ტოდი (ლათ. Todus) — ფრინველთა გვარი ტოდისებრთა (Todidae) ოჯახისა. მასში თავმოყრილია ხუთი სახეობა, რომელთა უმრავლესობაც დიდი ანტილის კუნძულების ენდემური ფრინველებია. მათ ცხოვრება ნებისმიერ სიმაღლეზე შეუძლიათ, დაწყებული ზღვის დონეზე 50 მეტრით დაბლა, დამთავრებული ზღვის დონიდან 3000 მეტრით. ურჩევნიათ ადგილები გადახლართული ტოტებითა და ლიანებით, რაც დაკავშირებულია ტოდის იშვიათ გადაფრენებთან 1-2 მეტრის მანძილზე. მათთვის საცხოვრებლად საყვარელი ადგილია ყავის დაჩრდილული პლანტაციები, სადაც ყავის ბუჩქები მაღალი ფოთლოვანი ხეების ჩრდილში იზრდებიან.

ტოდი
იამაიკური ტოდი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ყაპყაპისნაირნი
ოჯახი:  ტოდისებრნი
გვარი:  ტოდი
ლათინური სახელი
Todus
გავრცელება

პატარა ფრინველებია, საშუალო სიგრძით 10–11 სანტიმეტრითა და მასით 4,3–10,2 გრამი. გააჩნიათ ღია მწვანე საფარველი სხეულის ზედა ნაწილზე და თეთრი გული ვარდისფერი გვერდებით, ღია წითელი საყელოთი და ყვითელი ფერის კუდის ქვედა ნაწილით. მათთვის დამახასიათებელია გრძელი გაბრტყელებული ნისკარტი წვრილი კბილაკებით ზედა ნაწილის ზღვარზე, რაც ეხმარებათ მტკიცე მწერების (ტოდის ძირითადი საკვები) გაჭყლეტაში. ტერიტორიის დასაცავად ზანზალაკის მსგავს ხმას გამოსცემენ ფრთების საშუალებით. ბუდობენ ძირითადად ფუღუროებში, რომლებსაც ნისკარტითა და ფეხებით თხრიან, ამიტომ ტოდის კარგად განვითარებული ფრონტალური თითები აქვს.

საერთო დახასიათება

რედაქტირება

ტოდი — მრგვალი ფორმის ფრინველი, მსხვილი თავიდა და შედარებით გრძელი ნისკარტით. საშუალოდ მათი სიგრძე წარმოადგენს 10—11 სმს (1914 წლის შეფასების მიხედვით — 87—110 მმ, მასა — 4,3—10,2 გრ. ტოდის აქვს ბრწყინავი ღია მწვანე ფერის საფარველი სხეულის ზედა ნაწილზე, ფრთებსა და კუდზე, თეთრი საფარველი ღია წითელი ლაქით სხეულის ქვედა ნაწილში, ამგვარი ნიშანი არ აქვს ახალგაზრდა ფრინველს. კუდქვეშა ბუმბული ყვითელია, გვერდები — ვარდისფერი, ფერის ინტესივოდა ტოდის გვარზეა დამოკიდებული.

ტოდის ფრთები მოკლე და მომრგვალებულია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ფრინველი მუდმივად ერთ ადგილზე ცხოვრებს და არც შორ მანძილზე დაფრინავს [1]. ჩვეულებრივ ყველაზე გრძელია მეშვიდე და მერვე ბულბული; მეცხრე ბულბული მეხუთეზე მოკლეა, ზოგჯერ მეექვსეზეც; მეათე — გარეგანის — ბულბული მაქსიმალური სიგრძის თითქმის მეოთხედს წარმოადგენს. ამასთანავე ფრთის სიგრძე დაკავშირებულია ნადირობისას გადაფრენის საშუალო ხანგრძლივობაზე; ფართონისკარტიანი ტოდის, რომლის ფრთის ზომა 50.3ია, გააჩნია ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარი — 2,2 მეტრი. მას ეკუთვნის რეგისტრირებული ყველაზე გრძელი ფრენა — 40 მეტრი. სხვა სახის ტოდის მოკლე ფრთები ახასიათებს, 42,8—46 მმ, ხოლო მათი მაქსიმალურად ფრენის სიგრძე 0,8—1,5 ან 7—26 მეტრია, შესაბამისად.ფრინველის კუდს მომრგვალებული ბოლო აქვს, მისი სიგრძე ფრთის ორი მესამიდიდან სამ მეოთხედამდეა.

