ტაივანის საგარეო ურთიერთობები
ჩინეთის რესპუბლიკას, იგივე ტაივანს,[1][2] გაეროს 193 საელმწიფოდან 13-თან აქვს სრული დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული, ასევე წმინდა საყდართან.[3] ჩინეთის რესპუბლიკას თავისი წარმომადგენელი ოფისებისა და საკონსულოების მეშვეობით არაოფიციალური ურთიერთობები აქვს დამყარებული გაეროს 58 წევრ სახელმწიფოსთან, ერთ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოსთან (სომალილენდი), სამ ტერიტორიასთან (გუამი, ჰონგ-კონგი და მაკაო) და ევროპის კავშირთან. ტაივანი მსოფლიოში 31-ე ადგილზეა დიპლომატიური ქსელის სიდიდით, რომელიც 110 ოფისს მოიცავს.[4]
ისტორიულად, ჩინეთის რესპუბლიკა დიპლომატიური მოკავშირეებისგან მოითხოვდა, რომ ის „ჩინეთის“ (ტერმინის ფართო მნიშვნელობით) ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად ეცნოთ, რამდენადაც 1971 წელს გაერთიანებული ერების 2758-ე რეზოლუციის მიღების შემდეგ გაეროში „ჩინეთის“ წარმომადგენლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარეს. 1990-იანი ტიავანმა პოლიტიკა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ერთად აღიარებისკენ შეცვალა.[5] მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩინეთის რესპუბლიკა ალტერნატიული სახელწოდებით მონაწილეობს, მათ შორის „ჩინური ტაიპეის“ სახელწოდებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში.
პოლიტიკა
რედაქტირებაეკონომიკა
რედაქტირება2012 წელს ეკონომიკური მაჩვენებლებით ჩინეთის რესპუბლიკა დიდი ოცეულის რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებდა.[7]
საერთაშორისო იზოლაცია
რედაქტირებამრავალმხრივი აღიარების არქონის გამო, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის გავლენით ჩინეთის რესპუბლიკა საერთაშორისო იზოლაციაშია. ტაივანს უფლება არ აქვს გაწევრიანდეს: ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაში, ინტერპოლში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და სხვ.
საერთაშორისო ორგანიზაციები
რედაქტირებაჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენით ტაივანი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციიდანაა გარიცხული ან ჩამოქვეითებული. სხვა შემთხვევებში, ჩინეთის რესპუბლიკას სრული მონაწილეობის უფლება აქვს სახელწოდებებით: ჩინური ტაიპეის ან ტაივანი (ჩინეთი).
37 სამთავრობოთშორისო საერთაშორისო ორგანიზაციაში ტაივანი „ჩინური ტაიპეის“ სახელწოდებითაა შესული. 8 სამთავრობოთშორისო საერთაშორისო ორგანიზაციაში „ჩინეთის რესპუბლიკა“ ჰქვია, 6-ში — ტაივანი, 6-ში — „ტაივანი (ჩინეთის რესპუბლიკა)“, 5-ში — „ტაიპეი, ჩინეთი“.
ტაივანი გაწევრიანებულია გაერთიანებული ერების სისტემის აკადემიურ საბჭოში (მონაწილეობს, როგორც „ტაიპეის ეკონომიკური და კულტურული ოფისი ნიუ-იორკში“), აზია-წყნარი ოკეანის ავიახაზების ასოციაციაში, აფრო-აზური სასოფლო განვითარების ორგანიზაციაში (მონაწილეობს, როგორც „ჩინეთის რესპუბლიკა (ტაივანი)“), საერთაშორისო ვაჭრობის საინფორმაციო და თანამშრომლობის სააგენტოში (მონაწილეობს, როგორც „ტაივანის, პენგჰუს, კინმენისა და მაცუს განცალკევებული საბაჟო ტერიტორია“), Amnesty International-ში (როგორც „ტაივანი), აზიის საბჭოში (როგორც ტაივანი), აზიის ბიოტექნოლოგიების ფედერაციაში (მონაწილეობს, როგორც „ტაივანის ბიოქიმიური ინჟინერიის საზოგადოება“), აზიის აბორიგენ ხალხთა პაქტში (როგორც „ტაივანი“), აზიის ახალი ამბების ქსელში (როგორც „The China Post“), აზია-წყნარი ოკეანის სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტების ასოციაციაში (მონაწილეობს, როგორც „სოფლის მეურნეობის საბჭო“), საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში (როგორც „ჩინური ტაიპეი“) და სხვ.
