სინძი მიკამი (იაპონ. 三上 真司 მიკამი სინძი?, დ. 11 აგვისტო, 1965) — იაპონელი ვიდეო თამაშების დიზაინერი, რეჟისორი და პროდიუსერი.

სინძი მიკამი

სინძი მიკამი 2013 წელს
დაბადების თარიღი 11 აგვისტო, 1965 (1965-08-11) (58 წლის)
ივაკუნი, იამაგუტის პრეფექტურა
ეროვნება იაპონია
საქმიანობა ვიდეო თამაშების დიზაინერი, პროდიუსერი, თამაშების რეჟისორი
აქტიური 1990-დღემდე
წოდება Tango Gameworks-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
საიტი tangogameworks.com

კარიერა დაიწყო 1990 წელს, კომპანია Capcom-ში და მონაწილეობა მიიღო ბევრი ცნობილი თამაშის შექმნაში. ის არის „Resident Evil“-ის და „Dino Crisis“-ის რეჟისორი, მასვე ეკუთვნის 2002 წელს გამოსული „Resident Evil (რიმეიკი)“ და 2005 წლის მესამე პირის შუტერიResident Evil 4“. მიკამის მიერ Capcom-ში შემუშავებული უკანასკნელი თამაში იყო „God Hand“. Capcom-დან წასვლის შემდეგ მუშაობდა Platinum Games-ში. 2010 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი ვიდეო თამაშების კომპანია Tango Gameworks, რომლის აღმასრულებელი დირექტორი თავდავეა. აქ მან შექმნა პირველი პირის საშინელებათა თამაში „The Evil Within“. 2010 წლის 28 ოქტომბერს Tango Gameworks შეიძინა კომპანია ZeniMax Media-მ.

ბიოგრაფია რედაქტირება

სინძი მიკამი დაიბადა 1965 წლის 11 აგვისტოს, იამაგუტის პრეფექტურაში, იაპონია. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო დოსისიას უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა მერჩანდაიზინგს.[1]

1990 წელს მუშაობა დაიწყო Capcom-ში[1] და შედუგა მის პირველ თამაშზე „Capcom Quiz: Hatena? no Daibōken“ მუშაობას. 1991-1993 წლებში შექმნა დისნეის მულტფილმების მოტივებზე დაფუძნებული სამი თამაში: „Who Framed Roger Rabbit“ (Game Boy), „Goof Troop“ და „Disney’s Aladdin“, (Super Nintendo),[1] ხოლო ეს უკანასკნელი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა (1.75 მილიონი გაყიდული ასლით).[2]

Goof Trop“-ის გამოსვლიდან, მალე სინძი მიკამის დაევალა სამგანზომილებიანი თამაშის შექმნა PlayStation-სა Sega Saturn-ისთვის. 1996 წელს გამოვიდა ცნობილი თამაში „Resident Evil“ (იაპონიაში ცნობილი, როგორც „Biohazard“), რომლის შთგონების წყაროდ იქცა მხატვრული ფილმი „ზომბი 2“ და ვიდეო თამაში „Sweet Home“. „Resident Evil“-ის წარმატებამ განაპირობა Survival horror-ის ჟანრის პოპულარობა. ამის წყალობით შეიქმნა თამაშის უამრავი გაგრძელება, ფილმები, კომიქსები და სათამაშოები.

1997 წელს მიკამი გახდა Capcom-ის რამდენიმე პროექტის პროდიუსერი, მათ შორის „Resident Evil 2“-სა და „Dino Crisis“-ის. ორი წლის შემდეგ დიზაინერი დანიშნეს კომპანიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა „Devil May Cry“, „Resident Evil Code: Veronica“ და „Dino Crisis 2“, რომლის გაყიდვებაც 1.2 მილიონი ეგზეპლარი შეადგინა. 2001 წლიდან 2006 წლამდე სტუდია თამაშებს უშვებდა მხოლოდ Nintendo GameCube-ისთვის, რომელთაგანაც ყველაზე განთქმულია „Resident Evil 4“, „P.N.03“, „Viewtiful Joe“, „killer7“ და „Dead Phoenix“. სინძი მიკამი გახდა პროექტ „Resident Evil 4“-ის რეჟისორი, რომელმაც მიიღო მაღალი შეფასებები მიმოხილველებისგან და კომერციული წარმატებაც ჰხვდა წილად.

