გიორგი გიორგანაშვილი
გიორგი გიორგანაშვილი (დ. 11 იანვარი, 1980, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) ― ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, ტელეწამყვანი.
გიორგი გიორგანაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | გიორგი გიორგანაშვილი |
დაბადების თარიღი |
11 იანვარი, 1980 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
სხვა სახელები | ბახალა |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2003 – დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1980 წლის 11 იანვარს ქალაქ თბილისში. დაამთავრა ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლა. შემდეგ სწავლობდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ექსპერიმენტულ ჯგუფში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ნანა კვასკვაძე და ქეთი დოლიძე. სხვადასხვა კინოფესტივალებზე ყოველწლიურმა გასტროლებმა, როგორც თავად მსახიობი ამბობს, დიდი როლი ითამაშა მის პროფესიულ გაზრდაში. შემდეგ, 3 წლის განმავლობაში, მიჰყავდა გადაცემა „იმღერე რამე“. ამ გადაცემამ ბახალას დიდი პოპულარობა მოუტანა, თუმცა თავად ფიქრობს, რომ ხალხის თვალში, როგორც მსახიობი, დაიშტამპა და მაყურებელი მხოლოდ მუსიკალური შოუს წამყვანად აღიქვამდა. თამაშობდა თბილისის სხვადასხვა თეატრებში, ხშირად ჩნდებოდა ცისფერ ეკრანზეც, ამჟამად კი მხოლოდ ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობს და აქ თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. თავის პროფესიაში სპონტანურობა მოსწონს და უყვარს საკუთარი ყოველდღიურობა. მამა, გრიგოლ გიორგანაშვილი ინჟინერია, დედა, ნანა ჩხიკვიშვილი — მუსიკოსი. ჰყავს ერთი ძმა — მხატვარი ვახტანგ გიორგანაშვილი. მისი ბიძა რეზო ჩხიკვიშვილი მსახიობია და თეატრშიც დიდ დროს ატარებდა. მსახიობობის სურვილი და ინტერესი კი სწორედ აქედან დაებადა. [1]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაგადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 2003: „უსმინე შოპენს“ რეჟ. თორნიკე ბზიავა
- 2009: „თბილისური Love story“ (ბახალა, ლადო) რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე
- 2011: „ მარილივით თეთრი“ რეჟ. ქეთევან (ქეთი) მაჭავარიანი
- 2011: „დაბადებულები საქართველოში“ რეჟ. თამარ შავგულიძე
- 2012: „F5“ რეჟ. ალექსანდრე ქორიძე
- 2012: „ქალაქის ღია ფანჯრები“ რეჟ. თაზო ნარიმანიძე
- 2012: „ლაგუნა ვერე“ რეჟ. დავით უჯმაჯურიძე
- 2013: „ ჩემი საბნის ნაკეცი“ რეჟ. ზაზა რუსაძე
- 2013: „კომა“
ტელესერიალი
რედაქტირება- „ტიფლისი“ (სისო) რეჟისორები ლევან დაბრუნდაშვილი, ნოდარ მარშანიშვილი
- „პანიკის გარეშე“ რეჟისორები ლევან დაბრუნდაშვილი, გიორგი ქობალია
- „ქერჩი — დაკარგული გმირები“ (რაშიდი) რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი