ივა ფეზუაშვილი

ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი

ივა ფეზუაშვილი (დ. 1990) — ქართველი მწერალი. ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის[1], წინანდლის ლიტერატურული პრემიისა და „საბას“ სპეციალური პრემიის ლაურეატი.

ლიტერატურული კარიერა

რედაქტირება

დაიბადა 1990 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მხატვრული კინოს რეჟისურის განხრით.

2011 წელს გაიმარჯვა „შემოდგომის ლეგენდის“ კონკურსში მოთხრობით „ალჩუ“. 2012 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბაბაზი“, რომელიც ამავე მოთხრობას ეფუძნებოდა.

ფეზუაშვილი მოთხრობებს 2012 წლიდან აქვეყნებს. 2022 წელს მისი უახლესი ნამუშევარი „ბუნკერი“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. [2] [1]