიდან გაუვარდა და იქვე მყოფმა სამმა დინამოელმა ვერ შეძლო მისი გატანა კარში. ტაიმს შედეგი არ მოუცია — 0:0. შესვენების შემდეგ ტრამვაელებმა გამოასწორეს მდგომარეობა, მაგრამ მცირე ხნით. ამ დღეს გუნდის თავდამსხმელები თამაშობდნენ უყურადღებოდ, უინიციატივოდ და ხშირად კარგავდნენ ბურთს. მატჩის ბედი გადაწყვიტა ერთადერთმა ბურთმა, რომელიც თბილისელმა ცაგარეიშვილმა გაიტანა „დინამოს“ კარში. მატჩის დამთავრების შემდეგ კონსტიტუციის სახელობის რესპუბლიკური თასი ფეხბურთში გადაეცა გამარჯვებულს — თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდს.“[38]
მილიონთა თასი
რედაქტირებაწარმატებული გამოდგა ტრამვაელთა გამოსვლა მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე წარმომადგენლობით, — მილიონთა თასის სახელით ცნობილ — ძირეული ფიზკულტურული კოლექტივების საფეხბურთო გუნდებს შორის საკავშირო თასის გათამაშებაზე.[39]
აღნიშნული თასის გათამაშება პირველად 1940 წელს გაიმართა[40] და პირველი ქართული საფეხბურთო კლუბი, რომელმაც ტურნირზე იასპარეზა იყო ბათუმის „დინამო“. ბათუმელმა ფეხბურთელებმა გათამაშების მერვედფინალური შეხვედრა ტაგანროგის „ზენიტთან“ საკუთარ მოედანზე, 1940 წლის 29 სექტემბერს ჩაატარეს, თუმცა მასპინძლებმა თავისი სადებიუტო შეხვედრა ანგარიშით 0–2 დათმეს და თასისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ.[41] აღსანიშნავია, რომ ბათუმის „დინამოს“ მეტოქემ, ტაგანროგის „ზენიტმა“ ამ მატჩის შემდეგ მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები კიდევ უფრო დამაჯერებლად მოიგო, შესაბამისად, ჯერ დნეპროპეტროვსკის „დინამოსთან“ (4–0), ხოლო შემდეგ ტაშკენტის „დინამოსთან“ (3–0) და მხოლოდ ფრედ (0–0) დამთავრებული პირველი ფინალის შემდეგ დანიშნულ განმეორებით შეხვედრაში დამარცხდა ალმა-ათის „დინამოსთან“ (1–3). ამრიგად, ალმა-ათელი ფეხბურთელები ამ თასის პირველი მფლობელები გახდნენ.[42]
ამის შემდეგ ტურნირი აღარ გამართულა და მხოლოდ 1957 წელს ჩატარდა თასის რიგით მეორე გათამაშება, რომელშიც 21 450[კომ. 11] გუნდი იღებდა მონაწილეობას.[43]
სერგო სიხარულიძის მიერ გაწვრთნილმა თბილისელმა ტრანსპორტელებმა თასისათვის ბრძოლაში ყველა მეტოქე დაამარცხეს და საპატიო ჯილდო პირველად ჩამოიტანეს თბილისში.[44][45]
მილიონთა თასის გათამაშებაში თბილისის ტტს 1957 წლის საქართველოს სსრ ჩემპიონისა და ამავე დროს თასის მფლობელის რანგში[კომ. 12] — მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო, სადაც გამანადგურებელი ანგარიშით (8–0) დაამარცხა მინსკის „ენერგია“.[46] ე. ტაბუცაძის „ლელოში“ გამოქვეყნებული სტატიიდან მინსკელებთან მატჩის შესახებ:
„ეს იყო ძირეული ფიზკულტურული კოლექტივების საკავშირო საფეხბურთო თასის მერვედფინალური მატჩი. მინსკელებმა წინა შეხვედრა ჩაატარეს მოსკოვში, სადაც ანგარიშით 1–0 დაამარცხეს დედაქალაქის თასის მფლობელი „სპარტაკის“ საკლუბო გუნდი. ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ 6 ოქტომბრის შეხვედრა ბელორუსიისა და საქართველოს თასის მფლობელთა შორის ჩაივლიდა საინტერესო, დაძაბულ ბრძოლაში. მაგრამ მატჩმა არ გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი. მასპინძელთა უპირატესობა ყოველმხრივ აშკარა იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა „ენერგიის“ მოთამაშეები დაიღალნენ და სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ მეტოქეს. ანგარიში გახსნეს სტუმრებმა. მეკარე გარეთ იყო გამოსული და ნაუმოვმა (№ 3) საკუთარ კარში გაგზავნა ბურთი — 1–0. 23-ე წუთზე იაკუშევმა მოულოდნელი დარტყმით მეორე გოლი გაიტანა, ხოლო ტაიმის დასასრულს სემიონოვმა ანგარიში სამამდე გაზარდა — 3–0. შესვენების შემდეგ „ენერგიის“ დაცვა ერთხანს ორგანიზებულად იგერიებდა ტრამვაელთა იერიშებს, მაგრამ მე-11 წუთზე სემიონოვმა თავით გაიტანა მეოთხე ბურთი. მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. თბილისელები გამუდმებით უტევდნენ მინსკელებს და ნავროზაშვილმა და იაკუშევმა კიდევ 2-2 გოლით დაამთავრეს გუნდის შეტევები. საბოლოო ანგარიშია 8–0 თბილისელთა სასარგებლოდ. ტრამვაელები მორიგ მატჩს თასზე ჩაატარებენ 22 ოქტომბერს ლენინაბადში.“[47]
