ყაჩაღები ვახშამზე (ტიფლისი)
ყაჩაღები ვახშამზე — სერიალის ტიფლისი მეოთხე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 2014 წლის 6 დეკემბერს.
„ყაჩაღები ვახშამზე“ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ტიფლისი -ს ეპიზოდი | |||||||
ეპიზოდის ნომ. | ეპიზოდი 4 | ||||||
სცენარი | ივა ფეზუაშვილი | ||||||
რეჟისორი | ლევან დაბრუნდაშვილი | ||||||
მუსიკა | ნიაზ დიასამიძე | ||||||
ეთერი | 13 ნოემბერი, 2014 | ||||||
| |||||||
ტიფლისი (ეპიზოდების სია) |
სიუჟეტი
რედაქტირება“ტიფლისში” დანაშაულის, სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფლებისთვის ბრძოლაში გადაიზრდება. სერიალის ავტორები საქართველოში ამ პროცესების ძირითად ასპარეზად “იატაქვეშეთს” განიხილავენ. სწორედ ამაზე მეტყველებს ტყეში გავარდნილი ყაჩაღების, ორბელიანების ოჯახისა და პოლიცილების გაერთიანება ამილახვართა დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ. თუ წინა სერიებში თხრობა მრავალფეროვანი, უფრო დინამიკური და აქტიური იყო, სხავდასხვა გმირის ისტორიის ერთმანეთთან დაკავშირებისა და გუნდად გაერთიანების მცდელობა შეინიშნებოდა, მე-4 სერიაში მხოლოდ ორი თემის გაშლა მოხდა – შურისძიების სურვილი, რომელიც ყაჩაღებსა და ამილახვარის კლანს ერთმანეთთან აპირისპირებს და პროგრესული ინტელიგენცია, ძირითადად, შემოქმედებითი ინტელეიგენციის კრება. აშკარად იკვეთება მათი სურვილი, არა მხოლოდ ძალით, არამედ სიტყვით, პრესით, თამამი იდეებითა და სიახლეებისაკენ სწრაფვით შეცვალონ ადამიანების აზროვნება, მსოფლმხედველობა, ცხოვრების სტილი. ჩნდება ახალი ინტრიგაც, ლუკასა და ელენეს ინტერესი ერთმანეთის მიმართ, სერიალი მელოდრამატული ხაზის განვითარების პერსპექტივას გვპირდება. ვფიქრობ, ამ ელემენტის შემოტანა უფრო ცოცხალს და საინტერესოს გახდის ,,ტიფლისურ” ისტორიებს. ,,ტიფლისში” განხილული პრობლემები აქტუალურია დღესაც. ისევე როგორც მაშინ, ადამიანებს უსამართლობის, განუკითხაობის ერთგვარი განცდა უჩნდებათ. უნებურად ჩნდება პარალელები, ერთგვარი სევდა, ჩვენს ქვეყანაში ამ პრობლემების `მარადიულობის” გამო. “ტიფლისის” შემქმნელები თითქმის ყველა სერიაში ცდილობენ დაიცვან ეპოქის სახე, თუმცა გარკვეული დიალოგებითა და მსახიობთა ინტონაციით, ზოგჯერ ყალბი ინტონაციითაც კი სტილი ირღვევა. “ტიფლისის” ამ სერიაში უკვე იგნორირებულია ქართული ყოფისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა, ურთიერთობის ფორმები და ა. შ და უმეტესად ჭარბობს დასავლური ცხოვრების სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რაც ერთგვარად, ზოგადად `მოთხრობილი” ისტორიის შთაბეჭდილებას ტოვებს, ისტორიის რომელიც შესაძლოა ყველგან მოხდეს. (სერიალში კი მაყურებლის ინტერესის გასაღვიძებლად მნიშვნელოვანია ნაცნობი გარემოს შექმნა) ის ნაკლებად ასოცირდება ჩვენს წარსულთან. XIX საუკუნის ტიფლისის ეკლექტური გარემო, საერთო კოლორიტი, ხომ აღმოსავლური და დასავლური სტილის ნაზავით მიიღება. ამ სტილის დაცვა, თუნდაც მრავალფეროვანი და საინტერესო გარემოს შესაქმნელად, კარგი იქნებოდა.