სოფი უესექსელი (დაიბადა როგორც სოფი ჰელენ რაის-ჯოუნზი; დ. 20 იანვარი, 1965) — ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი. დაქორწინებულია პრინც ედუარდზე, ედინბურგის ჰერცოგზე, დედოფალ ელისაბედ II-ისა და ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის უმცროს ვაჟზე. 2023 წლის 10 მარტს ჩარლზ III-ის განკარგულებით მისი მეუღლე ედინბურგის ჰერცოგი, თავად კი ედინბურგის ჰერცოგინია გახდა.

სოფი უესექსელი

სოფი 2013 წელს
დაბადების სახელი სოფი ჰელენ რაის-ჯოუნზი
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1965 (1965-01-20) (59 წლის)
ოქსფორდი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება ბრიტანელი
განათლება დასავლეთი კენტის კოლეჯი
საქმიანობა ქველმოქმედი
მეუღლე(ები) ედუარდი (უესექსის ერლი)
შვილ(ებ)ი ლედი ლუიზა უინძორი
ჯეიმზ უინძორი
მშობლები მამა: კრისტოფერ რაის-ჯოუნზი
დედა: მერი ო'სულივანი

გაიზარდა ბრენჩლიში, კენტში, სწავლობდა დასავლეთ კენტის კოლეჯში. მუშაობდა საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში, წარმოადგენდა ფირმებს დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიასა და ავსტრალიაში, სანამ 1996 წელს საკუთარ სააგენტოს გახსნიდა. მან ედუარდი 1987 წელს Capital Radio-ში მუშაობის დროს გაიცნო. ურთიერთობა 1993 წელს დაიწყეს, ნიშნობა შედგა 1999 წლის იანვარში, ხოლო დაქორწინდნენ ამავე წლის 19 ივნისს, წმინდა ჯორჯის სამლოცველოში, უინძორის ციხესიმაგრეში. წყვილს ორი შვილი ჰყავს: ლედი ლუიზა და ჯეიმზი, უესექსის გრაფი.

2002 წელს სოფიმ შეწყვიტა თავისი ბიზნეს საქმიანობა. არის 70-ზე მეტი საქველმოქმედო პროექტის და ორგანიზაციის მფარველი, მათ შორისაა „ბავშვთა ხაზი“ და „ლონდონის მოდის კოლეჯი“. ყოველწლიურად ატარებს 200-ზე მეტ შეხვედრას, სტუმრობს სკოლებს, უნივერსიტეტებს და სამხედრო ბაზებს. მისი საქველმოქმედო საქმიანობა ძირითადად ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ქალთა უფლებებს და სოფლის მეურნეობას.

ადრეული ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

სოფი ჰელენ რაის-ჯოუნზი დაიბადა რედკლიფის საავადმყოფოში, ოქსფორდში, 1965 წლის 20 იანვარს საშუალო კლასის ოჯახში. მამამისი, კრისტოფერ ბორნს რის-ჯოუნზი (დაიბადა 1931 წელს), არის პენსიაზე გასული გაყიდვების დირექტორი, ხოლო დედამისი იყო მერი (1934–2005), საქველმოქმედო მუშაკი და მდივანი.[1][2] ჰყავს უფროსი ძმა, დევიდი (დაიბადა 1963 წელს). ნათლიამისი, მსახიობი ტან ბეტანი, მამის ნახევარძმა იყო; იგი წარმოშობით ინგლისის მეფე ჰენრი IV-ს შთამომავალია და ვისკონტ მოლსვორტის ოჯახის მონათესავეა; ბებიამისი, მარგარეტ რაის-ჯოუნზი, იყო ჯონ მოლსვორთის შვილიშვილი.[3][4]

სოფი ჯოუნზი გაიზარდა მე-17 საუკუნის ოთხოთახიან ფერმაში, ბრენჩლიში, კენტში. სწავლა დაიწყო დულვიჩის მოსამზადებელ სკოლაში, შემდეგ კი გადავიდა კენტის კოლეჯში, პემბურში, სადაც მეგობრობდა სარა სიენესისთან, მოგვიანებით სარა მისი პირადი მდივანი გახდა.[5]

კარიერა დაიწყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, მუშაობდა სხვადასხვა ფირმებში, მათ შორის ოთხი წელი მუშაობდა Capital Radioში,[6] სადაც დაინიშნა პრესისა და პრომოუშენის განყოფილებაში, სხვადასხვა დროს მუშაობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებში: კვენტილ ბელის ორგანიზაცია და მაკლაურენის კომუნიკაციები და მედია.[7] მუშაობდა შვეიცარიაში, ერთი წელი მოგზაურობდა და ამავდროულად მუშაობდა ავსტრალიაში. 1996 წელს სოფი ჯოუნზმა გახსნა თავისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო RJH Public Relations, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავის ბიზნეს პარტნიორთან, მიურეი ჰარკინთან ერთად.[7][8]

