Resident Evil (1996 წლის ვიდეო თამაში)
„Resident Evil„, იაპონიაში ცნობილი როგორც Bio Hazard — survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში შემუშავებული და გამოცემული იაპონური კომპანია Capcom-ის მიერ. თავდაპირველად გამოვიდა PlayStation-ის პლატფორმაზე და არის რიგით პირველი თამაში „Resident Evil“-ის სერიიდან. გარკვეული ხნის შემდეგ თამაში პორტირებული იქნა შემდეგ პლატფორმებზე: Sega Saturn, Microsoft Windows და Nintendo DS. თამაშის გამოცემა დაგეგმილი იყო Game Boy Color-ისთვისაც, თუმცა მასზე მუშაობა შეწყდა.
Resident Evil | |
---|---|
ინგლისური გამოცემის გარეკანი | |
დეველოპერ(ებ)ი |
|
გამომცემელი |
Capcom
|
სერია | „Resident Evil“ |
პლატფორმ(ებ)ი | |
გამოსვლის თარიღი |
22 მარტი, 1996
|
ჟანრ(ებ)ი | Survival horror |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | სინძი მიკამი |
პროდიუსერ(ებ)ი |
ტოკურო ფუძივარა მასაიუკი აკაჰორი |
დიზაინერ(ებ)ი |
ტაკაჰირო არიმიცუ ისაო ოიში |
პროგრამისტ(ებ)ი | იასუჰირო ანპო |
სცენარისტი |
კენიჩი ივაო იასუიუკი საგა |
კომპოზიტორი |
|
სიუჟეტის ცენტრში არიან კრის რედფილდი და ჯილ ვალენტაინი — S.T.A.R.S-ის სახელით ცნობილი ელიტარული რაზმის წევრები, რომლებიც ქალაქ რაკუნ-სიტის გარეუბნებში იძიებენ მათი ჯგუფის წევრების გაუჩინარების საქმეს. მალე ისინი აღმოჩნდებიან მახეში ერთ-ერთ სასახლეში, რომელიც გავსებული არის ზომბებითა და სხვა მონსტრებით. მოთამაშეს აქვს არჩევანის საშუალება ითამაშოს ჯილის ან კრისის პერსონაჟით.
„Resident Evil“ ჩაფიქრებული იქნა ტოკურო ფუძივარას მიერ, ხოლო შემქმნელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა სინძი მიკამი. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო და გრძელდებოდა სამი წლის განმავლობაში.[2] შთაგონების წყაროდ იქცა Capcom-ის მიერ 1989 წელს შექმნილი თამაში „Sweet Home“.[3] თამაში არის მესამე პირის ხედვით და მთავარი აქცენტი გამახვილებული არის ინვენტარის მართვაზე, ტყვია-წამლის აღმოჩენასა და თავსატეხების გადაჭრაზე.
Resident Evil-ს წილად ჰხვდა მაღალი შეფასებები სათამაშო პრესისგან. მას ხშირად მიაწერენ survival horror-ის ჟანრის განსაზღვრას.[4] საერთო განხილვების საიტ GameRankings-ზე PS ვერსია ფლობს 87%-ს[5], DS ვერსია — 72%-ს%[6], PC — 80%-ს[7], Sega Saturn — 77%-ს[8], ხოლო Metacritic-ზე შედეგები ამგვარად არის: PS ვერსია 91/100[9] და DS ვერსია — 71/100.[10] მისმა წარმატებამ განაპირობა მულტიმედიური ფრენჩაიზების რეალიზაცია, მათ შორის ვიდეო თამაშების, ფილმების, კომიქსების, რომანების და სხვადასხვა საქონლის. 2002 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების რიმეიკი GameCube-ისთვის, სადაც წარმოდგენილია განახლებული გრაფიკა, ხმა და ცვლილებები გეიმპლეისა და სიუჟეტში. მაღალი გარჩევადობის რემასტერი გამოვიდა 2015 წელს თანამედროვე კონსოლებისთვის. 2002 წელს გამოიცა მისი პირდაპირი გაგრძელება „Resident Evil 2“, ხოლო 2002 წელს პრიკველი „Resident Evil Zero“. 2017 წლის ნოემბერის მონაცემით თამაშის ყველა ვერსია გაყიდულია 8.5 მილიონი ასლის რაოდენობით.[11]
2006 თამაში პორტირებული იქნა Nintendo DS სახელწოდებით „Resident Evil: Deadly Silence“, იაპონიაში ცნობილია როგორც „Biohazard: Deadly Silence“ (バイオハザード デッドリーサイレンス), რომელიც შეიქმნა სერიის ათი წლის თავის აღსანიშნავად. „Deadly Silence“ მოიცავს „Classic Mode“-ს, ორიგინალ თამაშს მინიმალური გაუმჯობესებითა და სენსორული ეკრანის მხარდაჭერას, აგრეთვე „Rebirth Mode“-ს, რომელშიც წარმოდგენილია დიდი რაოდენობით მტერი და ახალი თავსატეხები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „„Resident Evil““ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური იაპონური საიტი დაარქივებული 2020-01-04 საიტზე Wayback Machine.
- „“Resident Evil““ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „Resident Evil“ MobyGames-ზე
- „Resident Evil“ Retrospective დაარქივებული 2012-01-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Products. Nex Entertainment Co., Ltd.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-15. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2010.
- ↑ Resident Evil Creator Shinji Mikami Reflects on the Series' Roots, GameSpot (22 მარტი, 2016)
- ↑ Staton, Rich. (March 27, 2016) Resident Evil - 20 years on. Eurogamer. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2016.
- ↑ Justin Speer and Cliff O'Neill. The History of Resident Evil. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-06. ციტირების თარიღი: 2009-04-17.
- ↑ Resident Evil for PlayStation – GameRankings. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-25. ციტირების თარიღი: August 26, 2011.
- ↑ Resident Evil: Deadly Silence for DS – GameRankings. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-20. ციტირების თარიღი: August 26, 2011.
- ↑ Resident Evil for PC – GameRankings. GameRankings. ციტირების თარიღი: August 26, 2011.
- ↑ Resident Evil for Saturn – GameRankings. GameRankings. ციტირების თარიღი: August 26, 2011.
- ↑ Resident Evil for PlayStation Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. Metacritic. ციტირების თარიღი: August 26, 2011.
- ↑ Resident Evil: Deadly Silence for DS Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. Metacritic. ციტირების თარიღი: August 26, 2011.
- ↑ CAPCOM Platinum Titles. Capcom (30 სექტემბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი, 2012. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2012.