ცხელ კვალზე (ტიფლისი)
ცხელ კვალზე — სერიალის ტიფლისი მეორე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 2014 წლის 30 ოქტომბერს.
„ცხელ კვალზე“ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ტიფლისი -ს ეპიზოდი | |||||||
ეპიზოდის ნომ. | ეპიზოდი 2 | ||||||
სცენარი | ივა ფეზუაშვილი | ||||||
რეჟისორი | ლევან დაბრუნდაშვილი | ||||||
მუსიკა | ნიაზ დიასამიძე | ||||||
ეთერი | 30 ოქტომბერი, 2014 | ||||||
| |||||||
ტიფლისი (ეპიზოდების სია) |
სიუჟეტი
რედაქტირება“ტიფლისის” პირველ სერიაში გამოკვეთილი რამდენიმე სიუჟეტური ხაზი მეორეში ნელ-ნელა ვითარდება, ცოცხლდება. წინა პლანზე გამოდის არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკური პროცესები, არამედ მორალურ-ზნეობრივი პრობლემებიც. ბატონ-ყმობის პერიოდი, უსამართლობითა და ქაოსით მართული საზოგადოება, სადაც ნებისმიერი დანაშაული პანიკურ შიშსა და დაუცველობის სინდრომს იწვევს _ სწორედ ეს არის ტიფლისის რეალური სახე. ორ კლანს შორის ძალაუფლების გადანაწილების რთული პროცესი ავტორებისთვის არა ერთი ინტრიგის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ორბელიანების და ამილახვრების კლანები სრულიად განსხვავებული ორიენტირებით ხელმძღვანელობენ. სერიალის ავტორები ორბელიანის ოჯახის ჩვენებისას აქცენტს აკეთებენ XIX საუკუნის საქართველოში არსებულ პროგრესულ შეხედულებებზე, დასავლური ღირებულებების დამკვიდრების და საზოგადოებაში მათი პოპულარიზაციის მცდელობებზე. ორბელიანებისგან განსხვავებით ამილახვართა კლანი არ აპირებს მათთვის ტრადიციული ცხოვრების სტილის შეცვლას. ბატონ-ყმობისთვის დამახასიათებელი ადამიანებით ვაჭრობის, პროსტიტუციის ხელშეწყობის, კორუფციის გავრცობის დათმობას. ამილახვრები ტერორითა და ძალადობით ინარჩუნებენ ძალაუფლებას და მართავენ ქალაქს. სწორედ ამ ორი განსხვავებული ცხოვრების სტილისა და მსოფლმხედველობის გამო ტიფლისი საშიშ ქალაქად ქცეულა. მეორე სერიაში ავტორები ცდილობენ თუნდაც სქემატურად მაგრამ მაინც გაგვაცნონ თითოეული გმირის ცალკეული ხასიათი, განსაკუთრებულ აქცენტს ყაჩაღად გავარდნილთა ისტორიაზე აკეთებენ. საკუთარი ოჯახის, ღირსების დაცვის გრძნობა მათ აიძულებთ უარი თქვან ცხოვრების ნორმალურ პირობებზე, ამ გარემოში მათთვის თავისუფლება ღირსებასთან იგივდება. ამ პერიოდის ტიფლისის ხელისუფლების პოზიციის გამომხატველი ხდება პოლიცია. მათი უმოქმედობა, კორუფცია, მექრთამეობა საზოგადოებაში დაუცველობის სინდრომს უფრო აძლიერებს. სწორედ ეს უბიძგებს ცალკეულ ადამიანს თვითონ იპოვოს სამართალი. სერიალში მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებისთვის ისეთ ღირებულებებზე აპელირება, როგორიცაა თავისუფლება, ღირსება. , პიროვნული პასუხისმგებლობის გრძნობა. ვფიქრობ, მათი დეტექტიურ-კრიმინალური დრამის ჟანრის ნაწარმოებით მიწოდება, მაყურებელს, განსაკუთრებით მცირე ასაკის მაყურებელს, საშუალებას მისცემს უფრო მსუბუქად ჩაერთოს თხრობაში და დაფიქრდეს ამ ღირებულებების რაობისა და რეალურ გარემოში საჭიროების შესახებ.