გასროლა — სერიალის ტიფლისი მეშვიდე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 2015 წლის 3 იანვარს.

გასროლა
ტიფლისი -ს ეპიზოდი
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 7
სცენარი ივა ფეზუაშვილი
რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი
მუსიკა ნიაზ დიასამიძე
ეთერი 3 იანვარი, 2015 (2015-01-03)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„ხანძარი“
ტიფლისი (ეპიზოდების სია)
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ამილახვარი და გრიგოლი ოსმალ ვაჭარს შეხვდებიან, რომელიც მათ ტიფლისში დაბრუნებას მოუწოდებს და თანაც შეპირდება, რომ მატინოვი ცოცხალი აღარ დახვდებათ. აქვე გაიცნობენს დიმიტრი სოროკინს. ასეც მოხდება, მატინოვს მოწამლავენ. ორბელიანის ოჯახში წვეულებისთვის ემზადებიან. ანატოლი, რომელიც გაზეთს კითხულობს წააწყდება ცნობას, რომელშიც ნათქვამია, რომ დაიწვა გორის სემინარია და დაიღუპა სტუდენტი იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი). ჟანდარმერიაში მისულ სისოს გიგო პატარა ბავშვს დაახვედრებს, რომელიც მატარებელს გამოყვა და ისე ჩამოვიდა ტიფლისში მამის მოსაძებნად. სისო მამის პოვნას შეპირდება, ხოლო გიგო ბავშვს თავის ოჯახში წაიყვანს. გამომცემლობაში საბა მიშო ძიას შესთავაზებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დახმარებას, თუმცა უარს მიიღებს. მიშო ძია თავის თანამშრომლებთან ერთად სმას განაგრძობს. საროსკიპოდან წამოყვანილი ქალები ორბელიანების ერთ–ერთ ოთახში მოეწყვნენ და თავს კარტის თამაშით ირთობენ. არჩილი და აბრაგები მთიულებს შეხვდებიან და მათი აჯანყების სურვილს შეიტყობენ. საუბრის ძირითადი თემა იარაღი იქნება. სისო თავის ცოლს და შვილს მოინახულებს. შეპირდება, რომ ამის შემდეგ ხშირად ნახავს მათ. წვეულებამდე ელენე და ლუკა ეტლით გაისეირნებენ, სადაც აბრაგი სიყვარულში გამოტყდება. ცხვირა შეყვარებულის სახლში შეიპარება, სადაც შეიტყობს, რომ არჩილის მოკვლას აპირებენ. ქუჩაში გავა და თავადის ძმიშვილსა და მის მეგობარს სცემს. მოკვლაში ხელს სისო შეუშლის. ბალზე ყველასთვის მოულოდნელად ახალ მეფისნაცვალს, სოროკინს წარადგენენ. ის კი თავის მხრივ გაამართლებს და საზოგადოებაში გამოიყვანს ლევან ამილახვარს. ლუკა ვეღარ მოითმენს და ესვრის. თავადი მოკვდება. ორმხრივ სროლაში დაიღუპება ელენეც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება