აკაკი ხოშტარიას სასახლე

აკაკი ხოშტარიას სასახლე — არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში. შენობა 1915 წელს ცნობილმა კომერსანტმა და საზოგადო მოღვაწემ, აკაკი ხოშტარიამ, ააგო როგორც საკუთარი სახლი. საბჭოთა პერიოდში აქ სკოლა განთავსდა.

ნაგებობა ერთსართულიანია. დგას 1 მეტრის სიმაღლის კარგად თლილი ქვის კვადრების სარინელზე. სამშენებლო მასალა - აგური კირის დუღაბზე. მეორე ფენად გამოყენებულია ბათქაში. სასახლეში მოწყობილია ჩრდილოეთიდან ერთი და დასავლეთიდან ორი შესასვლელი. შესასვლელს ყველა მხარეს აქვს კარგად გათლილი ქვის საფეხურები. სახლს ჩრდილოეთიდან ოთხი სარკმელი აქვს, დასავლეთით - ექვსი, სამხრეთით - ოთხი, აღმოსავლეთით კი - რვა. სასახლის კუთხეები ამოყვანილია აგურის ჩუქურთმებით, ხოლო შემდგომ შელესილია გაჯით. გადახურვა აქვს თუნუქის. სახურავის კარნიზი თხელი ფიცრებისა და ტკეჩისაგანაა არის დამზადებული, რომლის ბათქაში ასევე ჩუქურთმებითაა ამოყვანილი. ფასადის სხვადასხვა მონაკვეთზე ქალისა და კაცის თავების თაბაშირში შესრულებული გამოსახულებები გვხვდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7175 № 8197