ტიფლისი (ტელესერიალი)

(გადამისამართდა გვერდიდან ტიფლისი (სერიალი))

„ტიფლისი“ — ქართული მრავალეპიზოდიანი სატელევიზიო დრამა. სერიალის მოქმედება XIX საუკუნის საქართველოში ხდება. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ, თავადები გავლენების სფეროებს ინაწილებენ – ვაჭრობენ ადამიანებით, აკონტროლებენ სავაჭრო გზას და ატერორებენ ხალხს. მათ წინააღმდეგ ტყეში გავარდნილი ყაჩაღები მოქმედებენ. ეს დაპირისპირება ტფილისში ინაცვლებს – ფანტასტიკურ ქალაქში, სადაც ირევიან მოგზაურები, ვაჭრები, აშუღები, ყარაჩოხელები, კინტოები და სხვადასხვა ჯურის ავაზაკები.

ტიფლისი
ჟანრი ალტერნატიული ისტორია, დრამა
ავტორი ლევან დაბრუნდაშვილი
სცენარი ივა ფეზუაშვილი
სანდრო ნავერიანი
ალექსა ჩიღვინაძე
რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი, ნოდარ მარშანიშვილი
მონაწილეობენ კახა კინწურაშვილი
გოგა ბარბაქაძე
გიორგი ცაავა
თორნიკე გოგრიჭიანი
გიორგი გიორგანაშვილი
იმედა არაბული
ნატალია გაგნიძე
ჯანო იზორია
ზაზა კოლელიშვილი
მიშა გომიაშვილი
ამირან ქაჩიბაია
ზვიად დოლიძე
მთავარი თემა ნამი ველს
კომპოზიტორ(ებ)ი ნიაზ დიასამიძე
ქვეყანა საქართველო
სეზონი 2
ეპიზოდი 16 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ლევან დაბრუნდაშვილი
ნინუცა სინჯიკაშვილი
ოპერატორი ლევან დაბრუნდაშვილი
თემო მაჭარაძე
ლექსო სუჯაშვილი
ხანგრძლივობა 60 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი ტელეკომპანია GDS TV
პირველად ეთერში 24 ოქტომბერი, 2014 (2014-10-24)

სერიალი ჯიდიესის ეთერში პირველად 2014 წლის შემოდგომაზე გავიდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თითოეულ სერიას საშუალოდ 500 000 ნახვა ჰქონდა. 2024 წლისათვის, IMDb-ზე სერიალმა 2,5 ათასი ხმიდან მიიღო 9,1 შეფასება. 2015 წელს გამოვიდა სერიალის მეორე სეზონი. ორივე სეზონის სერიების რაოდენობა 16-ს (7+9) შეადგენს. სერიალი ყურებადი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

გადაღება

რედაქტირება

რეჟისორმა ლევან დაბრუნდაშვილმა და პროექტის სხვა მონაწილეებმა გადასაღებად ძველი თბილისის ქუჩები გამოიყენეს. სამშენებლო კომპანიამ "DAGI"-მ ააშენა ორბელიანების ორსართულიანი სახლი. ასევე გადაღებისთვის გამოიყენეს თბილისის მიმდებარე ტერიტორიები. სცენარის შექმნისთვის გამოიყენეს იმდროინდელი, ანუ მეცხრამეტეს ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ლიტერატურა და სხვადასხვა გადასახლებული ადამიანების ჩანაწერები. მეორე სეზონისთვის თბილისისგან არც ისე შორს ტყეში აშენდა სოფელი, რომელიც ციმბირის გადასაღებად გამოიყენეს.

ეპიზოდები

რედაქტირება

ორივე სეზონის სერიების რაოდენობა 16-ს (7+9) შეადგენს. სერიის საშუალო ხანგრძლივობა 50წთ–დან 1სთ და 20 წუთამდე მერყეობს.

სერიალის კომპოზიტორი ნიაზ დიასამიძეა. ფილმის მთავარი თემაა „ნამი ველს“. სერიალის მუსიკა მალევე გახდა პოპულარული. დღეს მისი მოსმენა ინტერნეტის საშუალებით შეიძლება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება