გიორგი შალუტაშვილი
გიორგი შალუტაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1965, თბილისი) — ქართველი რეჟისორი და პედაგოგი.
გიორგი შალუტაშვილი | |
---|---|
![]() გიორგი შალუტაშვილი | |
დაიბადა | 1 სექტემბერი, 1965 |
საქმიანობა | რეჟისორი და პედაგოგი |
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ხელოვნების დოქტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1987 წელს.
1989-1992 წწ. იყო მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1992 წლიდან მუშაობს პედაგოგად შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელს გამოშვებული ჰყავს 8 სამსახიობო ჯგუფი; დადგმული აქვს 80-ზე მეტი სპექტაკლი; წაკითხული აქვს ლექციები და ჩატარებული აქვს მასტერკლასები ინგლისში, პოლონეთში, უნგრეთში, ისრაელში, შვედეთში და ჩინეთში წამყვან თეატრალურ სასწავლებლებში.
მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო თეატრალურ და კინოფესტივალში. 2012 წელს ლონდონის კულტურული ოლიმპიადის ფარგლებში მისი სპექტაკლი დასახელდა მსოფლიოს ათ საუკეთესო სტუდენტურ სპექტაკლს შორის. (ISDF-2012)
2000 წლიდან მუშაობს კინოდოკუმენტალისტიკაში, გადაღებული აქვს 20-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი; ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის ერთ-ერთი დამაარსებელი (2006) (ახალციხე); 2008-2009 წწ. იყო სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 2009-2014 წწ. სამსახიობო ოსტატობის მიმართულების ლიდერი; 2014-2020 წწ. დრამის ფაკულტეტის დეკანი; 2020 წლიდან დღემდე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
ჯილდოები
რედაქტირება- გრან-პრი, ევრაზიული ტელეფორუმი (მოსკოვი) ფილმისათვის "მისაღები გამოცდები" (2001)
- საქართველოს საპატრიარქოს სპეციალური სიგელი ფილმისთვის "გზა სამეუფო" (2006)
- პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი" (ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი) საუკეთესო სატელევიზიო ფილმისათვის "დიდი ანდრიას ნაკვალევზე" (2007)
- ჟიურის სპეციალური პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი" (ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი) ფილმისათვის "სტუმრად პატრიარქთან" (2008)
- გ. ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლისთვის "მე მინდა კნეინა გავხდე" (2014)
- თუმანიშვილის სახელობის პრემია-"თუმანიშვილის ვაშლი" სპეექტაკლისთვის "მეთევზე-ერთი,ორი" (2016)
- საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია წლის საუკეთესო რეჟისურისათვის (2017)