ტაბაკინი
ტაბაკინი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კლდეეთის თემში. მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 380 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
ტაბაკინი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
თემი | კლდეეთი |
კოორდინატები | 42°03′30″ ჩ. გ. 43°02′17″ ა. გ. / 42.05833° ჩ. გ. 43.03806° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 380 მ |
მოსახლეობა | 754[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 754 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1911[2] | 1030 | ||
2002[3] | 925 | 475 | 450 |
2014[1] | 754 | 395 | 359 |
სახელწოდება
რედაქტირებახალხური ეტიმოლოგია შემდეგია: სავარაუდოდ, სოფლის სახელწოდება ტაბაკინი მონასტრის მშენებლობასთანაა დაკავშირებული. მონასტრის მაშენებელთ ადგილობრივი მცხოვრებნი მოკლეფეხებიან მაგიდაზე — ტაბაკზე დალაგებული პურ-მარილით უმასპინძლდებოდნენ. „ტაბაკი მოაქვთ“ - დაიძახებდნენ ხოლმე მშენებლები და ამ წამოძახილმა ძირძველ სოფელს სახელად ტაბაკინი შეარქვა.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომლექსი, რომელშიც შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 633.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 205.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II