გოგა ბარბაქაძე
გოგა ბარბაქაძე (დ. 1 თებერვალი, 1981, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.
გოგა ბარბაქაძე | |
---|---|
გოგა და ოთარ ტატიშვილი სერიალში „შუა ქალაქში“ | |
დაბადების სახელი | გოგა ბარბაქაძე |
დაბადების თარიღი |
1 თებერვალი, 1981 თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2003–დღემდე |
მეუღლე(ები) | მაია დობორჯგინიძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგოგა ბარბაქაძემ პოპულარობა მოიპოვა სერიალში „შუა ქალაქში“. 2001 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. დაოჯახებულია მსახიობ მაია დობორჯგინიძეზე. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს და მალევე დაოჯახდნენ კიდეც. ჰყავთ ორი შვილი — ბარბარე და გაბრიელი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო თავისუფალ თეატრში, ხოლო 2003 წლიდან რუსთაველის თეატრშია. გადაღებულია რამდენიმე ქართულ ფილმში, მათ შორის „დოგა-დოდა“ (2006), „იდოტოკრატია“ (2008), „თბილისური Love Story“ (2009), „ყველაფერი კარგად იქნება“ (2009), „ოცნების ქალაქი“ (2010).
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმები
რედაქტირება- 2006: „დოგა-დოდა“ რეჟ. დავით ქვარცხავა
- 2008: „იდიოტოკრატია“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- 2009:„თბილისური Love Story“ (ნიკა) რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე
- 2009: „ყველაფერი კარგად იქნება“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- 2010: „ოცნების ქალაქი“ (ვანიკო) რეჟ. დავით იმედაშვილი
- 2011: „მიდი, ძმაო, მიდი“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- 2011: „ისფაჰან – ბათუმი“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
სერიალები
რედაქტირება- „შუა ქალაქში“ (დათო) დამდგმელი რეჟ. გოჩა კორხელაური;
- „პანიკის გარეშე“ (დურმიშხანი) რეჟ. ლევან დაბრუნდაშვილი;
- „ტიფლისი“(თავადი არჩილ ორბელიანი) რეჟ. ლევან დაბრუნდაშვილი;
- „ქერჩი“ (მავნე) რეჟ. ლევან დაბრუნდაშვილი;
- „დიდი ოჯახი“ (თემური) რეჟ. გოჩა კოლხელაური
ნათამაშები როლები
რედაქტირებარუსთაველის თეატრი
რედაქტირება- „გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება“ (გელა) რეჟ. გიო მგელაძე;
- „მაგრიტის შემდეგ“ (ჰარისი) რეჟ. გიორგი თავაძე;
- „ნადირობის სეზონი“(ალე) რეჟ. რობერტ სტურუა;
- „ოლივერ“ (მისტერ სოუბერი) რეჟ. დავით საყვარელიძე;
- „სტუმარი“ (სტუმარი) რეჟ. გოშა გორგოშაძე;
- „შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“ (სერ ენდრიუ) რეჟ. რობერტ სტურუა;
- „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ (ზოგი) რეჟისორები რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე;
- „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი“ (ანგელოზი, ბატონი ვახტანგი) რეჟ. რობერტ სტურუა
- „მიზანთროპი“ (ალცესტი) რეჟ. გოშა გორგოშიძე
თავისუფალი თეატრი
რედაქტირება- „ჰამლეტი“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი;
- „პროვოკაცია“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი;
- „ვოიცეკი“ რეჟ. ანდრო ენუქიძე;
- „დონ ჟუანი“ რეჟ. ალექსი ჯაყელი.
- „აჩრდილები“ რეჟ. გიორგი შალუტაშვილი;
- „ტელე მისტერია“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი;
- „კავკასიური ცარცის წრე“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი;
- „მშვენიერი ქართველი ქალი“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი.
- „ოტელო“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი.