სუჯუნა
სოფელი საქართველოში
სუჯუნა — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სუჯუნა, ეწერი, წალიკარი).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე აბაშის ნაპირას. ზღვის დონიდან 15 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან დაშორებულია 6 კილომეტრით.
სოფელი | |||
---|---|---|---|
სუჯუნა | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | აბაშის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | სუჯუნა | ||
კოორდინატები | 42°11′58″ ჩ. გ. 42°09′07″ ა. გ. / 42.19944° ჩ. გ. 42.15194° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 15 მ | ||
მოსახლეობა | 1117[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
ისტორიარედაქტირება
1858-1930 წლებში იყო სუჯუნის საბოქაულოს ცენტრი. 1913-1915 წლებში სუჯუნის ორკლასიან სკოლაში ასწავლიდა ილია სიხარულიძე. საბოქაულოს ბაზაზე 1930 წელს შეიქმნა აბაშის რაიონი, რომლის ცენტრად გამოცხადდა დაბა აბაშა.
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1117 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1336 | 633 | 703 |
2014[1] | 1117 | 525 | 592 |
ხალხური ეტიმოლოგიარედაქტირება
სუჯუნა ადგილობრივთა ხალხური ეტიმოლოგიით დამდგარ წყალს ნიშნავს: სუ–წყალი, ჯუნა–დამდგარი.[3]
ღირსშესანიშნაობებირედაქტირება
- სუჯუნის წმ. გიორგის სამთავიანი, გუმბათოვანი ეკლესია - XVIII საუკუნე
- სინაგოგა - XIX საუკუნე
- 1915 წელს აგებული სასახლე, რომელიც ეკუთვნოდა ცნობილ კომერსანტს და მეცენატს აკაკი ხოშტარიას
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 617.
- ლეილა ნოდია - სუჯუნა, გამ. „უნივერსალი“, თბილისი, 2010
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ სუჯუნა // saunje.ge