მიწისქვეშა სტამბა (ტიფლისი)

მიწისქვეშა სტამბა — სერიალის ტიფლისი მესამე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 2014 წლის 6 დეკემბერს.

მიწისქვეშა სტამბა
ტიფლისი -ს ეპიზოდი
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 3
სცენარი ივა ფეზუაშვილი
რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი
მუსიკა ნიაზ დიასამიძე
ეთერი 6 ნოემბერი, 2014 (2014-11-06)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„ცხელ კვალზე“ „ყაჩაღები ვახშამზე“
ტიფლისი (ეპიზოდების სია)
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

“ტიფლისის” ავტორები ცდილობენ დაანგრიონ საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულება ძველი ქალაქის ცხოვრების მიმართ. აქ არ არიან ყარაჩოღელები, კინტოები, ბაზრის მოვაჭრეები და ხელოსნები, თავისი ჟივილ-ხივილითა და ხმამაღალი შეძახილებით, როგორც მიხეილ ჭიაურელის ცნობილ ფილმში “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”. ეს ევროპული ყაიდის ძველი ქალაქია, სადაც იტალიური ოპერა, თეატრი, სალონური ტიპის წვეულებები, საროსკიპოები მოსახლეობის ძირითად გასართობ, თავშეყრის ადგილად ქცეულა. სწორედ აქ ხდება დანაშაულების მთელი კასკადი და ეს უფრო მეტად იპყრობს ყურადღებას. დეტექტიური სიუჟეტური ხაზის გვერდით უფრო მკვეთრად იკვეთება ამ გარემოში ადამიანის პიროვნული არჩევანის საკითხი. აქამდე თითქოს და მიღებული ადამიანებით ვაჭრობისადმი გაჩენილი ნეგატიური დამოკიდებულება, ღია პროტესტი, მისგან გათავისუფლების სურვილი უკვე მეტყველებს ახალი საზოგადეობის ტიპის ჩამოყალიბების მცდელობაზე. ორბელიანები ცდილობენ პრესის გააქტიურებით შეცვალონ გარემო, გაავრცელონ პროგრესული იდეები. სერიალში წინა პლანზე გამოდის რიგი პრობლემები. მაგალითად ოჯახური ძალადობის და ქალთა ემანსიპაციის თემა, ეს უკანასკნელი თითქოსდა უჩვეულოდ პროგრესულად ჟღერს XIX საუკუნის თავადაზნაურთა შეკრებაზე, შეიძლება ითქვას უფრო თანამედროვე შეფერილობით გაიჟღერებს, რაც ძველი და ახალი დამოკიდებულებების შედარების საშუალებას იძლევა. ამ საკითხის ამგვარად აქცენტირება საშუალებას გვაძლევს უფრო ახლობელი გახდეს XIX საუკუნის ტიფლისი თანამედროვე მაყურებლისთვის. დანაშაულის კვლევის პროცესში ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟები გამომძიებლები კიტა და სისო თვითონვე ხედავენ პოლიციის უუნარობასა და პრობლემებზე თვალის დახუჭვის ტენდენციას. ,,ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს” და პოლიციაც თავისუფლად უშვებს მკვლელებს ქალაქში. სწორედ ეს მომენტი აიძულებს მათ თანაუგრძნონ ყაჩაღებს. თავისუფლება მისცენ ქმედებაში. “ტიფლისის” ვიზუალური ესთეტტიფლისი: მე–3 სერიაიკა არ იკეტება დღეს ქართული სერიალებისთვის დამახასიათებელ ესტეტიკაში, არ შემოიფარგლება მხოლოდ პავილიონებში მოქმედების განვითარებით, არამედ აქტიურად იყენებს ბუნებრივ ნატურას რითაც ის უფრო მეტად ჩამოჰგავს კინოს. ჩაბნელებული ინტერიერები იდუმალის შეგრძნებას ამწვავებს და ახალი ისტორიის ნახვის სურვილს უღვიძებს მაყურებელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება