Resident Evil (2002 წლის ვიდეო თამაში)
Resident Evil, იაპონიაში ცნობილი როგორც Biohazard — survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში შექმნილი და გამოცემული კომპანია Capcom-ის მიერ. თავდაპირველად გამოვიდა GameCube-ისთვის 2002 წელს და წარმოადგენს 1996 წელს გამოსული თამაშის, Resident Evil-ის რიმეიკს (რიგით პირველი თამაში Resident Evil-ის სერიიდან).
Resident Evil | |
---|---|
თამაშის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემის გარეკანის ფოტო | |
დეველოპერ(ებ)ი | Capcom |
გამომცემელი | Capcom |
სერია | Resident Evil |
პლატფორმ(ებ)ი | GameCube, Wii, Microsoft Windows, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360, Xbox One |
გამოსვლის თარიღი | |
ჟანრ(ებ)ი | Survival horror |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | სინძი მიკამი |
პროდიუსერ(ებ)ი | ჰიროიუკი კობაიასი |
დიზაინერ(ებ)ი |
|
პროგრამისტ(ებ)ი | ჰიდეაკი მოტოცუკა |
მხატვარი |
|
კომპოზიტორი |
|
სიუჟეტი მიმდინარეობს 1998 წელს ამერიკის გამოგონილ ქალაქ რაკუნ-სიტში, სადაც მოთამაშე აკონტროლებს ორ პერსონაჟს, ჯილ ვალენტაინსა და კრის რედფილდს — S.T.A.R.S-ის სახელით ცნობილი ელიტარული რაზმის წევრები, რომლებიც იძიებენ მათი ჯგუფის წევრების გაუჩინარების საქმეს.
თამაში შეიქმნა Capcom-სა და Nintendo-ს ექსკლუზიური თანხმობის ფარგლებში. პროექტის რეჟისორია სინძი მიკამი, რომელიც ასევე იყო ორიგინალი Resident Evil-ის რეჟისორი და დიზაინერი. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო და გახდა კომპანიის ერთ-ერთი პირველი თამაში გამოსული GameCube პლატფორმაზე.[2][3] ის თავისთავში მოიცავს თანამედროვე ვიზუალურ ეფექტებს, გაუმჯობესებულ გრაფიკას, თავსატეხებს და ასევე გეიმპლეის უამრავ ახალ ელემენტს და სხვადასხვა დეტალებს; სინძი მიკამიმ განაცხადა, რომ აღნიშნული თამაში 70 %-ით განსხვავდება ორიგინალისგან.
გამოსვლის შემდეგ, Resident Evil-ს წილად ჰხვდა მაღალი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. მათ ძირითადად შეაქეს გრაფიკა[4][5][6] და გაუმჯობესებული გეიმპლეი ორიგინალ თამაშთან შედარებით. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო, საშიშ და ვიზულურად შთაბეჭდავ თამაშად Resident Evil-ის სერიიდან. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე რეიტინგები ასე გამოიყურება: GameCube 91/100, PC 82/100,[7] PS4 83/100,[8] Wii 76/100,[9] XONE 82/100.[10] მიუხედავად ამისა, ის კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა (GameCub-ის ვერსია საერთო ჯამში გაიყიდა 1.35 მილიონი ასლის ოდენობით). ამან აიძულა Capcom-ს შეეცვალა სერიის მიმართულება და გაეერთიანებინა მასში მოქმედებითი ჟანრის ელემენტები. 2008 წელს პორტირებული იქნა Wii-ზე, რომელშიც გამოყენებულია მართვის ახალი სისტემა.[11] 2015 წელს თამაში მაღალი გარჩევადობით გამოვიდა შემდეგ პლატფორმებზე: Microsoft Windows, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360 და Xbox One,[12] რასაც თან მოჰყვა დადებითი შეფასებები და კომერციული წარმატება.[13]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- Residen Evil
- Resident Evil-ის სერია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Resident Evil HD Remaster-ის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-12-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Biohazard“. NGC Magazine. Future plc (68): 8–16. ივნისი, 2002. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Capcom Brings the Evil to Cube. IGN (5 სექტემბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი, 2015. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2015.
- ↑ Shinji Mikami X Tatsuya Minami, Hyper Capcom Special 2002 Summer, 5 ივლისი, 2002
- ↑ Resident Evil Review. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი, 2014. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2015.
- ↑ Resident Evil. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-04. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2010.
- ↑ Resident Evil Review. Game Revolution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი, 2010. ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2015.
- ↑ Resident Evil HD Remaster. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი, 2015. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2015.
- ↑ Resident Evil HD Remaster. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი, 2015. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2015.
- ↑ Resident Evil Archives: Resident Evil. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი, 2015. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2015.
- ↑ Resident Evil HD Remaster. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი, 2015. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2015.
- ↑ Resident Evil Set for Wii. IGN (24 სექტემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი, 2015. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2015.
- ↑ "Resident Evil Remake Coming to Xbox 360, Xbox One, PS3, PS4, and PC. GameSpot (5 აგვისტო, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო, 2014. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2015.
- ↑ "Capcom Releases Lifetime Sales Numbers. IGN (23 მაისი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2015.