ამის შემდეგ, მეოთხედფინალში ლენინაბადის „მეტალურგს“ მოუგო (4–2) და ნახევარფინალში ერევნის სკიფ-ს დაუპირისპირდა.[48] ეს მატჩი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დრამატული გამოდგა სხვა შეხვედრებს შორის. შეხვედრის მეორე ნახევრის შუა პერიოდისთვის ერევნელი ფეხბურთელები წინ იყვნენ (1–0), თუმცა თბილისელთა მონდომებამ თავისი შედეგი გამოიღო და დარჩენილ დროში ერევნელთა კარში გატანილი სამი უპასუხო ბურთის წყალობით, გამარჯვება ტრანსპორტელებს დარჩათ (3–1).[46] მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ლენინგრადის გომზ-მა[კომ. 13] ალმა-ათის „სპარტაკს“ იოლად სძლია (7–0) და თბილისელთა მსგავსად ფინალის საგზური მოიპოვა.[49]
ფინალი 3 ნოემბერს, მოსკოვის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა. ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის ბედი სოსლან ნავროზაშვილის ერთადერთმა და გამარჯვების მომტანმა გოლმა გადაწყვიტა (1–0).[46]
საფეხბურთო მიმომხილველების, სპეციალისტებისა და გულშემატკივართა საყოველთაო შეფასებით — თბილისელმა ფეხბურთელებმა დამაჯერებლად განვლეს ტურნირის ყველა ეტაპი. ამრიგად, მაღალი სათამაშო კლასისა და სამაგალითო სპორტული თავდადების გამოისობით, ქართული გუნდი დამსახურებულად გახდა მილიონთა თასის მფლობელი.[46]
საკავშირო ასპარეზზე მიღწეული წარმატებისთვის გუნდის მოთამაშეებს: თენგიზ ასლამაზოვს, რომან ბარანოვს, იური გალოიანს, თენგიზ გოჩალეიშვილს, ლავროსი დოლიძეს, ფიოდორ იაკუშევს, ვალერიან ირემაძეს, კამო კორძაძეს, იური სიმონოვს, როინ ტაბუციძეს, მიხეილ ტომარაძეს და ნიკოლოზ ცაგარეიშვილს — სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭათ.[50]
ამონარიდი ტტს-ს მიერ საკავშირო თასის მოპოვებისა და ფინალურ მატჩში მიღწეული გამარჯვების შესახებ გამოქვეყნებული „ლელოს“ სტატიიდან:
„...მატჩი თავიდანვე მეტად დაძაბულ, მწვავე ბრძოლაში მიმდინარეობდა. პირველ 45 წუთს შედეგი არ მოუცია — 0–0. შესვენების შემდეგ თბილისელთა თავდამსხმელმა ს. ნაროზაშვილმა გაიტანა გოლი, რომელმაც გადაწვიტა მატჩის ბედი ტრამვაელთა სასარგებლოდ. ანგარიშით 1–0 გაიმარჯვა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდმა. მატჩის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულს საზეიმო ვითარებაში გადაეცა ძირეული ფიზკულტურული კოლექტივების პირველი საკავშირო თასი ფეხბურთში. გათამაშების დებულების თანახმად თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდის მოთამაშეებმა მიიღეს სპორტის ოსტატის მაღალი წოდება.“[51]
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | რ | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
06.10.1957 | თბილისი | ტტს თბ. | „ენერგია“ მინსკი | [52] | ||||
22.10.1957 | ლენინაბადი | ტტს თბ. | „მეტალურგი“ ლენინაბადი | [53] | ||||
28.10.1957 | „დინამოს“ სტადიონი, მ. | ტტს თბ. | სკიფ ერევანი | [54] | ||||
03.11.1957 | „დინამოს“ სტადიონი, მ. | ტტს თბ. | გომზ ლენინგრადი | [55][56] |
