ევენკთა ავტონომიური ოკრუგი

ევენკთა ავტონომიური ოკრუგი (რუს. Эвенкийский автономный округ, ევ. Эведы̄ Автономды̄ Округ; 19771 იანვარი, 2007), ევენკთა ნაციონალური ოკრუგი (რუს. Эвенкийский национальный округ; 10 დეკემბერი, 1930 — 1977) — რუსეთის ფედერაციის ყოფილი სუბიექტი, მდებარეობდა აღმოსავლეთ ციმბირში. ადმინისტრაციული ცენტრი იყო დაბა ტურა.

ევენკთა ავტონომიური ოკრუგის მდებარეობა რუსეთის ფედერაციაში

ევენკთა ავტონომიური ოკრუგი მდებარეობდა შუა ციმბირის ზეგანზე, ტყისა და ტყეტუნდრის ზონაში. საშუალო სიმაღლე 500-700 მ, შედარებით მაღალია პუტორანის მთები (1700 მ-მდე). არის ქვანახშირის , გრაფიტის, რკინისა და ისლანდიური შპატის საბადოები.ჰავა მკვეთრად კონტინენტურია, იცის ხანგრძლივი მკაცრი ზამთარი. მთავარი მდინარეებია მდინარე ენისეის შენაკადები: ქვემო ტონგუსკა და პოდკამენნაია-ტუნგუსკა.

ლიტერატურა

რედაქტირება