რევაზ სალუქვაძე
რევაზ სალუქვაძე (დ. 15 სექტემბერი, 1929, თბილისი — გ. 22 ოქტომბერი, 2000) — ქართველი ფიზიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993).
რევაზ სალუქვაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 სექტემბერი, 1929 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2000 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ფიზიკოსი |
ჯილდოები |
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებარევაზ სალუქვაძემ 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1952-1954 წლებში იყო თბილისის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, 1954-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი, ქალაქ დუბნის ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი.
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირება1957-1962 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, უფროსი ინჟინერი. 1962-1974 წლებში რევაზ სალუქვაძე იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, კათედრის გამგე, ხოლო 1970-1971 წლებში იყო დეკანის მოვალეობის შემსრულებელი.
1974 წელს რევაზ სალუქვაძე დაინიშნა მრავალპროფილიანი, მრავალათასიანი სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორად, რომელსაც ხელმძღვანელობდა 26 წლის განმავლობაში სიცოცხლის ბოლომდე.
ამ პერიოდის განმავლობაში ინსტიტუტს ჰქონდა შთამბეჭდავი მიღწევები მეცნიერებასა და აგრეთვე ახალი ტექნოლოგიების და ტექნიკის შექმნის საქმეში, რომლებიც ახლა უკვე საყოველთაოდაა აღიარებული.
ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტულ პროექტებს პლაზმის ფიზიკაში, მაღალდენიანი ელექტრონული ამაჩქარებლების შექმნაში, სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის საბჭოურ პროექტს, კოსმოსური დანიშნულების ბირთვული ენერგეტიკული დანადგარების თემატიკას უშუალოდ ხელმძღვანელობდა რევაზ სალუქვაძე, იყო რიგი მათგანის სამეცნიერო ხელმძღვანელი და მთავარი კონსტრუქტორი.
1985 წელს რევაზ სალუქვაძეს ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად სამუშაოთა ციკლისთვის „ნანო და მიკროწამის ხანგრძლივობის სუსტად რელიატივისტური და დიდი დენების ელექტრონების ამაჩქარებლის დამუშავება“ მიენიჭათ საქართველოს სახელმწიფო პრემია.
1975 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „დაბალტემპერატუროვანი ბუშტოვანი კამერა და მაღალი ენერგიის ნაწილაკების ურთიერთქმედებათა გამოკვლევა“.
1980 წლის 9 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მისი დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი ნოდარ ამაღლობელთან, ალბერტ თავხელიძესთან, თეიმურაზ კოპალეიშვილთან ერთად რევაზ სალუქვაძეც იყო.
რევაზ სალუქვაძე 1979-1985 წლებში იყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რევაზ სალუქვაძე არის 120 სამეცნიერო ნაშრომის და 30 გამოგონების ავტორი. მისი ხელმძღვანელობით 20 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციაა დაცული.
გარდაცვალება
რედაქტირებარევაზ სალუქვაძე გარდაიცვალა თბილისში, 2000 წლის 22 ოქტომბერს, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირებაჯილდოები
რედაქტირება- 1995 — ღირსების ორდენი
- 1985 — საქართველოს სახელმწიფო პრემია (ჯგუფთან ერთად) სამუშაოთა ციკლისთვის „ნანო და მიკროწამის ხანგრძლივობის სუსტად რელიატივისტური და დიდი დენების ელექტრონების ამაჩქარებლის დამუშავება“
- 1981 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1979 — პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 287.
- ამირხანაშვილი კ. „საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015“, თბ.-2015.-გვ. 304.
- წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.292.