სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობა

სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობა (რუს. I Съезд народных депутатов СССР; 25 მაისი9 ივნისი, 1989) — საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა რიგით პირველი ყრილობა.

1989 წლის 14 აპრილს, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს 1988 წლის 1 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა დაინიშნა 1989 წლის 25 მაისს ქალაქ მოსკოვში[1].

სხდომები

რედაქტირება

25 მაისს 10 საათზე კრემლის ყრილობათა სასახლეში მუშაობა დაიწყო სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ. ყრილობას ესწრებოდა 2249 არჩეულიდან 2155 სსრ კავშირის სახალხო დეპუტატი.

ყრილობა გახსნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვ. ორლოვმა. მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით მიულოცა დეპუტატებს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში არჩევა.

სსრ კავშირის კონსტიტუციის 110-ე მუხლის შესაბამისად, ვ. ორლოვმა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის პირველი სხდომა გახსნილად გამოაცხადა.

სსრ კავშირის სახალხო დეპუტატებმა აირჩიეს ყრილობის პრეზიდიუმი 18 კაცის შემადგენლობით.

ყრილობის პრეზიდიუმში აირჩიეს:

  • სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი — მ. გორბაჩოვი;
  • სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდტი — ა. ლუკიანოვი;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე — ვ. ორლოვი;
  • 15 მოკავშირე რესპუბლიკიდან თითო წარმომადგენელი.

ყრილობის თავმჯდომარეობა დაევალა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატს მ. გორბაჩოვს. მან ყრილობას წარუდგინა წინა დღით 446 დელეგატის მიერ შემუშავებული დღის წესრიგი:

  1. ყრილობის სამანდატო კომისიის სრჩევა;
  2. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა;
  3. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევა;
  4. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა;
  5. სსრ კავშირის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებანი (სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს თავჯდოარე);
  6. სსრ კავშირის მთავრობის მომავალი საქმიანობის პროგრამა (სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე);
  7. სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დამტკიცება;
  8. სსრ კავშირის საკონსტიტუციო ზედამხედველობის კომიტეტის არჩევა;
  9. სსრ კავშირის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის, სსრ კავშირის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის, სსრ კავშირის გენერალური პროკურორის, სსრ კავშირის მთავარი სახელმწიფო არბიტრის დამტკიცება;
  10. სხვადასხვა.

ყრილობის დღის წესრიგისა და მუშაობის წესის განხილვის დროს გამოვიდნენ დეპუტატები ნ. ნაზარბაევი, ა. სახაროვი, გ. პოპოვი, ე. მეშალკინი, რ. შჩედრინი, ვ. ბელიაევი, ა. კოსტენიუკი, ი. ბილდირევი.

შემოიტანეს წინადადებანი საკითხების განხილვის წესის შეცვლის თაობაზე, კერძოდ გამოითქვა აზრი, რომ თავდაპირველად მოისმინონ მოხსენებები, განიხილონ ისინი, ხოლო შემდეგ მოაწყონ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

დეპუტატებმა დაამტკიცეს ღია კენჭისყრის შედეგების დათვლის წესი და ხმების დამთვლელი ჯგუფი. შემდეგ დეპუტატებმა განიხილეს ყრილობის სხდომათა დროებიტი რეგლამენტი. ამ საკითხზე გამოვიდნენ კ. ანტავიჩიუსი, ვ. ლანდსბერგისი, ა. ლევაშოვი, ა. პლოტნიექსი, ს. სტანკევიჩი, ი. ბოიარსი, ა. სებენცოვი, გ. კუროჩკა, ა. ადამოვიჩი, ა. საუნინი, კ. ლუბენჩენკო, ა. სახაროვი, ვ. რევნივცევი, ბ. გიდასპოვი და ა. აიდაკი. დისკუსიის შემდეგ დაამტკიცეს დროებიტი რეგლამენტი.

სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა უფლებამოსილების შესამოწმებლად ყრილობამ აირჩია სამანდატო კომისია.

  1. სამანდატო კომისიის თავმჯდომარე — ბორის გიდასპოვი;
  2. სამანდატო კომისიის მოადგილეები: ვლადიმერ ივაშკო, ვანდა კლიკუნუნე;
  3. სამანდატო კომისიის მდივანი — აბდულა ორიპოვი;
  4. კომისიის წევრები: ვიოლეტა აგრბა, თამარ აკრამოვა, ვლადიმერ ამზარაკოვი, ნიკოლოზ ბოსენკო, იანის გეიბა, გრიგოლ გრიშჩენკოვი, ბორის გრომოვი, ვიქტორ გუბინი, ლიდა გუსკოვა, ნიკოლოზ დემენტეი, ფრუნზიკ დოვლათიანი, მიხეილ დუმბარავანი, მიხეილ ვასილენკო, ალექსანდრე ვლადისლავლევი, ანასტასია ვორობიოვა, ილია ზასლავსკი, ალექსანდრე იაკოვლევი, ივანე იაკუშინი, პეტრე კლიმუკი, ნიკოლოზ კნიაზევი, ალექსანდრე კონოვალოვი, ალექსანდრე კორშუნოვი, ვახტანგ კუბლაშვილი, ნიკოლოზ კუკუშკინი, ვალერი კუჩერი, ივანე კუხარი, მეჩის ლაურინკუსი, გიორგი მარჩენკო, ვიქტორ მედიკოვი, ელა პამფილოვა, ივანე პოლოზკოვი, ალექსანდრე ჟივოტოვი, ვალენტინ რასპუტინი, ფირუდინ რაზაევი, ალექსანდრე რიჟოვი, მიხეილ სავიცკი, კაკიმბეკი სალიკოვი, ნურნაზარი სელიმოვი, სვიატოსლავ ფიოდოროვი, ვასილ შულიაკი, ვალერი ციბუხი, არვო ხაუგი და ალექსანდრე ხოხლოვი.