აღნიშნული თამაშის გამოსვლის შემდეგ, მუშაობა დაიწყო სტუდია Glover-ში. 2007 წელს სტუდია დაიშალა და მიკამი გადავიდა Platinum Games-ში. აქ მან შეიმუშავა „Vanquish“, რომელიც იქცა ისეთ პროექტების შთაგონების წყაროდ, როგორებიც არის „Bulletstorm“,[3][4]Crysis 2“,[3]Killzone 3“,[5]Binary Domain“.[6]

2010 წელს მან დააარსა კომპანია Tango Gameworks, სადაც შექმნა Survivol horror-ის ჟანრის თამაში „The Evil Within“, გამოცემული Bethesda Softworks-ის მიერ, Xbox 360, PS3, PC, PS4-სა და Xbox One-ის პლატფორმებისთივს.[7][8]

თამაშები რედაქტირება

თამაში თარიღი სტატუსი
The Evil Within 2 2017 აღმასრულებელი პროდიუსერი,
ზედამხედველი
Fallout 4 2015 რობოტ ტაკაჰასის გამხმოვანებელი
The Evil Within 2014 რეჟისორი
Shadows of the Damned 2011 პროდიუსერი
Vanquish 2010 რეჟისორი
God Hand 2006 რეჟისორი
Resident Evil 4 2005 რეჟისორი
Killer7 2005 პროდიუსერი, თანასცენარისტი
Phoenix Wright: Ace Attorney: Trials and Tribulations 2004 აღმასრულებელი პროდიუსერი
Resident Evil Outbreak 2003 დიზაინერი
Dino Crisis 3 2003 აღმასრულებელი პროდიუსერი
Viewtiful Joe 2003 აღმასრულებელი პროდიუსერი
P.N.03 2003 რეჟისორი
Phoenix Wright: Ace Attorney: Justice for All 2003 აღმასრულებელი პროდიუსერი
Resident Evil Zero 2002 მრჩეველი
Steel Battalion[9] 2002 გენერალური პროდიუსერი
Resident Evil (რიმეიკი) 2002 რეჟისორი
Resident Evil Survivor 2 Code: Veronica 2001 ხელმძღვანელი
Phoenix Wright: Ace Attorney 2001 აღმასრულებელი პროდიუსერი
Devil May Cry 2001 აღმასრულებელი პროდიუსერი
Resident Evil Gaiden[10] 2001 მრჩეველი
Onimusha: Warlords 2001 მრჩეველი
Dino Crisis 2 2000 აღმასრულებელი პროდიუსერი
Resident Evil Code: Veronica 2000 პროდიუსერი
Resident Evil 3: Nemesis 1999 პროდიუსერი
Dino Crisis 1999 რეჟისორი, პროდიუსერი
Resident Evil 2 1998 პროდიუსერი
Resident Evil 1996 რეჟისორი, პროდიუსერი[11]
Aladdin“ (SNES) 1993 დამგეგმავი
Goof Troop 1993 დიზაინერი[12]
Super Lap“ (გაუქმებული) 1992 დამგეგმავი
Who Framed Roger Rabbit “(Game Boy) 1991 დამგეგმავი
Capcom Quiz: Hatena? no Daibōken“ (Game Boy) 1990 დამგეგმავი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 An Interview With Shinji Mikami, Image Comics, Inc., სექტემბერი, 1998.
  2. Company Profile. Capcom (მაისი, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-22. ციტირების თარიღი: 2012-05-25.
  3. 3.0 3.1 Games Inbox: Assassin’s Creed III hints, ninjas vs. samurai, and hydrophilia. Metro (7 იანვარი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-24. ციტირების თარიღი: 2012-05-25.
  4. VanOrd, Kevin.. (22 თებეერვალი, 2011) Bulletstorm Review for PlayStation 3. GameSpot. ციტირების თარიღი: 2012-05-25.[მკვდარი ბმული]
  5. Killzone 3 Review. Computer and Video Games (3 თებერვალი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-24. ციტირების თარიღი: 2012-05-25.
  6. Tuffcub.. (28 აპრილი, 2011) Trailer: Binary Age. The Sixth Axis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-24. ციტირების თარიღი: 2012-05-25.
  7. Drake, Audrey. (26 აპრილი, 2012) Resident Evil Creator Returns to Survival Horror. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-29. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2012.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-26. ციტირების თარიღი: 2017-05-10.
  9. http://www.mobygames.com/game/xbox/steel-battalion/credits
  10. Resident Evil Gaiden credits - MobyGames
  11. Resident Evil: The Director's Cut credits. MobyGames. ციტირების თარიღი: 2011-01-15.
  12. Goof Troop (1993) SNES credits. MobyGames. ციტირების თარიღი: 2014-11-16.