წლის განმავლობაში, უფროს ფრინველებში ფერის ცვლა არ აღინიშნება. როგორც ჩანს, მოლიტების გამოკვლევა მხოლოდ იამაიკური ტოდისთვის ჩატარდა, რამაც აჩვენა, რომ გამრავლების სეზონის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, ფრინველი ბუმბულს იცვლის. ამასთანავე, ყველა საფრენი ბულბული იცვლება ოქტომბრის ბოლომდე, ხოლო დანარჩენი კიდევ ორი თვის განმავლობაში.

ტოდის ნისკარტი გრძელი, სწორი და ოდნავ მიტყეპნილია, ორჯერ მოკლეა ფრთის სიგრძეზე. სახეობის უმრავლესობას ფართო ნისკარტი აქვს, მომრგვალებული დაბოლოებით, მისი სიგანე ნესტოების ადგილას ორჯერ ფართოა ვიდრე სისქე. გამონაკლისია წვრილნისკარტა ტოდი. ჩვეულებრივ, ნისკარტის დაბოლოება წითელი ფერისაა, ხოლო ზედა შავი. ტოდის ნისკარტის ზედა ნაწილი არაა ღრმა იმისათვის, რომ ჩამოხსნას მწერები ფოთლებიდან, აქვს კბილაკები, რომელთა საშუალებითაც მტკიცე მწერებს ტეხს. ნისკარტის სიგრძე, ნესტოებიდან, მერყეობს 12,3—14,3 მმის დიაპაზონზე, ნესტოების რაიონში სიგანე 3,9—5,4 მმია, სიმაღლე — 2,1—3,7 მმ. ყველაზე პატარა ნისკარტი კუბურ ტოდის აქვს, ყველაზე დიდი — ფართონისკარტიანს.

ფეხები თითქმის იგივე სიგრძისაა, რაც ნისკარტი, ბრჭყალიან შუათითზე გრძელი. გარე თითი ოდნავ მოკლეა შუაზე, შიდა — უფრო მოკლე; ცერა თითი თითქმის იგივე სიგრძისაა, რაც შიდა. ყველა ფრონტალური თითი სათითაოდ დაკავშირებულია ერთმანეთთან — რაც დამახასიათებელია ყველა სახის ყაპყაპისნაირისთვის, რადგანაც საჭიროა ფუღუროს ამოთხრისთვის. ბრჭყალები დიდი, ბასრი და ძალიან მომრგვალებულია. გარდა ამისა, ტოდის ფეხები ადაპტირებულია პატარა ტოტებზე მოსათავსებლად.

მთლიანობაში სქესობრივი დიმორფიზმი არ არსებობს, თუმცა შეიმჩნევა კორელაცია სქვსსა და ირისის ფერს შორის. ყველაზე მეტად ეს პუერტო-რიკოელ ტოდიშია გამოხატული, ამ დროს კუნძული გაიტის ტოდის ირისის ფერი სახეობასთანაა დაკავშირებული, ხოლო კუბური ტოდის — ასაკთან.

ვოკალიზაცია

რედაქტირება

ტოდი ასრულებს მარტივ სიმღერებს, მათი ვოკალიზაციის სინოგრამა ერთ-ერთი ყველაზე მარტივია ავიფაუნიდან. გამონაკლისია კუბური ტოდი, რომლის სიმღერაც ოთხი მარცვლისგან შედგება. ამის გარდა, ტოდის შეუძლია ყელის ხმების გამოცემა. წვიმისას ვოკალიზაცია ისევე, როგორც მთლიანობაში აქტიურობა მცირდება. ყველაზე ჩუმ სახეობად იამაიკური ტოდი ითვლება[2].

