Resident Evil 3: NemesisSurvival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული კომპანია Capcom-ის მიერ. თავდაპირველად შემუშავდა PlayStation პლატფორმისთვის 1999 წლის 22 სექტემბერს. გამოსვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ Resident Evil 3 პორტირებული იქნა Dreamcast, Microsoft Windows-სა და GameCube-ზე. ეს არის რიგით მესამე ნაწილი Resident Evil-ის სერიიდან და მოქმედება მიმდინარეობს Resident Evil 2-ის მოვლენებამდე და მის შემდეგ. თამაშის მთავარი გმირი არის ჯილ ვალენტაინი (პირველი სერიის პროტაგონისტი), რომელიც ცდილობს ქალაქ რაკუნ-სიტიდან გაქცევას, სადაც ახალი ბიოლოგიური იარაღის შედეგად გავრცელებულია ინფექცია, შექმნილი პარმაცევტული კომპანია Umbrella-ს მიერ. თამაში იყენებს იმავე ძრავს, რასაც მისი წინამორბედი.[1]

Resident Evil 3: Nemesis

PlayStation-ის ჩრდილო ამერიკული ვერსიის გარეკანის ფოტო
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი Capcom
სერია Resident Evil
პლატფორმ(ებ)ი PlayStation, Microsoft Windows, Dreamcast, GameCube
გამოსვლის თარიღი
22 სექტემბერი, 1999
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი კაძუჰირო აოიამა
პროდიუსერ(ებ)ი სინძი მიკამი
მხატვარი იასუჰისა კავამურა
კომპოზიტორი მასამი უედა

წინა სერიებისგან განსახვავებით Resident Evil 3: Nemesis მოქმედებით გეიმპლეიზეა ორიენტირებული. ის არის მესამე პირის ხედვით. მოთამაშეს უწევს სხვადასხვა თავსატეხების გადალახვა. მასში წარმოდგენილია დიდი რაოდენობით მტერი, რომელთანაც მოთამაშეს უწევს შებრძოლება და ასევე ამავე სახელწოდების, საშინელი არსება ნემესისი, რომელიც პერიოდულად ხვდება გზად მთვარ გმირს თამაშის ბოლომდე და ებრძოლება მას.

Resident Evil 3: Nemesis კრიტკულად და კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა (სამი მილიონი გაყიდული ასლი მსოფლიოს მასშტაბით). კრიტიკოსებმა ძირითადად შეაქეს თამაშის დეტალიზირებული გრაფიკა და მთავარი მტერი ნემესისი. თუმცა ზოგიერთმა გააკრიტიკა ის სიუჟეტის მოკლე ხნიანობის გამო. საერთო განხილვების საიტმა Metacritic Dreamcast-ის ვერსიას დაუწერა 79/100,[2]GameCube-ის — 62/100,[3] PC-ის — 71/100,[4] ხოლო GameRankings-ზე შედეგები ამგვარად არის: ; Dreamcast — 81.11%,[5] GameCube — 63.71%,[6] PC — 74.15 %,[7] PS — 88.21%.[8]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Keeping The Nightmare Alive“. Edge. Future plc (74): 38–42. August 1999.
  2. Resident Evil 3: Nemesis (Dreamcast). Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-25. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
  3. Resident Evil 3: Nemesis (GameCube). Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-30. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
  4. Resident Evil 3: Nemesis (PC). Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-13. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
  5. Resident Evil 3: Nemesis (Dreamcast). GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-30. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
  6. Resident Evil 3: Nemesis (GameCube). GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-15. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
  7. Resident Evil 3: Nemesis (PC). GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-30. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
  8. Resident Evil 3: Nemesis (PlayStation). GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-08. ციტირების თარიღი: 2015-01-19.