პირველ სხდომაზე დეპუტატებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს თბილისში 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპულტა ხსოვნას. შეკითხვის წესით საკითხი დააყენა დეპუტატმა ვ. ტოლპეჟნიკოვმა. თავისი ამომრჩევლების დავალებით მან მოითხოვა ყრილობაზე მოითხოვა გამოეცხადებინათ იმათი გვარები, ვინც გასცა თბილისში 9 აპრილს მშვიდობიან დემონსტრანტთა დარბევისა და მათ წინააღმდეგ მომწამვლელ ნივთიერებათა გამოყენების შესახებ.

ამით დასრულდა რილობის პირველი სხდომა.

სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ აირჩია სსრ კავშირის უმაღლესი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

კავშირის საბჭო
  • რსფსრ
    • სერგი ალექსეევი, ბორის ბლაევი, ლეონიდ ბლიზნოვი, ევდოკია ბობილევა, იგორ ბოგდანოვი, იური ბოგომოლოვი, ვიაჩესლავ ბოროვკოვი, მიხეილ ბოჩაროვი, თევდორე ბურლაცკი, ნიკოლოზ გლაზკოვი, ალექსანდრე ბოლიაკოვი, იური ბოლიკი, ვიქტორ გორბატკო, ნიკოლოზ გრაჩოვი, ნიკოლოზ გრიცენკო, ვიქტორ გროსი, ანა გრუდინინა, ვიქტორ გუბარევი, ვალენტინა გუდილინა, ნიკოლოზ გუცკალოვი, ანატოლი დენისოვი, ივანე დიაკოვი, ვალენტინ დიკული, ივანე დოროხოვი, პეტრე დრუზი, იულია დრუნინა, ოლეგ ეგოროვი, ანატოლი ეჟელევი, ალექსი ემელიანოვი, გენადი ერმოლაევი, ნიკოლოზ ეფიმოვი, ევგენი ველიხოვი, არკადი ვეპრევი, მარია ვლაზნევა, ივანე ვნებრაჩნი, ვლადიმერ ვოლკოვი, ვიქტორ ვოლოდიჩევი, ვალერი ვოსკობოინიკოვი, იური ზუბოვი, კლიმენტ ივანოვი, ვლადისლავ იაკუტისი, ბენიამინ იარინი, ოლღა იაროვაია, ივანე ივჩენკო, დიმიტრი იოვლევი, ვლადიმერ იუდინი, ალექსი კაზარინი, პეტრე კაზანჩენკო, იური კალმიკოვი, ვლადიმერ კასიანი, კიმ ენ უნი, ვიქტორ კისინი, მიხეილ კლიმოვი, პავლე კონკოვი, ალექსანდრა კოპილოვა, ნიკოლოზ კოპისოვი,
  • უკრაინის სსრ
    • ნიკოლოზ ამოსოვი
  • ბელორუსიის სსრ
    • ნიკოლოზ ბობრიცკი
  • უზბეკეთის სსრ
  • ყაზახეთის სსრ
  • საქართველოს სსრ
    • ნოდარ ამაღლობელი, გუჩა კვარაცხელია, მარინე კონცელიძე, ვახტანგ კუბლაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი;
  • აზერბაიჯანის სსრ
    • აკიფ ამანოვი, ჯანგირ გილალზადე, არიფ მელიქოვი, ანარ რზაევი, ალიბალა სალიმოვი;
  • ლიტვის სსრ
    • ვაიდოტას ანტანაიტისი, ალგირდას ბრაზაუსკასი, ანტანას ბურაჩასი, კაზიმერა პრუნსკენე;
  • მოლდავეთის სსრ
    • სერგი ახრომეევი, სიმონ ბროსუ, ვასილ კატრინიჩი, ალექსანდრე მოკანუ;
  • ლატვიის სსრ
    • ანატოლი გურბუნოვი, იან ვარგისი, ჯემა სკულმე;
  • ყირგიზეთის სსრ
    • ლუბა დრუჟინინა, აბსამატ მასალიევი, ტალდიბეკ ქერიმბეკოვი;
  • ტაჯიკეთის სსრ
    • მუმინშო კანოატოვი, კაჰარი მაკამოვი, საიდყული საიდალიევი;
  • სომხეთის სსრ
    • სურენ არუთინიანი, გრანტ ვოსკანიანი, არმენაკ კირაკოსიანი;
  • თურქმენეთის სსრ
    • მარალ ამანოვა, საფარმურად ნიაზოვი, ჯუმაღოზელი შაკლიჩევა;
  • ესტონეთის სსრ
    • ველო ვარე, მარიუ ლაურისტინი.
ეროვნებათა საბჭო

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „კომუნისტი“, №121 (20462), 26 მაისი, 1989
  1. გაზ. „კომუნისტი“, №89 (20430), 16 აპრილი, 1989