ორმხრივი ურთიერთობები
რედაქტირებასრული დიპლომატიური ურთიერთობები
რედაქტირებატაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული 14 სახელმწიფოსთან. მათგან 13 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია, ხოლო მე-14 წმინდა საყდარია, რომელიც გაეროს დამკვირვებელი წევრია. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობები აქვს: ბელიზთან, ესვატინთან, გვატემალასთან, ჰაიტისთან, ჰონდურასთან, მარშალის კუნძულებთან, ნაურუსთან, პალაუსთან, პარაგვაისთან, სენტ-კიტსი და ნევისთან, სენტ-ლუსიასთან, სენტ-ვინსენტი და გრენადინებთან, ტუვალუსა და წმინდა საყდართან.
აზია
რედაქტირებასინგაპური
რედაქტირებასინგაპურში ბრიტანეთის მმართველობისა და შემდეგ ბრიტანეთის მალაიის დაქვემდებარებაში ყოფნის დროს სინგაპურს ტაივანთან ურთიერთობები ჰქონდა.[8] 1965 წელს მალაიზიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სინგაპურმა ტაივანი აღიარა.[8]
ტაივანს წარმომადგენლობითი ოფისი აქვს სინგაპურში, ხოლო სინგაპური ტაიპეიში სინგაპურის სავაჭრო ოფისით ფუნქციონირებს. ორივე სახელმწიფო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია.
ისრაელი
რედაქტირებაერთი ჩინეთის პოლიტიკის გამო ტაივანსა და ისრაელს ფორმალური ურთიერთობები არ აქვთ დამყარებული, თუმცა ორივე სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში წარმომადგენლობა ჰყავს და მეგობრული ურთიერთობები აქვთ. ტაივანი და ისრაელი პირველ რიგში მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, მათ შორის, სამხედრო ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობენ.[9]
მალაიზია
რედაქტირებატაივანსა და მალაიზიას შორის ურთიერთობები არაოფიციალურ დონეზეა. მალაიზიამ ერთი ჩინეთის პოლიტიკა 1974 წელს მიიღო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარა. ტაიპეიში მალაიზიური მეგობრობისა და ვაჭრობის ცენტრი ფუნქციონირებს,[10] ხოლო ჩინეთის რესპუბლიკას კუალა-ლუმპურში ეკონომიკური და კულტურული ოფისი აქვს განთავსებული.[11]
ამერიკა
რედაქტირებაპარაგვაი
რედაქტირებაპარაგვაისა და ტაივანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1957 წლის 8 ივლისს დამყარდა. პარაგვაი ერთადერთი სახელმწიფოა სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ჩინეთის რესპუბლიკას „ჩინეთის“ ერთადერთ კანონიერ მთავრობად აღიარებს. პარაგვაის საელჩო ტაიპეიში 1999 წელს გაიხსნა.[12] ტაივანის საელჩო ასუნსიონში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო — სიუდად-დელ-ესტეში.[13]
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Carpenter, Ted Galen. "The United States and the Taiwan Time Bomb." in Routledge Handbook of Asia in World Politics By Teh-Kuang Chang & Angelin Chang (Routledge, 2017) pp. 169–177. contents
- Chang, Gordon H. "To the nuclear brink: Eisenhower, Dulles, and the Quemoy-Matsu crisis." International Security 12.4 (1988): 96–123.
- Chiang, F. The One-China Policy: state, sovereignty, and Taiwan's international legal status (Elsevier, 2018).
- Copper, John Franklin. Taiwan: Nation-state or province? (7th ed. Routledge, 2019).
- Copper, John F. China Diplomacy: The Washington-Taipei-Beijing Triangle (Routledge, 2019).
