ტაბაკინი

სოფელი საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
(გადამისამართდა გვერდიდან ტაბაკინი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტაბაკინი (მრავალმნიშვნელოვანი).

ტაბაკინისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კლდეეთის თემში. მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 380 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

სოფელი
ტაბაკინი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი კლდეეთი
კოორდინატები 42°03′30″ ჩ. გ. 43°02′17″ ა. გ. / 42.05833° ჩ. გ. 43.03806° ა. გ. / 42.05833; 43.03806
ცენტრის სიმაღლე 380
მოსახლეობა 754[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ტაბაკინი — საქართველო
ტაბაკინი
ტაბაკინი — იმერეთის მხარე
ტაბაკინი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 754 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[2] 1030
2002[3]   925 475 450
2014[1]   754 395 359

სახელწოდება

რედაქტირება

ხალხური ეტიმოლოგია შემდეგია: სავარაუდოდ, სოფლის სახელწოდება ტაბაკინი მონასტრის მშენებლობასთანაა დაკავშირებული. მონასტრის მაშენებელთ ადგილობრივი მცხოვრებნი მოკლეფეხებიან მაგიდაზე — ტაბაკზე დალაგებული პურ-მარილით უმასპინძლდებოდნენ. „ტაბაკი მოაქვთ“ - დაიძახებდნენ ხოლმე მშენებლები და ამ წამოძახილმა ძირძველ სოფელს სახელად ტაბაკინი შეარქვა.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომლექსი, რომელშიც შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 205.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II