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება1984 წლის 13 ოქტომბერს თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების სპორტკლუბ „სინათლის“ ინიციატივით ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს ფეხბურთელთა ძველი კოლექტივის წარმატებების აღსანიშნავად თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდისა და თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა მატჩი.[57][კომ. 17]
შემადგენლობა
რედაქტირებაშემადგენლობა 1951
რედაქტირებასერგო სიხარულიძე (მთ. მწვრთნელი). |
ვლადიმერ პოდკოვიროვი. |
მიხეილ ტომარაძე,[58] ალექსეი ორლოვი, ვალერიან ირემაძე, ანდრო კიკაბიძე. |
ნიკოლოზ ნარსია, ენგელს ბოლოტოვი, ოთარ კუჭაიძე, ალექსანდრე ჯიბლაძე. |
არკადი ფედორენკო, ვლადიმერ მიხაილოვი, ბორის ხასაია,[59] ამირან ბურჭულაძე,[60] ვლადიმერ შახნაზაროვი,[61] სერგო გოგოშიძე, მ. გაბელაია, ვაჟა მამრიკაშვილი.[62] |
შემადგენლობა 1952
რედაქტირებასერგო სიხარულიძე (მთ. მწვრთნელი).[63][12] |
გიორგი ქაცარავა,[64] მიხეილ ტომარაძე, ივანე შუდრა,[65] ვლადიმერ ბოგდანოვი,[66] ნიკოლოზ ნარსია,[67] ვლადიმერ მიხაილოვი,[68] ოთარ კუჭაიძე,[69] ფიოდორ იაკუშევი,[70] ვაჟა უჩანეიშვილი, ალექსანდრე ევჩენკო,[71] ვლადიმერ პეტროსოვი,[72] ბიძინა ტაბიძე.[73] |
შემადგენლობა 1953
რედაქტირებასერგო სიხარულიძე (მთ. მწვრთნელი).[63] |
გიორგი ქაცარავა, გ. კობახიძე, ი. სამოდუროვი, ივანე შუდრა, ვალიკო ირემაძე, ბიძინა ტაბიძე, ვლადიმერ მიხაილოვი, რ. ხარაზოვი, ვლადიმერ პეტროსოვი, ფიოდორ იაკუშევი, გივი სამსონიძე, მ. გაბელაია, ალექსანდრე ევჩენკო, ამირან ბურჭულაძე. |
შემადგენლობა 1954
რედაქტირებასერგო სიხარულიძე (მთ. მწვრთნელი).[63] |
გიორგი ქაცარავა, ვალერიან ირემაძე, ვლადიმერ პეტროსოვი, გივი სამსონიძე, ამირან ბურჭულაძე, გივი სიმონიშვილი,[74] ბიძინა ტაბიძე, მიხეილ ტომარაძე, მიხეილ ჩახუნაშვილი,[75] ვლადიმერ შახნაზაროვი, ფიოდორ იაკუშევი. |
შემადგენლობა 1956
რედაქტირებასერგო სიხარულიძე (მთ. მწვრთნელი).[63][17] |
ომაროვი, კამო კორძაძე, კახნიაშვილი, ვალერიან ირემაძე, თენგიზ გოჩალეიშვილი, რომან ბარანოვი, გიორგობიანი, ფიოდორ იაკუშევი, გომელაური, როინ ტაბუციძე,[76][კომ. 18] კ. მარგიშვილი. |
შემადგენლობა 1957
რედაქტირებასერგო სიხარულიძე (მთ. მწვრთნელი).[63][18] |
გიორგი ქაცარავა, ფიოდორ იაკუშევი, მიხეილ ტომარაძე, კამო კორძაძე, მერაბ გამყრელიძე, როინ ტაბუციძე,[76][კომ. 19] ნიკოლოზ ცაგარეიშვილი, რომან ბარანოვი, ვალერიან (ვალიკო) ირემაძე,[77] ლავროსი დოლიძე, თენგიზ ასლამაზოვი, გიორგი ხაზარაძე, კ. მარგიშვილი, ომაროვი, სერგო გოგოშიძე,[78][კომ. 20] მ. რატიანი, ა. კარაპეტიანი, გ. ბერიძე, სოსლან ნავროზაშვილი, თენგიზ გოჩალეიშვილი, იური სიმონოვი, იური გალოიანი. |
მიღწევები
რედაქტირებასაკავშირო და რესპუბლიკური ტურნირები | ||
---|---|---|
ტურნირი | ჩემპიონი/თასის მფლობელი | ვიცე-ჩემპიონი/ფინალისტი |
საქართველოს სსრ პირველობა | ||
საქართველოს სსრ თასი | ||
კონსტიტუციის თასი | ||
მილიონთა თასი | ||
თბილისის პირველობა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქურდობაძე, ალექსანდრე., ქართული ფეხბურთის ქრონიკები, თბ., 2018.
- Соскин А. М. (сост.), Всё о футболе, М.: ФиС, 1972. — გვ. 348. 448 გვ.
პერიოდიკა
რედაქტირება- ფინალში — ტტს და ქუთაისის „დინამო“ // „ლელო“, 10 აგვისტო, 1951, № 34 (475), გვ. 3.
- ტრამვაელები თამაშობენ 1/8 ფინალში // „ლელო“, 24 აგვისტო, 1951, № 36 (477), გვ. 3.
- რესპუბლიკის ჩემპიონის სახელისათვის // „ლელო“, 2 დეკემბერი, 1953, № 95 (694), გვ. 3.
- საქართველოს სსრ 1953 წლის ჩემპიონი ფეხბურთში // „ლელო“, 19 დეკემბერი, 1953, № 99 (698), გვ. 2.
- ფეხბურთის სეზონის შემდეგ // „ლელო“, 20 დეკემბერი, 1953, № 100 (699), გვ. 3.
