Resident Evil: Operation Raccoon City, იპონურად ცნობილი, როგორც Biohazard: Operation Raccoon City (იაპონ. バイオハザード オペレーション・ラクーンシティ?) — მესამე პირის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაში, შექმნილი Slant Six Games-სა და Capcom-ის მიერ, Microsoft Windows-ის, PlayStation 3-ის და Xbox 360-ის პლატფორმებისთვის. თამაში ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა 2012 წლის 20 მარტს, ავსტრალიაში 2012 წლის 22 მარტს, ევროპაში 2012 წლის 23 აპრილს, ხოლო იაპონიაში 2012 წლის 26 აპრილს. ეს არის „Resident Evil“-ის სერიის ნაწილი და ითვლება მის სპინოფად.[3]

Resident Evil: Operation Raccoon City

ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემის გარეკანის ფოტო
დეველოპერ(ებ)ი Slant Six Games[1]
Capcom[1]
გამომცემელი Capcom
სერია Resident Evil
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
PlayStation 3
Xbox 360
გამოსვლის თარიღი PlayStation 3 და Xbox 360
ჩრდ.ამ. 20 მარტი, 2012
ავს 22 მარტი, 2012
ევრ 23 მარტი, 2012
იაპ 26 აპრილი, 2012
Microsoft Windows
ჩრდ.ამ. 18 მაისი, 2012
ევრ 18 მაისი, 2012
ავს 24 მაისი, 2012
იაპ 26 ივლისი, 2012
ჟანრ(ებ)ი მესამე პირის შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ენდი სანტოსი[2]
პროდიუსერ(ებ)ი მასატიკი კავატა[1]
კომპოზიტორი სუსაკუ უტიიამა

სიუჟეტი მიმდინარეობს „Resident Evil 2“-სა და „Resident Evil 3: Nemesis“-ის მოვლენების პარალელურად და მასში წარმოდგენილია პერსონაჟები ამ ორი უკანასკნელი თამაშიდან. მთავარი გმირები არიან Umbrella Corporation-ის მიერ დაქირავებული პარამილიტარისტული მეომრები, რომლებიც მოქმედებენ დავირუსებულ ქალაქ რაკუნ-სიტიში.

თამაში არის მესამე პირის მსროლელის ჟანრის, როგორც ერთმოათამაშიანი, ასევე მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერით, სადაც ხელმისაწვდომია 12 მოთამაშე პერსონაჟი. სერიის სხვა თამაშებისგან განსხვავებით, პერსონაჟს შეუძლია ერთდროულად ირბინოს და ისროლოს კიდევაც. თამაშში გაჩნდა უფრო განვითარებული მოფარების სისტემა, გმირს შეუძლია მოეფაროს კედელს ან სხვადასხვა ობიექტს. მასში არის 6 კლასი: ექიმი, მეცნიერი, მოიერიშე, ამფეთქებელი, დამკვირვებელი და მზვერავი. ყველა პერსონაჟი ფლობს მისთვის დამახასიათებელ უნარ-ჩვევებს.

თამაშის შექმნის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც კომპანია Capcom მუშაობდა „Lost Planet 2“-ზე.[1] ოფიციალური ანონსი შედგა 2011 წლის 28 მარტს და პირველად თამაში პუბლიკისთვის ნაჩვენები იქნა ჟურნალ Official Xbox Magazine-ის გვერდებზე. 2011 წელს პროდიუსერმა მასატიკა კავატამ განაცხადა, რომ თამაშის თითქმის ნახევარი უკვე მზად იყო.[4] იმავე წლის 10 აპრილს გამოვიდა გადმოტვირთვადი კონტენტი Xbox 360 -სა და PlayStation 3-ზე (10 მაისს Microsoft Windows-ზე), რომელიც მოიცავდა ერთ მისიას[5]

Operation Raccoon City“-მ მიიღო უარყოფითი შეფასებები მიმოხილველებისგან. თუმცა წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად, მსოფლიოს მასშტაბითი გაყიდა თამაშის 3.2 მილიონი ეგზემპლარი. საერთო განხილვების საიტებზე GameRankings და Metacritic PC ვერსია ფლობს 52.67% და 48/100,[6][7] Xbox 360-ის ვერსია 52.62% და 52/100[8][9], ხოლო PlayStation 3-ის ვერსია 48.17% და 52/100.[10][11]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერენტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 „Dossier – Resident Evil: Operation Raccoon City“. PlayStation: Le Magazine Officiel – France. Yellow Media (49): 44–53. April 2011.
  2. Blaine, Kyllo. (20 მარტი, 2012) Resident Evil: Operation Raccoon City is an updated survival-horror game. straight.com.
  3. Ask the Producers. slideshare.net (19 იანვარი, 2012). ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2012.
  4. Resident Evil: Operation Raccoon City Producer Speaks. 1up.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 30, 2011. ციტირების თარიღი: March 30, 2011.
  5. Resident Evil: Operation Raccoon City DLC info. Gamespot.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2012.
  6. Resident Evil: Operation Raccoon City (PC) reviews at. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-22. ციტირების თარიღი: 2012-03-20.
  7. Resident Evil: Operation Raccoon City for PC Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. ციტირების თარიღი: 2012-03-20.
  8. Resident Evil: Operation Raccoon City (Xbox 360) reviews at. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-16. ციტირების თარიღი: 2012-03-20.
  9. Resident Evil: Operation Raccoon City for Xbox 360 Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. ციტირების თარიღი: 2012-03-20.
  10. Resident Evil: Operation Raccoon City (PlayStation 3) reviews at. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 2012-03-20.
  11. Resident Evil: Operation Raccoon City for PlayStation 3 Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. ციტირების თარიღი: 2012-03-20.