GDS TV
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
GDS TV — ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 2012 წელს, პირველად ეთერში კი იმავე წლის ნოემბრის ბოლოს გავიდა. მისი დამფუძნებელია ბერა ივანიშვილი. სახელი GDS აბრევიატურაა, — Georgian Dream Studios. ტელეკომპანიის გადაცემები უმეტესად გათვლილია ახალგაზრდებზე.
GDS TV გასართობ-შემეცნებით-მუსიკალური ტელევიზია იყო, მაგრამ 2015 წლის 4 მარტიდან შეიცვალა ფორმატი და საერთო მაუწყებლობაზე გადავიდა, რის შემდეგაც არხის საეთერო ბადეს დაემატა რამდენიმე პოლიტიკური გადაცემა.
2015 წლის ახალი სეზონიდან GDS-მა სრულიად შეიცვალა ტაქტიკა და გახდა ქართულ სერიალებზე ორიენტირებული ტელევიზია.
2016 წლის ბოლოს GDS შეისყიდა „იმედის“ მფლობელმა კომპანია ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა[1] და გაერთიანდა მედია ჰოლდინგში: იმედი, მაესტრო, GDS.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ იმედმა GDS-ის 100–პროცენტიანი წილი იყიდა. On.ge. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2020.