მკვდრების დასი (ტიფლისი)
მკვდრების დასი — სერიალის ტიფლისი პირველი ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 2014 წლის 24 ოქტომბერს.
„მკვდრების დასი“ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ტიფლისი -ს ეპიზოდი | |||||||
ეპიზოდის ნომ. | ეპიზოდი 1 | ||||||
სცენარი | ივა ფეზუაშვილი | ||||||
რეჟისორი | ლევან დაბრუნდაშვილი | ||||||
მუსიკა | ნიაზ დიასამიძე | ||||||
ეთერი | 24 ოქტომბერი, 2014 | ||||||
| |||||||
ტიფლისი (ეპიზოდების სია) |
სიუჟეტი
რედაქტირებაპირველ სერიაში ავტორები გვაცნობენ დანაშაულის ძირითად ფაქტებს, ისტორიის ძირითად მონაწილე გმირებსა და სოციალურ ფენებს. XIX საუკუნის ტიფლისის `გაცოცხლებული სურათები”, რამდენიმე შრისგან შედგება. ეს არის `ამბავი პერიფერიიდან”, სადაც, ძირითადად, ტყეში გავარდნილი ყაჩაღების შესახებ მოგვითხრობენ, ინტელიგენცია, რომელიც იყოფა ორ შრედ: პატრიოტები და დამნაშავეები, გამოძიების პროცესი, რომელშიც ორი მეძებარი და ჟურნალისტია ჩართული. XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრების ყოფითი დეტალები, დაძაბული სოციალურ-პოლიტიკური ფონი, სიუჟეტში არსებული მოტივები ამბის გაშლის მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა. გამოცანა, ტრაგედია, ინტრიგა, ბუნდოვანება, მოვლენებში მონაწილე პირების მრავალფეროვნება, საზოგადოების ფართე სპექტრი, რაც ფაქტობრივად, იმდროინდელი საქართველოს სრულიად ახლებურ სახეს ქმნის. გამოსახულება, აშკარად სცილდება ტრადიციული სერიალებისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას, იგრძნობა ეპოქის ერთიანი სტილი: ევროპული და კავკასიური. ავტორები ამ ნიშნებით ხაზს უსვავენ ქართული კულტურის თავისებურებას და განსაკუთრებით, თბილისის კოლორიტს.