ქორწინება და შვილები რედაქტირება

 
უესექსის გრაფი და გრაფინია Trooping the Color-ზე 2013 წლის ივნისში

Capital Radio-ში მუშაობისას, 1987 წელს პირველად შეხვდა პრინც ედუარდს, ელისაბედ II-ისა და პრინც ფილიპეს უმცროს ვაჟს. ამ დროს ედუარდს ურთიერთობა ჰქონდა სოფის მეგობართან.[9] 1993 წელს კიდევ შეხვდნენ ამჯერად საქველმოქმედო ღონისძიებაზე, მათ ურთიერთობა მალევე დაიწყეს.[10] მათი ნიშნობა შედგა 1999 წლის 6 იანვარს.[11] სოფის, რომელიც ედუარდთან ურთიერთობის დაწყებიდანვე დედოფალთან დაახლოებული იყო, ნიშნობამდე ბაკინგემის სასახლის სამეფო ბინით სარგებლობის უფლება მიეცა.

ქორწილი შედგა იმავე წლის 19 ივნისს წმინდა ჯორჯის სამლოცველოში, უინძორის ციხესიმაგრეში. წყვილმა თაფლობის თვე ბალმორალის ციხესიმაგრეში გაატარა. მოგვიანებით გადავიდნენ ბაგშოტის პარკში, სარის საგრაფოში. მიუხედავად იმისა, რომ მათი რეზიდენცია ბაგშოტის პარკია, მათ ოფისად და ოფიციალურ ლონდონის რეზიდენციად ითვლება ბაკინგემის სასახლე. 2018 წელს ბაკინგემის სასახლეში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ოფისები დროებით გადაიტანეს სენტ ჯეიმზის სასახლეში.

2001 წლის დეკემბერში გრაფინია გადაიყვანეს მეფე ედუარდ VII-ს საავადმყოფოში. გაირკვა, რომ მას საშვილოსნოსგარე ორსულობა ჰქონდა და ნაყოფი სასწრაფოდ უნდა ამოეღოთ.[12] ორი წლის შემდეგ, 2003 წლის 8 ნოემბერს, მან ნაადრევად გააჩინა ქალიშვილი, ლედი ლუიზ მაუნტბატენ-უინდსორი, დედასაც და შვილსაც მშობიარობის პროცესში ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნათ, რის გამოც გრაფინიას გადაუდებელი საკეისრო კვეთა დასჭირდა. 2007 წლის 17 დეკემბერს, ისევ საკეისრო კვეთით, გააჩინა ვაჟი სახელად ჯეიმზ უინძორი.[13]

საზოგადოებრივი ცხოვრება რედაქტირება

 
გრაფი და გრაფინია დედოფლის დაბადების დღეზე 2012 წელს

უესექსის გრაფინიამ პირველი საზღვარგარეთული ტურით გაემგზავრა კანადის პროვინციაში, პრინც ედუარდის კუნძულზე, 2000 წელს.

2011 წლის დეკემბერში, უესექსის გრაფინია მეუღლესთან ერთად ეწვია ავღანეთის ჯარისკაცებს. 2012 წლის თებერვალსა და მარტში, გრაფი და გრაფინია ეწვივნენ კარიბის ზღვის აუზს, მოინახულეს სენტ-ლუსია, ბარბადოსი, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, გრენადა, ტრინიდადი და ტობაგო, მონსერატი, სენტ-კიტსი და ნევისი, ანგილა და ანტიგუა. ამ ტურის განმავლობაში აღნიშნეს სენტ-ლუისის დამოუკიდებლობის 50 წლის იუბილე, ხოლო მონსერატში მოინახულეს ბოლო ვულკანური ამოფრქვევის შედეგად დაზიანებული ადგილები.[14]

2013 წელს წყვილი სამხრეთ აფრიკას ეწვია. მოგვიანებით, გრაფინიამ მარტომ იმოგზაურა ინდოეთსა და ყატარში, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია Orbis UK-ის მფარველმა.[15] მან მსგავსი ვიზიტი ბანგლადეშში 2017 წლის ნოემბერში ჩაატარა. ლონდონში ეწვია გრაფინია უესექსის სიმებიან ორკესტრას. 2014 წლის ნოემბერში იმყოფებოდა ზამბიაში, სადაც დედოფალს წარმოადგენდა ზამბიის გარდაცვლილი პრეზიდენტის, მაიკლ სატას სახელმწიფო დაკრძალვაზე.

