ტიფლისი (ეპიზოდების სია)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ტიფლისი (ეპიზოდების სია)}} |
აქ წარმოდგენილია სატელევიზიო სერიალ „ტიფლისის“ ეპიზოდების სია.
პირველი სეზონი
რედაქტირებასათაური | ეპიზოდის # | შინაარსი |
---|---|---|
მკვდრების დასი | 1 | პირველ სერიაში ავტორები გვაცნობენ დანაშაულის ძირითად ფაქტებს, ისტორიის ძირითად მონაწილე გმირებსა და სოციალურ ფენებს. XIX საუკუნის ტიფლისის `გაცოცხლებული სურათები”, რამდენიმე შრისგან შედგება. ეს არის `ამბავი პერიფერიიდან”, სადაც, ძირითადად, ტყეში გავარდნილი ყაჩაღების შესახებ მოგვითხრობენ, ინტელიგენცია, რომელიც იყოფა ორ შრედ: პატრიოტები და დამნაშავეები, გამოძიების პროცესი, რომელშიც ორი მეძებარი და ჟურნალისტია ჩართული... |
ცხელ კვალზე | 2 | “ტიფლისის” პირველ სერიაში გამოკვეთილი რამდენიმე სიუჟეტური ხაზი მეორეში ნელ-ნელა ვითარდება, ცოცხლდება. წინა პლანზე გამოდის არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკური პროცესები, არამედ მორალურ-ზნეობრივი პრობლემებიც.
ბატონ-ყმობის პერიოდი, უსამართლობითა და ქაოსით მართული საზოგადოება, სადაც ნებისმიერი დანაშაული პანიკურ შიშსა და დაუცველობის სინდრომს იწვევს _ სწორედ ეს არის ტიფლისის რეალური სახე. ორ კლანს შორის ძალაუფლების გადანაწილების რთული პროცესი ავტორებისთვის არა ერთი ინტრიგის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ორბელიანების და ამილახვრების კლანები სრულიად განსხვავებული ორიენტირებით ხელმძღვანელობენ... |
მიწისქვეშა სტამბა | 3 | “ტიფლისის” ავტორები ცდილობენ დაანგრიონ საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულება ძველი ქალაქის ცხოვრების მიმართ. აქ არ არიან ყარაჩოღელები, კინტოები, ბაზრის მოვაჭრეები და ხელოსნები, თავისი ჟივილ-ხივილითა და ხმამაღალი შეძახილებით, როგორც მიხეილ ჭიაურელის ცნობილ ფილმში “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”. ეს ევროპული ყაიდის ძველი ქალაქია, სადაც იტალიური ოპერა, თეატრი, სალონური ტიპის წვეულებები, საროსკიპოები მოსახლეობის ძირითად გასართობ, თავშეყრის ადგილად ქცეულა...[1] |
ყაჩაღები ვახშამზე | 4 | “ტიფლისში” დანაშაულის, სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფლებისთვის ბრძოლაში გადაიზრდება. სერიალის ავტორები საქართველოში ამ პროცესების ძირითად ასპარეზად “იატაქვეშეთს” განიხილავენ. სწორედ ამაზე მეტყველებს ტყეში გავარდნილი ყაჩაღების, ორბელიანების ოჯახისა და პოლიცილების გაერთიანება ამილახვართა დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ... |
პორტო ფრანკო | 5 | სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავეთა დასჯის სურვილი და მოთხოვნა მე-5 სერიის ძირითად თემად იქცა. საზოგადოების მიერ წამოყენებული პროტესტი ხელისუფლებას აიძულებს იმოქმედოს და დაწყებულ „ომში“ ჩაებას. ,ტიფლისის” მე-5 სერიაში, ავტორები სხვა სერიებიდან განსხვავებით ცდილობენ, თხრობაში შეიტანონ ის პრობლემები, რომელიც დღესაც აქტუალურია, იმსჯელონ, განიხილონ, დააფიქსორონ გარკვეული პოზიცია. სამყაროში, სადაც კანონი არ არსებობს, ქაოსია – ამბობს ქალაქის თავი და სწორდ, ამ ქაოსის წინააღმდეგ იწყებს მოძრაობას საზოგადოებაც და პოლიციაც... |
ხანძარი | 6 | ქალაქში არსებული რთული კრიმინოგენული, სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია, მოქალაქეების პროტესტი პოლიციას აიძულებს აქტიურად ჩაერთოს უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალაქი ორად იხლიჩება. დაპირისპირება ორ კლანს შორის აშკარა ხდება. ირველი სეზონის დამამთავრებელ მე-6 სერიაში ავტორები ცდილობენ, ძირითადად გამოკვეთონ ის მიმართულებები, რომელიც შემდეგ სეზონში ჰპოვებს განვითარებას. იკვეთება ორ კლანს შორის მკვეთრი შეჯახების პერსპექტივა, რომელიც მაყურებელს დიდ თავგადასავლებს ჰპირდება, ასევე საქართველოში აჯანყების დაწყების პერსპექტივაც... |