- ქორიძე, რ., თასის ფინალში // „ლელო“, 21 დეკემბერი, 1955, № 102 (908), გვ. 3.
- ტაბუცაძე, ე., რვა „მშრალი“ ბურთი // „ლელო“, 8 ოქტომბერი, 1957, № 121 (1135), გვ. 3.
- თბილისელები გავიდნენ ფინალში // „ლელო“, 31 ოქტომბერი, 1957, № 131 (1145), გვ. 4.
- შესანიშნავი გამარჯვება // „ლელო“, 5 ნოემბერი, 1957, № 133 (1147), გვ. 2.
- უძლიერესი 21 140 გუნდს შორის // „ლელო“, 12 ნოემბერი, 1957, № 135 (1149), გვ. 3.
- თევზაძე, ნ., თასის მფლობელი ამტკიცებს თავის ოსტატობას // „ლელო“, 1 დეკემბერი, 1957, № 143 (1157), გვ. 3.
- კონსტიტუციის თასზე // „ლელო“, 15 დეკემბერი, 1957, № 149 (1163), გვ. 3.
- ცომაია, დ., 22 თებერვალს დაიწყება საქართველოს პირველობა ფეხბურთში // „ლელო“, 19 თებერვალი, 1959, № 22 (1348), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებათემატური საიტები |
---|
FC-Dynamo.ru · Footballdatabase.eu · FootballFacts.ru · Футбол СССР · История первенств CCCР среди КФК |
კომენტარები
რედაქტირება- ↑ ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდი საიტზე fc-dynamo.ru — თბილისის „ტრუდის“ სახელწოდებითაა წარმოდგენილი, როგორც საზოგადოება „ტრუდის“ გუნდი. ციტატა: „Для футболистов физкультурного коллектива Тбилисского трамвайно-троллейбусного управления путь к обладанию кубком Грузии был труден. Чтобы завоевать почетный приз, спортсменам общества «Труд» пришлось в тяжелой борьбе выиграть у команд «Медик» (Цхалтубо), «Динамо» (Гурджаани), «Динамо» (Каспи), «Колмеурне» (Кобулети). Особенно упорно прошла встреча в финале с динамовцами Кутаиси, одержавшими до этого победу над чемпионом республики – коллективом тбилисского Дома офицеров. Завоевав кубок Грузии, футболисты «Труда» были включены в число сильнейших коллективов страны, оспаривающих Кубок СССР. В первых двух турах всесоюзного розыгрыша команда «Труда» выступила успешно.“ აქვეა წარმოდგენილი გუნდის შემადგენლობაც. ციტატა: „Спортивную честь физкультурного коллектива трамвайно-троллейбусного управления защищают вратарь электрик Подковыров, защитники слесарь Томарадзе, инструктор физкультуры Орлов, мастер инструментального цеха Иремадзе, полузащитники регулятор Нарсия, работник отдела технического контроля Болотов, нападающие мастер цеха Федоренко, слесарь Хасая, заведующий складом Бурчуладзе, маляр Шахназаров, водитель троллейбуса Гогошидзе.“.
- ↑ 1959 წლის საქართველოს სსრ პირველობაზე ტტს-მ საქალაქო ტრანსპორტის მთავარი სამმართველოს გუნდის სახელით იასპარეზა (სტმს თბილისი) — იხ. პერიოდიკა (ცომაია, დ. 22 თებერვალს დაიწყება საქართველოს პირველობა ფეხბურთში // „ლელო“, 19 თებერვალი, 1959, № 22 (1348), გვ. 1).
- ↑ შენიშვნა: ალექსანდრე ქურდობაძის წიგნში „ქართული ფეხბურთის ქრონიკები“ — თბილისელთა გუნდის შემადგენლობაში მითითებულია კუჭაძე და არა კუჭაიძე, ასევე მითითებულია შ. მამრიკიშვილი და არა მამრიკაშვილი. (გვ. 132).
- ↑ შენიშვნა: ალექსანდრე ქურდობაძის წიგნში „ქართული ფეხბურთის ქრონიკები“ — თბილისელთა გუნდის შემადგენლობაში მითითებულია კუჭაძე და არა კუჭაიძე. (გვ. 137).
- ↑ ტტს (თბილისი) +:– „შრომითი რეზერვები“ (ფრუნზე) — გამოუცხადებლობა. 13 აგვისტო 1951, ორშაბათი. 1/32 ფინალი. თბილისი. // ფრუნზეს „შრომითი რეზერვების“ გუნდის გამოუცხადებლობის გამო თბილისელ სპორტსმენებს სსრ კავშირის თასის ფინალური გათამაშების პირველ ტურში მოგება ჩაეთვალათ. გაზ. „სოვეტსკი სპორტი“, 16.08.1951.