- de Lisle, J. Taiwan: Sovereignty and participation in international organizations (Philadelphia: Foreign Policy Research Institute, 2011).
- Finkelstein, David. Washington's Taiwan dilemma, 1949-1950: from abandonment to salvation (Naval Institute Press, 2014).
- Green, Michael J. By more than providence: Grand strategy and American power in the Asia Pacific since 1783 (Columbia UP, 2017) online
- Kingston, Jeff. "Shadow boxing: Japan's para-diplomacy with Taiwan." in Japan's Foreign Relations in Asia (Routledge, 2018) pp. 227–243.
- Lee, Wei-chin. "US arms transfer policy to Taiwan: from Carter to Clinton." Journal of Contemporary China 9.23 (2000): 53–75.
- Lee, Shyu-tu, Douglas Paal, and Charles Glaser. "Disengaging from Taiwan: Should Washington Continue Its Alliance With Taipei?." Foreign Affairs (2011): 179–182. Online
- Lee, Wei-chin. Taiwan's Political Re-Alignment and Diplomatic Challenges (2018).
- Marinaccio, Jess. "Domestic and bilateral challenges to building relationality in cultural diplomacy: Tuvalu's performative cultural diplomacy in Taiwan." International Journal of Cultural Policy (2019): 1–16.
- Rawnsley, Gary D. Taiwan's informal diplomacy and propaganda (Springer, 2000).
- Rawnsley, Gary. "Soft Power Rich, Public Diplomacy Poor: An Assessment of Taiwan's External Communications." China Quarterly 232 (2017): 982–1001.
- Rigger, Shelley. Why Taiwan matters: Small island, global powerhouse (Rowman & Littlefield, 2013).
- Stolper, Thomas E. China, Taiwan and the offshore islands (Routledge, 2017).
- Sutter, Robert G., and William Oscar Johnson. Taiwan in world affairs (Routledge, 1994) excerpt.
- Tucker, Nancy Bernkopf. Strait talk: United States-Taiwan relations and the crisis with China (Harvard University Press, 2009).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Main text. English.president.gov.tw (17 September 2010). ციტირების თარიღი: 25 April 2013
- ↑ Ministry of Foreign Affairs, Republic of China (Taiwan). Mofa.gov.tw (18 April 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 25 April 2013
- ↑ O'Connor, Tom. (September 20, 2019) Which Countries Still Recognize Taiwan? Two More Nations Switch to China In Less Than A Week. ციტირების თარიღი: November 13, 2021
- ↑ van der Wees, Gerrit. Is Taiwan's International Space Expanding or Contracting?. The Diplomat. ციტირების თარიღი: 16 December 2021
- ↑ Wong, Timothy Ka-ying (2000). „Changing Taiwan's Foreign Policy: From One China to Two States“. Asian Perspective. 24 (1): 5–46. doi:10.1353/apr.2000.0035.
- ↑ „General Assembly, 26th session : 1976th plenary meeting, Monday, 25 October 1971, New York (A/PV.1976)“. United Nations Digital Library System. United Nations Digital Library: 41. 1974.
- ↑ Who would replace Argentina on the G20? | The Multilateralist. Foreign Policy (19 April 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 25 April 2013
- ↑ 8.0 8.1 Singapore - China. ციტირების თარიღი: 21 February 2015
- ↑ Medzini, Meron. (2021-08-06) Taiwan, Israel deepen friendship, expand exchanges. Taiwan Today. ციტირების თარიღი: 2022-04-08
- ↑ Official Website of Malaysian Friendship and Trade Centre, Taipei. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 22 May 2014
- ↑ Taipei Economic and Cultural Office in Malaysia. Taiwan Embassy. ციტირების თარიღი: 22 May 2014
- ↑ Paraguay opens first Asian embassy in Taiwan, Summary of World Broadcasts: Asia, Pacific, Issues 3641-3653, British Broadcasting Corporation, 1999, page D-10
- ↑ Taiwanese Consulate General in Ciudad del Este, Paraguay. ციტირების თარიღი: 30 July 2021