ტელმანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
ტელმანი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აცანის თემში (სოფლები: აცანა, ტელმანი). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აცაურას მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 130 მ., ლანჩხუთიდან 10 კმ., აცანადან 3 კმ.
სოფელი | |
---|---|
ტელმანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | აცანა |
კოორდინატები | 42°02′30″ ჩ. გ. 42°03′30″ ა. გ. / 42.04167° ჩ. გ. 42.05833° ა. გ. |
ადრეული სახელები | შრომისუბანი |
ცენტრის სიმაღლე | 130 მ |
მოსახლეობა | 204[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის ძველი სახელწოდებაა შრომისუბანი. სოფელში XIX საუკუნეში განვითარებული იყო მეთუნეობა. საბჭოთა კავშირის დროს კი მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. ამავე პერიოდში სოფელს სახელი ეწოდა გერმანელი პოლიტიკოსის ერნსტ ტელმანის პატივსაცემად.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 306 | ||
2014 | 204 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 689.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.