- ↑ ტტს (თბილისი) – კბფ (ტალინი) 4–0 (2–0). 22 აგვისტო 1951, ოთხშაბათი. 1/16 ფინალი. თბილისი. „დინამოს“ სტადიონი. მსაჯები: მიხეილ ედიგარიანი (ერევანი), ნ. სნეგირევი, კ. მესხი (ორივე — თბილისი). ტტს: ვლადიმერ პოდკოვიროვი, მიხეილ ტომარაძე, ალექსეი ორლოვი, ნიკოლოზ ნარსია, ვალერიან ირემაძე, ოთარ კუჭაიძე, ალექსანდრე ჯიბლაძე, ვლადიმერ მიხაილოვი, ამირან ბურჭულაძე, (?) (საიტზე FootballFacts.ru არსებული მონაცემების მიხედვით — ვაჟა მამრიკაშვილი), სერგო გოგოშიძე. შეცვლაზე გამოვიდა — მ. გაბალაძე (?). კბფ: გენადი პესტოვი, ალექსეი გრაფოვი, ანდრეი საველიევი, ივან მიტიუშინი, ლეონიდ სილიანოვი, ალექსეი ანანიევი, ალექსანდრე გორიაჩევი, იური პევცოვი, ნიკოლაი მიხაილოვი, ვალენტინ კოვალიოვი, დიმიტრი ტულერი. შეცვლაზე გამოვიდა — ნიკოლაი ჩეკანოვი (?). მთავარი მწვრთნელი — ბორის ალექსანდროვი. გოლები: 1–0 ოთარ კუჭაიძე (14), (?) (საიტზე FootballFacts.ru არსებული მონაცემების მიხედვით — ვაჟა მამრიკაშვილი) — 2, მ. გაბალაძე.
- ↑ ტტს (თბილისი) – ვვს (მოსკოვი) 1–3 (1–0, 0–1, დამ. დრო 0–2). 20 სექტემბერი 1951, ხუთშაბათი. 1/8 ფინალი. 18:00. მოსკოვი. „დინამოს“ სტადიონი. მსაჯები: ნიკოლაი ბალაკინი (კიევი), მიხაილ მოისეევი, ევგენი ბორისოვსკი (ორივე — მოსკოვი). ტტს: ვლადიმერ პოდკოვიროვი, მიხეილ ტომარაძე, ალექსეი ორლოვი, ვალერიან ირემაძე, ნიკოლოზ ნარსია, ენგელს ბოლოტოვი, არკადი ფედორენკო, ბორის ხასაია, ამირან ბურჭულაძე, ვლადიმერ შახნაზაროვი, სერგო გოგოშიძე. შეცვლაზე გამოვიდა — ანდრო კიკაბიძე (?). ვვს: მიხაილ კუდრიავცევი, ვიქტორ მეტელსკი, კონსტანტინ კრიჟევსკი, არკადი ლარიონოვი, ნიკოლაი ხოდცევი, ნიკოლაი ოვჩინნიკოვი, ვასილი ვოლკოვი, სპარტაკ ჯეჯელავა, სერგეი კორშუნოვი, ვიქტორ ფიოდოროვი, ალექსეი ანისიმოვი (ევგენი როგოვი, 75). მთავარი მწვრთნელი — გაიოზ ჯეჯელავა. გოლები: 1–0 ვლადიმერ შახნაზაროვი (8), 1–1 ვასილი ვოლკოვი (84), 1–2 სერგეი კორშუნოვი (114), 1–3 სერგეი კორშუნოვი (118).
- ↑ ტტს (თბილისი) ‒ „სპარტაკი“ (აშხაბადი) 1–1 (1–0) ანულირებულია*. 24 აგვისტო 1952, კვირა. 1/16 ფინალი. თბილისი. „დინამოს“ სტადიონი. 3 000 მაყურებელი. მსაჯები: მიხეილ ედიგარიანი (ერევანი), ს. პანდელოვი, მ. მანიკინი (ორივე — თბილისი). ტტს: გიორგი ქაცარავა, მიხეილ ტომარაძე, ივანე შუდრა, ვალერიან ირემაძე (ვ. ბოგდანოვი ?), ნიკოლოზ ნარსია, ვლადიმერ მიხაილოვი, ოთარ კუჭაიძე, ბიძინა ტაბიძე, ფიოდორ იაკუშევი, ვლადიმერ პეტროსოვი, ა. ევჩენკო. „სპარტაკი“: ვლადიმერ გაგინი, ვლადიმერ კაპცევი, ვიქტორ კუზნეცოვი, პიოტრ ლატინი, მიხაილ მავრინი, სერგეი კუტიხინი, მიხაილ ბორკინი, ილია პავლიდი, ვალენტინ ეპიხინი, ორესტ გაიგაროვი, ოვეზ კოჩუმოვი. მთავარი მწვრთნელი — ლევ აბრამის ძე ოლშანსკი. გოლები: 1–0 ვლადიმერ პეტროსოვი (?), 1–1 ოვეზ კოჩუმოვი (?). გაფრთხილება: „სპარტაკი“ — ილია პავლიდი (?, მსაჯთან კამათი). * მატჩის შედეგი ანულირებულია, რადგან ცუდი ამინდის გამო ვერ მოხერხდა შეხვედრის დამატებითი დროის გამართვა. მატჩის გადათამაშება დანიშნულია მომდევნო დღეს — 25 აგვისტოს.
