თეიმურაზ კოპალეიშვილი
თეიმურაზ კოპალეიშვილი (დ. 29 აგვისტო, 1943, თბილისი — გ. 8 სექტემბერი, 2014) — ქართველი ეკონომისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.
თეიმურაზ კოპალეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 აგვისტო, 1943 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 8 სექტემბერი, 2014 (71 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1962-1963 და 1966-1969 წლებში მუშაობდა „თბილტანსაცმელვაჭრობის“ გამყიდვლად. 1969-1972 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი. 1973-1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქონელმცოდნეობის კათედრის ასისტენტი. 1974-1978 წლებში იყო მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის თბილისის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი. 1978-2005 წლებში იყო საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2000-2004 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი. 2004-2005 წლებში იყო ასოციაცია „გლობალ-აგროს“ ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი. 2005 წლის მაისიდან დეკემბრამდე იყო შპს „ალაფი-აგროს“ მეცნიერ-კონსულტანტი. 2006-2008 წლებში იყო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი. ავტორია 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 1 გამოგონების.