Umbrella

(გადამისამართდა გვერდიდან Umbrella Corporation)

Umbrella Corporation (ინგლ. ქოლგა) — გამოგონილი სამხედრო და ფარმაცევტული კორპორაცია, რომელიც თამაშობს გადამწყვეტ როლს „Resident Evil“-ის ვიდეო თამაშებისა და კინოფილმების სერიაში. სიუჟეტზე დაყრდნობით, კორპორაცია წარმოადგენს ევროპაში ბაზირებულ ერთ-ერთ უდიდეს ფარმაცევტულ კონგლომერატს. „ამბრელამ“ ოფიციალურად შეიმუშავა სამკურნალო წამლების ფართო სპექტრი, კოსმეტიკური და, ასევე საკვები პროდუქტები. „Umbrella“ თავის თავში მოიცავს რამდენიმე კარგად დაცულ და შენიღბულ ბაზებს, ხომალდებს და საკუთარ ხელოვნურ თანამგზავრებს. ამას გარდა, კომპანია დაკავებული იყო ბიოლოგიური იარაღის შექმნით და წარმატებით ჰყიდდა ტერორისტულ და სამთავრობო ორგანიზაციებზე, რაც წარმოადგენდა კორპორაციის შემოსავლის ძირითად წყაროს. მან თავისი კვლევების ფარგლებში შეიმუშავა სამი განსაკუთრებით საშიში მუტაგენური ვირუსი: T-ვირუსი, G-ვირუსი და T-ვერონიკა. ერთ-ერთი კვლევის დროს მოხდა ავარია და ვირუსის გაჟონვა, რამაც ქალაქ რაკუნ-სიტის მოსახლეობა აქცია სისხლის მსმელ ზომბებად და მათი უმეტესი ნაწილი განადგურდა. საბოლოოდ მთავრობამ ქალაქის აფეთქების ბრძანება გასცა.

Umbrella Corporation
ტიპი საზოგადო
დარგი
დაფუძნდა 23 მარტი, 1968
დამაარსებელი ოზველ სპენსერი, ედვარდ ეშფორდი, ჯეიმზ მარკუსი
სათავო ოფისი მთელს მსოფლიოში
მმართველი
ოზველ სპენსერი (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
ჯოელ ოლმენი (ვიცე-პრეზიდენტი)
პროდუქცია
  • T-ვირუსი
  • G-ვირუსი
  • T-ვერონიკა

„ამბრელას“ ლოგო შედგება რვაკუთხედისგან და მოიცავს წითელ და თეთრ ფერებს, რაც მოგვაგონებს გახსნილ ქოლგას. ასევე წითელი სეგმეტების ერთობლიობა წარმოადგენს მალტის ჯვარსმალტის ორდენის (ჰოსპიტალიერების) რაინდთა სიმბოლო.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
  • 2007 წელს ჟურნალმა „Forbes“ კომპანია დააყენა 14-ე ადგილზე სიაში ყველაზე მდიდარი კომპანიები და შეაფასა ის 22,6 მილიარდ ამერიკულ დოლარად.[1]
  • კოსმეტიკურმა კომპანია Avon-მა წარმოადგინა სახის კანის მოვლის საშუალება, რომელიც ხელს უშლის უჯრედების დაბერებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროდუქტის თვისებები და შეფუთვა მთლიანად მოგვაგონებს Umbrella-ს პროდუქტ „Regenerate“-ს.[2]
  • იწარმოება ქოლგები „ამბრელას“ ლოგოს ფორმით.[3]
  • არსებობენ რეალური კომერციული კომპანიები, რომლებიც, ასე თუ ისე, იყენებენ Umbrella-ს სიმბოლიკასა და სახელწოდებას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 The 25 Largest Fictional Companies. #14 Umbrella Corp.. Forbes (2007-12-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-26. ციტირების თარიღი: 2012-05-07.
  2. 2.0 2.1 Alexander Sliwinski. (2009-03-07) Avon teams with Resident Evil’s Umbrella Corp. for face cream?. Joystiq. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-26. ციტირების თარიღი: 2012-05-07.
  3. 3.0 3.1 The Umbrella Corporation Umbrella. Kotaku (2009-01-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-26. ციტირების თარიღი: 2012-05-07.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Umbrella&oldid=3951455“-დან