- ↑ ტტს (თბილისი) ‒ „სპარტაკი“ (აშხაბადი) 1–4 (1–3). 25 აგვისტო 1952, ორშაბათი. 1/16 ფინალი (24 აგვისტოს გამართული და ანულირებული მატჩის გადათამაშება). თბილისი. „დინამოს“ სტადიონი. 3 000 მაყურებელი. მსაჯები: მიხეილ ედიგარიანი (ერევანი), ოთარ ჯებაშვილი (რუსთავი), მ. მანიკინი (თბილისი). ტტს: გიორგი ქაცარავა, მიხეილ ტომარაძე, ივანე შუდრა, ვ. ბოგდანოვი, ნიკოლოზ ნარსია (სერგო გოგოშიძე, ?), ვლადიმერ მიხაილოვი, ოთარ კუჭაიძე, ა. ევჩენკო, ფიოდორ იაკუშევი, ბიძინა ტაბიძე, მ. ზაბელინი. „სპარტაკი“: ვლადიმერ გაგინი, (ბეგენჩ ბაირამოვი, ?), ვლადიმერ კაპცევი, ვიქტორ კუზნეცოვი, პიოტრ ლატინი, მიხაილ მავრინი, სერგეი კუტიხინი, მიხაილ ბორკინი, ვალენტინ ეპიხინი, ილია პავლიდი, ორესტ გაიგაროვი (ვიაჩესლავ დეინეკინი, ?), ოვეზ კოჩუმოვი. მთავარი მწვრთნელი — ლევ აბრამის ძე ოლშანსკი. გოლები: ტტს — ივანე შუდრა (?); „სპარტაკი“: მიხაილ მავრინი (?), მიხაილ ბორკინი (?), ილია პავლიდი (?), ორესტ გაიგაროვი (?). გაძევება: ტტს — ფიოდორ იაკუშევი (?, მეტოქის მიმართ უხეშობის გამო).
- ↑ ტტს (თბილისი) – ოდო (თბილისი) 0–2 (0–1). 25 აგვისტო 1954, ოთხშაბათი. 1/64 ფინალი. 17:45. თბილისი. „დინამოს“ სტადიონი. 10 000 მაყურებელი. მსაჯები: ვარლამ შავდია, დ. უშვერიძე (ორივე — თბილისი), დ. მკრტჩიანი (?). ტტს: გიორგი ქაცარავა, გივი სიმონიშვილი, მიხეილ ტომარაძე, ვალერიან ირემაძე, ბიძინა ტაბიძე, ფიოდორ იაკუშევი, მიხეილ ჩახუნაშვილი, ვლადიმერ შახნაზაროვი, ვლადიმერ პეტროსოვი, გივი სამსონიძე, ამირან ბურჭულაძე (კ). ოდო: რაფაელ მატევოსიანი, თენგიზ კუბლაშვილი, შალვა ჭრელაშვილი, აკაკი ხურციძე (კ), მერაბ გამყრელიძე, შოთა გოგილაშვილი, სტეფან საბო, ედუარდ დალაქიანი (დოდიკ ხუნდაძე, ?), დიმიტრი პოდლესნი, ანატოლი ნორაკიძე, ბორის კოვერზნევი. მთავარი მწვრთნელი — ნესტორ იოსების ძე ჩხატარაშვილი. გოლები: 0–1 ბორის კოვერზნევი (?), 0–2 ანატოლი ნორაკიძე (?).
- ↑ Regional-Football.ru-ს საიტზე მითითებულია 21 145 გუნდი — იხ. წყარო: Кубок СССР по футболу среди КФК 1957 год (21 145 команд), ხოლო „ლელოს“ სტატიაში მითითებულია 21 140 გუნდი — იხ. სტატია: უძლიერესი 21 140 გუნდს შორის // „ლელო“, 12 ნოემბერი, 1957, № 135 (1149), გვ. 3.
- ↑ ფინალურ მატჩში ტტს-მ თბილისის „დინამოს“ სტადიონზე 1957 წლის 23 აგვისტოს მინიმალური ანგარიშით (1–0) დაამარცხა მახარაძის „კოლმეურნე“ და უფლება მოიპოვა საკავშირო თასის გათამაშებაში გამოსულიყო.
- ↑ «ГОМЗ» Ленинград (ГОМЗ — Государственный оптико-механический завод).
- ↑ FootballFacts.ru-ს საიტზე მატჩის გამართვის თარიღად მითითებულია 08.10.1957. — იხ. წყარო, ხოლო „ლელოში“ გამოქვეყნებული ე. ტაბუცაძის სტატიის მიხედვით შეხვედრა შედგა 6 ოქტომბერს. — იხ. პერიოდიკა (ტაბუცაძე, ე. რვა „მშრალი“ ბურთი // „ლელო“, 8 ოქტომბერი, 1957, № 121 (1135), გვ. 3).
- ↑ FootballFacts.ru-ს საიტზე მატჩის გამართვის ადგილად მითითებულია თბილისი. — იხ. წყარო, ხოლო „ლელოში“ გამოქვეყნებული ე. ტაბუცაძის სტატიის მიხედვით — ლენინაბადი. — იხ. პერიოდიკა (ტაბუცაძე, ე. რვა „მშრალი“ ბურთი // „ლელო“, 8 ოქტომბერი, 1957, № 121 (1135), გვ. 3).
