ფილიპი (ედინბურგის ჰერცოგი)

ფილიპე ბერძენი, პრინცი ფილიპ მაუნტბატენი (ინგლ. Prince Philip Mountbatten, დ. 10 ივნისი, 1921, კორფუ, საბერძნეთი — გ. 9 აპრილი, 2021, უინძორის სასახლე, უინძორი, ინგლისი) — საბერძნეთისა და დანიის ყოფილი პრინცი, ედინბურგის ჰერცოგი (ინგლ. the Duke of Edinburgh), გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინც-კონსორტი (ოფიციალურად არ არის), ელისაბედ II-ის მეუღლე.

ფილიპ მაუნტბატენი
Philip Mountbatten
ედინბურგის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 20 ნოემბერი, 1947
მმართ. დასასრული: 9 აპრილი, 2021
წინამორბედი: ელისაბედ ბოუზ ლაიონი
მემკვიდრე: კამილა პარკერ ბოულზი
საბერძნეთისა და დანიის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 10 ივნისი, 1921
მმართ. დასასრული: 9 აპრილი, 2021
მონარქი: ჯორჯ VI
ელისაბედ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ივნისი, 1921
დაბ. ადგილი: კორფუ, საბერძნეთი
გარდ. თარიღი: 9 აპრილი, 2021 (99 წლის)
გარდ. ადგილი: უინძორის სასახლე, უინძორი, ინგლისი
დაკრძ. ადგილი: უინძორის სასახლეში მდებარე წმ. გიორგის სამლოცველო
მეუღლე: ელისაბედ II, დიდი ბრიტანეთის დედოფალი (1947-დან გარდაცვალებამდე)
შვილები: ჩარლზი (უელსის პრინცი)
ანა (სამეფო პრინცესა)
ენდრიუ (იორკის ჰერცოგი)
ედუარდი (უესექსის ერლი)
დინასტია: გლუქსბურგები
მამა: ანდრეას ბერძენი
დედა: ალისა ბატენბერგელი
რელიგია: მართლმადიდებელი (1947-მდე); ანგლიკანური ეკლესია (1947-დან)
ხელმოწერა:

იყო საბერძნეთის მეფის გეორგ I-ის შვილიშვილი. 1947 წელს იქორწინა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინცესა ელისაბედზე და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლობა ანგლიკანური ეკლესიით შეცვალა. დედოფალ ელისაბედსა და ფილიპს ოთხი შვილი შეეძინათ — სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრე ჩარლზი (უელსის პრინცი), ანა (სამეფო პრინცესა), ენდრიუ (იორკის ჰერცოგი) და ედუარდი (უესექსის ერლი). გარდაიცვალა 2021 წლის 9 აპრილს, 99 წლის ასაკში.[1]

ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი 2021 წლის 17 აპრილს, უინძორის სასახლეში მდებარე წმიდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს. ცერემონიას, კოვიდ შეზღუდვების გამო მხოლოდ სამეფო ოჯახის 30 წევრი ესწრებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alexandra of Yugoslavia (1959). Prince Philip: A Family Portrait. London: Hodder and Stoughton.
  • Boothroyd, Basil (1971). Prince Philip: An Informal Biography. New York: McCall. ISBN 0-841-50116-5
  1. The official website of the Royal Family. www.royal.uk. 9 აპრილი, 2021.