რაკუნ-სიტი
რაკუნ-სიტი (ინგლ. Raccoon City, ენოტების ქალაქი) — გამოგონილი ქალაქი „Resident Evil“-ის სამყაროდან.[1] რაკუნ-სიტი მდებარეობს აშშ-ის შუა დასავლეთ რეგიონში, მისურის შტატში, რომლის მოსახლეობა შეადგენს 100,000 ადამიანს. ქალაქს განაგებს ფარმაცევტული კორპორაცია „Umbrella“, რომელიც თავის ლაბორატორიებში, საიდუმლოდ მუშაობდა ბიოლოგიური იარაღის შემუშავებაზე, რის შედეგადაც შეიქმნა T ტიპის მუტაგენური ვირუსი. ავარიის გამო, მოხდა ვირუსის გაჟონვა, რამაც ქალაქის მოსახლეობა აქცია სისხლის მსმელ ზომბებად. ქალაქი მოიცვა ქაოსმა და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი განადგურდა. საბოლოოდ აშშ-ის მთავრობამ გასცა მისი განადგურების ბრძანება ბირთვული ბომბის გამოყენებით.
რაკუნ-სიტი | |
---|---|
შემქმნელი | Capcom |
ინფორმაცია სამყაროს შიდა საკითხებზე | |
ტიპი | ქალაქი |
რაკუნ-სიტი დეტალურად არის წარმოდგენილი თამაშებში: „Resident Evil 2“, „Resident Evil 3: Nemesis“, „Resident Evil: Operation Raccoon City“, ასევე მხატვრულ ფილმებში: „ბოროტების სავანე 2: აპოკალიფსი“ და „ბოროტების სავანე: დასკვნითი ნაწილი“ .
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რაკუნ სიტის ოფიციალური ვიკი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jeremy Parish, "RACCOON CITY," Electronic Gaming Monthly 224 (იანვარი, 2008), 100