- ↑ ფინალური მატჩის შესახებ ორი სტატია გამოქვეყნდა გაზეთ „სოვეტსკი სპორტის“ ფურცლებზე, 1957 წლის 3 და 5 ნოემბერს. ამონარიდი გაზეთ „სპორტივნიე იგრის“ იმავე წლის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული ფინალური მატჩისადმი მიძღვნილი სტატიიდან: „როგორც თბილისში ამბობენ, გუნდის მშობლიურ ქალაქში დაბრუნების დღეს ქალაქის ყველა ტრამვაიმ და ტროლეიბუსმა შეცვალა მარშრუტი და სარკინიგზო სადგურისკენ დაიძრა, რათა დახვედროდნენ თავიანთ ფეხბურთელებს. ასეა, თბილისში უყვართ ფეხბურთი, აფასებენ კარგ ხუმრობას და იციან გამარჯვებულების დაფასება“.
- ↑ აღნიშნულ მატჩში თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: ს. კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რ. ძოძუაშვილი, ვ. ჭელიძე, ი. სარჯველაძე, ა. ილიადი, ზ. კალოევი, ს. მეტრეველი, გ. გაგუა, ლ. ნოდია და სხვ. ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდის ვეტერანთა შემადგენლობაში მოედანზე გამოვიდნენ: გუგუშვილი, ნემსაძე, მეტრეველი, სიმონიშვილი, ვარდოსანიძე, ცაგარეიშვილი, ლორია, კერესელიძე, აივაზოვი, სუხაშვილი, შუბითიძე და სხვანი.
- ↑ შენიშვნა: ალექსანდრე ქურდობაძის წიგნში „ქართული ფეხბურთის ქრონიკები“ — თბილისელთა გუნდის შემადგენლობაში მითითებულია ტაბუცაძე და არა ტაბუციძე. (გვ. 163).
- ↑ შენიშვნა: ალექსანდრე ქურდობაძის წიგნში „ქართული ფეხბურთის ქრონიკები“ — თბილისელთა გუნდის შემადგენლობაში მითითებულია რეზო ტაბუცაძე და არა როინ ტაბუციძე. (გვ. 170).
- ↑ შენიშვნა: ალექსანდრე ქურდობაძის წიგნში „ქართული ფეხბურთის ქრონიკები“ — თბილისელთა გუნდის შემადგენლობაში მითითებულია ს. გაგოშიძე და არა ს. გოგოშიძე. (გვ. 170).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Сихарулидзе Сергей Васильевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 Erlan Manaschev, Hans Schöggl and Karel Stokkermans. (9 ივნისი, 2021) Georgia - List of Champions. RSSSF. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ТТУ Тбилиси. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Кубок Грузии (1944–2019). FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ 5.0 5.1 ფეხბურთი. ორი ტურნირი // „ლელო“, 30 დეკემბერი, 1949, № 26 (388), გვ. 4.
- ↑ 6.0 6.1 ფეხბურთი. ორი ტურნირი // „ლელო“, 30 დეკემბერი, 1949, № 26 (388), გვ. 4.
- ↑ 7.0 7.1 7.2 გონელი, ა., საქალაქო შეჯიბრება // „ლელო“, 20.07.1951, № 30 (471), გვ. 3.
- ↑ ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 126
- ↑ 9.0 9.1 საქართველოს პირველობა // „ლელო“, 19 ოქტომბერი, 1951, № 44 (485), გვ. 3.
- ↑ 10.0 10.1 ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 132
- ↑ საქართველოს პირველობა. გათამაშების ცხრილი, I ჯგუფი // „ლელო“, 19 ოქტომბერი, 1951, № 44 (485), გვ. 3.
- ↑ 12.0 12.1 12.2 ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 137
- ↑ ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 144
- ↑ ფეხბურთის სეზონის შემდეგ // „ლელო“, 20 დეკემბერი, 1953, № 100 (699), გვ. 3.
- ↑ 15.0 15.1 ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 150
- ↑ ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 155
- ↑ 17.0 17.1 17.2 ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 163
- ↑ 18.0 18.1 ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 170
- ↑ ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 177
- ↑ ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 183
- ↑ ცომაია, დ., 22 თებერვალს დაიწყება საქართველოს პირველობა ფეხბურთში // „ლელო“, 19 თებერვალი, 1959, № 22 (1348), გვ. 1.
- ↑ «Труд» Тбилиси 4–3 «Динамо» Кутаиси. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ქორქია, ბ., თასი ტრამვაელებმა მოიგეს // „ლელო“, 17.08.1951, № 35 (476), გვ. 3.
- ↑ «Труд» Тбилиси 2–0 «Динамо» Батуми. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ „"Труд" (Тбилиси) 4–0 КБФ (Таллин)“. fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ ტრამვაელები თამაშობენ 1/8 ფინალში // „ლელო“, 24.08.1951, № 36 (477), გვ. 3.