გასროლა | 7 | ამილახვარი და გრიგოლი ოსმალ ვაჭარს შეხვდებიან, რომელიც მათ ტიფლისში დაბრუნებას მოუწოდებს და თანაც შეპირდება, რომ მატინოვი ცოცხალი აღარ დახვდებათ. აქვე გაიცნობენს დიმიტრი სოროკინს. ასეც მოხდება, მატინოვს მოწამლავენ. ორბელიანის ოჯახში წვეულებისთვის ემზადებიან. ანატოლი, რომელიც გაზეთს კითხულობს წააწყდება ცნობას, რომელშიც ნათქვამია, რომ დაიწვა გორის სემინარია და დაიღუპა სტუდენტი იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი)... |
გალერეა
რედაქტირება-
ნატო გაგნიძე ქეთევანის როლში
-
გოგა ბარბაქაძე არჩილ ორბელიანის როლში
-
გიორგი გიორგანაშვილი სისოს როლში
-
გოგა ბარბაქაძე არჩილ ორბელიანის როლში
მთავარ როლებში
რედაქტირებამსახიობი | გმირი | შენიშვნა |
---|---|---|
კახა კინწურაშვილი | ლუკა მაისურაძე - აბრაგი | |
გოგა ბარბაქაძე | არჩილ ორბელიანი - თავადი. | |
გიორგი ცაავა | ქიარიმა - აბრაგი, ლუკას მეგობარი | |
თორნიკე გოგრიჭიანი | კიტა - დეტექტივი. | |
გიორგი გიორგანაშვილი | სისო - დეტექტივი. | |
იმედა არაბული | ლევან ამილახვარი - თავადი. | |
ნატალია გაგნიძე | ქეთევან ორბელიანი - არჩილ ორბელიანის და. | |
ამირან კაჩიბაია | ცხვირა - ჩხუბობს ფულისთვის. | |
ზაზა კოლელიშვილი | ჟურნალისტი - მუშაობს გამომცემლობაში. | |
მიშა გომიაშვილი | ლევან ამილახვრის მამა | |
ჯანო იზორია | გრიგოლი - თავადი,ამილახვრის მეგობარი | |
ბაჩუკი დოღონაძე | იასონა - იმერელი აბრაგი, ლუკას მეგობარი |
როლებში
რედაქტირებაპირველ სეზონში მონაწილეობენ
- ნატუკა გულისაშვილი - საროსკიპოს მფლობელი
- ალეკო ბეგალიშვილი - გლეხი
- თათა ედიბერიძე - ელენე ჭავჭავაძე
- მაკა შალიკაშვილი
- ნათია კვაშალი
- ლაშა კანკავა - აბრაგი
- მერაბ ჭიქაშვილი
- ნინო იოსელიანი
- გიორგი აბაშიძე
- დავით ხახიძე
- მარიამ ბოჭორიშვილი
- პაატა ჩხეიძე
- გიორგი დუნდუა
- დეა აბაკელია
- გიორგი ბერიძე
- ნიაზ ხუციანიძე
- გიორგი მაისურაძე
- გიორგი მიხიაშვილი
- სანდრო ცაავა
- სანდრო მარშანიშვილი
- თეკლა ჯავახაძე
- იოსებ ხაინდრავა
- ნიკა ქაცარიძე
- შალვა ანთელავა
- ნათია კევლიშვილი
- ნანიკო კვარაცხელია
- დიმიტრი სიმონოვი
- სალომე ლაფერაძე
- ნათია კუპატაძე
- ნინო მუმლაძე
მეორე სეზონი
რედაქტირებასათაური | ეპიზოდის # | შინაარსი |
---|---|---|
ციმბირი | 1 | მეორე სეზონის პირველი სერია მატარებელში იწყება. ლუკას ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. მატარებელში მან რამდენიმე ათეული კვირა გაატარა. გაიცნო მოხუცი ადამიანი, რომელიც ბოლომდე ბრძოლას მოუწოდებს, მაგრამ ჩასვლამდე დაიღუპება. ციმბირში ჩასული ლუკა აღმოაჩენს, რომ აქაც მმართველობა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. არიან დაჯგუფებები, რომელთაც ძალაუფლებები გადანაწილებული აქვთ. ზედამხედველი კი ფსიქიკა შერყეული ადამიანია, რომელიც იმპერატორის ქებით და სახელით მოქმედებს. ლუკა ნიკო მხეიძის სახელით მოხვდა ციმბირში. პირველსავე დღეს ყოფილ აბრაგთან მისავე გასაცნობად მივა "ბანდა", თუმცა ის ყურადღებას არ მიაქცევს და ამით გააღიზიანებს. ლუკა და მისი მეგობარი მათე იჩხუბებენ, მაგრამ მძიმედ დაშავდებიან. ექიმთან მათე შეხვდება გოგოს, რომელიც მაშინვე შეუყვარდება. ამ დროს ლუკას ნაცნობი ნოე ზედამხედველ კობას ყველაფერს მოუყვება აბრაგის შესახებ, რათა წამალი მიიღოს. ბიჭების გამოსვლისთანავე მათთან კიდევ მივა ბანდა, თუმცა ამჯერად ლუკას და მათეს უცნობები დაეხმარებიან და ამგვარად გადარჩებიან. მეგობრებს ციხეში ჩასვამენ. იქ მათ ციმბირელი პაპა დახვდებათ, რომელიც დახმარებას და მოკავშირეობას შესთავაზებს. ასევე გააფრთხილებს, რომ ახლადგაცნობილი ნოე ჩამშვებია და არაა სანდო ადამიანი. |
გამქრალი ოქრო | 2 | |
საიდუმლო | 3 | |
გაქცევა | 4 | |
ღალატი | 5 | |
შეხვედრა | 6 | |
იარაღის არსენალი | 7 | |
შურისძიება | 8 | |
დასასრული | 9 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მაია ლევანიძე - მე–2 სერიის რეცენზია