ჩვეულებრივ ტოდი უხმოდ დაფრინავს, მაგრამ ტერიტორიის დასაცავად შეუძლიათ დამახასიათებელი ხმის გამოცემა ფრთებით. ადრე ითვლებოდა, რომ ეს ხმა დაკავშირებულია ბუმბულების ოდნავ მოდუნებასთან, თუმცა დაწვრილებითი გამოკვლევისას გაირკვა რომ მას არ აქვს არც სიმტკიცე, არც სიგანე. ამასთანავე საკმაოდ მაღალი ხმა არ ექვემდებარება ჩაწერას და ძლიერ დამოკიდებულია ამინდის ცვლაზე: მზიან დღეებში უკეთესად ისმის, ვიდრე მოღრუბლულ ან წვიმიან. ეს ხმა ზანზალაკებს ჰგავს, ხმას, რომელსაც ფრინველები ყელით გამოსცემენ. მისი მოსმენა ყველაზე ხშირად გამრავლების სეზონზე ტერიტორიისთვის კამათისას ან საძმო თამაშებისას შეიძლება.

პირველად ფრთების მიერ გამოცემული ხმა 1943 წელს ამერიკელმა ჰერპეტოლოგმა ტომას ბარბუმმა აღწერა:

ტოდი — ეს ძალიან მცირე არსება, ინგლისურ ბეღურაზე Passer domesticusზე პატარაა,… და ყოველ გადაფრენაზე მათი ფრთები ხმაურობს, როგორც გიგანტური კალია.

ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)

The todies are tiny verdigris busybodies, far smaller than an English Sparrow [Passer domesticus]… and as they make each foray their wings snap like those of a giant grasshopper at each takeoff.

გავრცელება

რედაქტირება

ტოდი ბინადრობს დიდი ანტილის კუნძულებზე. სამი სახის არიალი არ იკვეთება: კუბური ტოდი ბინადრობს კუბის კუნძულზე (ასევე მეზობელ კუნძულზე ხუვეტუნდზე), პუერტო-რიკონული — პიერტო-რიკოს კუნძულზე, იამაიკური — იამაიკის კუნძულზე და მხოლოდ წვრილნისკატრა და ფართონისკარტა ტოდი ჰაიტის კუნძულზე, კუნძულის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, შესაბამისად. ფართონისკარტიანი ტოდი გონავის ნახევარკუნძულზეც გვხვდება.

[3].

სახეობა
ქართული
მეცნიერული სახელი
სურათი ახსნა გავრცელება
კუბური ტოდი   საშუალო სიგრძე — 10—11 სმ; მასა — 4,3—8,5 კგ. ლურჯი ყელით და სტაფილოსფერი ლაქით. კუბას კუნძულები, ჰუვენტუდი, მცირე კუნძულები კუბის ჩრდილოეთ ნაწილში.
წვრილნისკარტა ტოდი   საშუალო სიგრძე — 11 სმ; მასა — 5,2—9,0 კგ. დამახასიათებელია წვრილი ნისკარტი სხვა ყვყელა სახეობასთან შედარებით. კუნძული ჰაიტის დასავლეთი ნაწილი.
ფართონისკარტა ტოდი   საშუალო სიგრძე — 11—12 სმ; მასა — 7,0—10,2 კგ. ფართონისკარტა ტოდის მიერ გამოცემული ხმა ანსხვავებს მას წვრილნისკარტასგან. ჰაიტისა და გონას აღმოსავლეთი ნაწილი.
იამაიკური ტოდი   საშუალო სიგრძე — 9—10,8 სმ; მასა — 5,5—7,2 კგ. ყველაზე ჩუმი ტოდი. კუნძული იამაიკა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. HBW Alive: Family Todidae, Morphological Aspects.
  2. HBW Alive: Family Todidae, Voice.
  3. HBW Alive: Family Todidae, Species table.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტოდი&oldid=4685767“-დან