- ↑ „"Труд" (Тбилиси) 1–3 ВВС (Москва)“. fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ სსრ კავშირის თასზე ფეხბურთში // „ლელო“, 21 სექტემბერი, 1951, № 40 (481), გვ. 3.
- ↑ "Труд" (Тбилиси) +:– "Трудовые Резервы" (Фрунзе). ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ "Труд" (Тбилиси) 4–0 КБФ (Таллин). fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ "Труд" (Тбилиси) 1–3 ВВС (Москва). fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ТТУ (Тбилиси) 1–1 "Спартак" (Ашхабад). ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ТТУ (Тбилиси) 1–4 "Спартак" (Ашхабад). ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ТТУ (Тбилиси) 0–2 ОДО (Тбилиси). fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ კონსტიტუციის თასზე // „ლელო“, 24 ნოემბერი, 1954, № 94 (796), გვ. 4.
- ↑ კონსტიტუციის თასზე // „ლელო“, 28 ნოემბერი, 1954, № 95 (797), გვ. 4.
- ↑ მატჩი არ დამთავრდა // „ლელო“, 8 დეკემბერი, 1954, № 98 (800), გვ. 3.
- ↑ 38.0 38.1 ქორიძე, რ., თასის ფინალში // „ლელო“, 21.12.1955, № 102 (908), გვ. 3.
- ↑ Кубок СССР среди команд КФК. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Кубок СССР среди команд КФК 1940. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ «Динамо» Батуми 0–2 «Зенит» Таганрог // Кубок СССР среди команд КФК 1940 // 1/8 финала. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ «Динамо» Алма-Ата 3–1 «Зенит» Таганрог // Кубок СССР среди команд КФК 1940 // Финал. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Одна из 22 тысяч. Football99.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-02. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ 44.0 44.1 გელაშვილი, ო., საუკეთესოთა ხვედრი // „ლელო“, 25.10.1969, № 209 (3948), გვ. 2.
- ↑ 45.0 45.1 Победители розыгрыша Кубка СССР футболисты Трамвайно-троллейбусного управления Тбилиси. Football99.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ 46.0 46.1 46.2 46.3 Кубок СССР по футболу среди КФК 1957 год. Regional-Football.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-27. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ტაბუცაძე, ე., რვა „მშრალი“ ბურთი // „ლელო“, 08.10.1957, № 121 (1135), გვ. 3.
- ↑ ნახევარფინალში // „ლელო“, 24 ოქტომბერი, 1957, № 128 (1142), გვ. 3.
- ↑ თბილისელები გავიდნენ ფინალში // „ლელო“, 31.10.1957, № 131 (1145), გვ. 4.
- ↑ Новые мастера футбола. Football99.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ შესანიშნავი გამარჯვება. თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდმა მოიპოვა საკავშირო თასი // „ლელო“, 5 ნოემბერი, 1957, № 133 (1147), გვ. 2.
- ↑ ТТУ Тбилиси 8–0 «Энергия» Минск // Кубок СССР среди команд КФК 1957 // 1/8 финала. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ТТУ Тбилиси 4–2 «Металлург» Ленинабад // Кубок СССР среди команд КФК 1957 // 1/4 финала. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ТТУ Тбилиси 3–1 СКИФ Ереван // Кубок СССР среди команд КФК 1957 // 1/2 финала. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ТТУ Тбилиси 1–0 «ГОМЗ» Ленинград // Кубок СССР среди команд КФК 1957 // Финал. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 167
- ↑ ვეტერანთა საინტერესო მატჩი // „ლელო“, 13 ოქტომბერი, 1984, № 195 (7756), გვ. 3.
- ↑ Томарадзе Михаил Ясонович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Хасая Борис Николаевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Бурчуладзе Амиран Алексеевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Шахназаров Владимир Георгиевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Мамрикашвили Важа Шалвович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ 63.0 63.1 63.2 63.3 63.4 Соскин А. М., 1972, გვ. 348
- ↑ Кацарава Георгий Михайлович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Шудра Иван Петрович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Богданов В.. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Нарсия Николай Исмаилович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Михайлов Владимир Ильич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Кучаидзе Отари Николаевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Якушев Фёдор Алекс.. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Евченко А.. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Петросов Владимир Алекс.. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Табидзе Бидзина Акакиевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Симонишвили Гиви Алекс.. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Чахунашвили Михаил Григорьевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ 76.0 76.1 Табуцидзе Роин. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Иремадзе Валериан. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Гогошидзе Сергей Парменович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ფინალში — ტტს და ქუთაისის „დინამო“ // „ლელო“, 10.08.1951, № 34 (475), გვ. 3.
- ↑ Кубок Грузинской ССР 1959 · Финал. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ჩემპიონი — თასის მფლობელი // „ლელო“, 9 დეკემბერი, 1949, № 23 (385), გვ. 2.
- ↑ „"Труд" (Тбилиси) 1–3 ВВС (Москва)“. fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Протоколы кубка СССР 1951 года ТТУ (Тбилиси). ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Soviet Union Cup 1951. RSSSF. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ Кубок СССР 1951. WildStat.ru. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- ↑ ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 166