 
სოფი სამეფო ჩეშირის შოუზე, 2015 წელს

გრაფინია კანადასა და შეერთებულ შტატებს ეწვია 2015 წლის ნოემბერში. შემდეგ სოფი გაემგზავრა ნიუ-იორკში, ეწვია 11 სექტემბრის ეროვნულ მემორიალსა და მუზეუმს. მოგვიანებით დაესწრო მანჰეტენში გამართულ საზეიმო ვახშამს.

გრაფმა და უესექსის გრაფინიამ კანადაში 2016 წლის ივნისში მოინახულეს ონტარიო, მანიტობა, სასკაჩევანი და ალბერტა. ამავე ტურში, სასკაჩევანში დაესწრნენ Globe Theatre-ის 50 წლის საიუბილეო ზეიმს. 2017 წლის 9 მაისს სამეფო ოჯახის სახელით დაესწრო ნორვეგიის მეფე ჰარალდის და დედოფალ სონიას 80 წლის დაბადების დღის იუბილეს.

საქველმოქმედო ორგანიზაციების გულმოდგინე მხარდამჭერი სოფი 2018 წელს გაემგზავრა ბელფასტში, რათა მოენახულა რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლებსაც იგი მხარს უჭერდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის იყო მენკაპის ბავშვთა ცენტრი.[16] 2018 წლის ოქტომბერში ედუარდმა და სოფიმ ბალტიისპირეთის ქვეყნები დაათვალიერეს.[17][18]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „PR girl turns princess“. BBC. 11 June 1999. ციტირების თარიღი: 14 March 2018. ციტატა: „Her father, Christopher, the son of a teacher, is a retired salesman for a tyre maker ... Mrs Rhys-Jones, a charity worker and secretary, has her own royal connection. As a young woman she once danced with Prince Philip at a society ball.“
  2. „Countess of Wessex's mother dies“. BBC. 29 August 2005. ციტირების თარიღი: 27 October 2008.
  3. Burke's Peerage, Baronetage & Knightage, 107th edition, volume 2, 2003. pages 2720–2731.
  4. „Sophie's Brush With Greatness“. Manchester Evening News. 13 August 2007. ციტირების თარიღი: 6 May 2020. ციტატა: „The Countess of Wessex will come face to face with her great great great grandfather the Rev John Edward Nassau Molesworth...her ancestor['s][his] son ...solicitor's firm...set up in 1840 by the Reverend's son [solicitor] John Molesworth...“
  5. „PR girl turns princess“. BBC News. 11 June 1999. ციტირების თარიღი: 22 June 2013.
  6. „Sun apologises to 'devastated' Sophie Rhys-Jones“. The Guardian. 26 May 1999. ციტირების თარიღი: 12 January 2017.
  7. 7.0 7.1 Furness, Hannah (2 July 2012). „Countess of Wessex: the Royal Family's latest style icon?“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2022. ციტირების თარიღი: 12 January 2017.
  8. Lowrie, Margaret (20 June 1999). „How 'sensible' and 'royal wedding' add up to 'yawn'. CNN. ციტირების თარიღი: 12 January 2017.
  9. „Sophie: Life in the spotlight“. BBC News. 2 April 2001. ციტირების თარიღი: 5 February 2017.
  10. History – Prince Edward's wedding (pictures, video, facts & news). BBC. ციტირების თარიღი: 27 December 2011
  11. Prince Edward announces his engagement. BBC. ციტირების თარიღი: 12 April 2018
  12. „Baby joy for Sophie and Edward“. BBC News. 6 May 2003. ციტირების თარიღი: 5 May 2015.
  13. „Countess gives birth to baby boy“. BBC News. 17 December 2007. ციტირების თარიღი: 27 October 2008.
  14. Harris, Carolyn (15 February 2012). „Royals of the Caribbean: The 2012 Diamond Jubilee Commonwealth Tours Begin“. royalhistorian.com. ციტირების თარიღი: 22 June 2013.
  15. Seward, Ingrid (23 November 2013). „Sophie Wessex: The unsung star of the Royal family“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2022.
  16. Sophie, Countess of Wessex visits NI charities. ITV (23 January 2018). ციტირების თარიღი: 11 March 2018
  17. Kaljulaid: UK has been Estonia's ally for 100 years. ERR News (8 October 2018). ციტირების თარიღი: 9 October 2018
  18. The Earl and Countess of Wessex visit the Baltic States. The Royal Family (5 October 2018). ციტირების თარიღი: 13 October 2018