დიაპაზონი არის მანძილი ყველაზე დაბალ და ყველაზე მაღალ ბგერებს შორის. დიაპაზონი სასიმღერო ხმის ან საკრავის ბგერითი მოცულობაა.

დიაპაზონის მიხედვით, ადამიანის ხმები შემდეგნაირად იყოფა:

სიმაღლე ქალთა ხმები მამაკაცთა ხმები
მაღალი სოპრანო ტენორი
საშუალო მეცო-სოპრანო ბარიტონი
დაბალი კონტრალტო ბანი

ადამიანის ზოგიერთ ხმას აქვს საკუთარი ხასიათობრივი ელფერი ან ტექნიკურისაკენ მიდრეკილება, მისწრაფება ან მეტი ჟღერადობისაკენ ან დრამატიზმისა და დაძაბულობისკენ. ამისდა მიხედვით განარჩევენ ლირიკულს ან კოლორატიულ (ანუ ტექნიკურს) სოპრანოს, დრამატულ სოპრანოს და დრამატულ ბარიტონს, ლირიკულ ტენორს ან ლირიკულ მეცო-სოპრანოს და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება