Umbrella Corps, ასევე ცნობილია, როგორც Biohazard: Umbrella Corps (იაპონ. バイオハザード アンブレラコア) — იაპონური მრავალმოთამაშიანი ტაქტიკური შუტერი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Capcom-ის მიერ Microsoft Windows-ის PlayStation 4 პლატფორმებისთვის. ის არის „Resident Evil“-ის სერიის სპინოფი და რიგით 23-ე თამაში სერიიდან. Capcom-მა სავაჭრო ნიშანი „Umbrella Corps“ დაარეგისტრირა 2015 წლის 29 ივლისს,[1] ხოლო ანონსი შედგა 2015 წლის სექტემბერში Tokyo Game Show-ზე.[2] თავდაპირველად მისი გამოშვება დაგეგმილი იყო 2016 წლის 4 მაისისთვის, თუმცა გამოცემა გადაიდო 2016 წლის 21 ივნისამდე.[3]

Umbrella Corps
დეველოპერ(ებ)ი Capcom Osaka
გამომცემელი Capcom
სერია Resident Evil
ძრავა Unity
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
PlayStation 4
გამოსვლის თარიღი ჩრდ.ამ. 21 ივნისი, 2016
ევრ 21 ივნისი, 2016
იაპ 23 ივნისი, 2016
ჟანრ(ებ)ი ტაქტიკური შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
პროდიუსერ(ებ)ი
  • მასატიკა კავატა
  • ჯეიმზ ვენსი
კომპოზიტორი
  • კოტა სუძუკი
  • აკიჰიკო ნარიტა
  • ასუძა კატო
  • იასუმასა კიტაგავა

Umbrella Corps“არის კოოპერატიული მრავალმოთამაშიანი შუტერი, სადაც მოთამაშე საკუთარ თავზე იღებს ორი ერთმანეთის მოწინააღმდეგე კორპორაციის დაქირავებული ჯარისკაცებიდან ერთ-ერთის როლს, რომლის მიზანია მოწანააღმდეგე ფრაქციის განადგურება.[4] თამაშში ვირტუალური კამერა წარმოდეგნილია როგორც პირველი პირის, ასევე მესამე პირის ხედვით.[5]ლოკაციები დაფუძნებულია „Resient Evil“-ის თამაშების ტერიტორიებზე.[6] მასში არის იარაღების ფართო არჩევანი, მათ შორის: ნახევრად ავტომატური შაშხანები, თოფები, პისტოლეტები, ხელყუმბარები, საბრძოლო ცულები და სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები.[7] თამაშის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის აღჭურვილობა „Zombie Jammer“, რისი მეშვეობითაც ზომბები თავს არ ესხმიან პერსონაჟებს. თუმცა მათზე იერიშის მიტანის შემთხვევაში კვლავ საფრთხეს წარმოადგენენ.[8]

რაც შეეხება ერთმოთამაშიან რეჟიმს სახელწოდებით „The Experiment“ (ქართ. „ექსპერიმენტი“), მასში მოქმედება ვითარდება 2012 და 2013 წლებში, Umbrella Corporation-აგენტის გარშემო, რომლის კოდური სახელწოდებაა 3A-7. კორპორაცია მას აგზავნის „Zombie Jammer“-ის აღჭურვილობის გამოსაცდელად. სიუჟეტი დაყოფილია 24 დავალებად და მოთამაშეს უწევს ბრძოლა უამრავი მტრის წინააღმდეგ.[9]

თამაშმა მიიღო უარყოფითი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმომხილველებისგან. საერთო განხილვების საიტებმა Metacritic და GameRankings, PlayStation 4-ის ვერსიას დაუწერეს 38.47% (36 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[10] და 38/100,[11] ხოლო PC ვერსია 36.60% (10 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[12] და 36/100.[13]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Hanson, Steven. (July 29, 2015) Capcom trademarks Resident Evil: Umbrella Corps. Destructoid. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 6, 2015. ციტირების თარიღი: September 20, 2015.
  2. Hussain, Tamoor. (September 15, 2015) Resident Evil: Umbrella Corps is a New Competitive Shooter For PS4. GameSpot. ციტირების თარიღი: September 20, 2015.
  3. Romano, Sal. (5 აპრილი, 2016) Umbrella Corps Delayed June 21. Gematsu. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2016.
  4. Chalk, Andy. (September 15, 2015) Umbrella Corps is a third-person online shooter set in the Resident Evil universe. PC Gamer. ციტირების თარიღი: September 20, 2015.
  5. Jones, Gary. (September 15, 2015) Resident Evil Umbrella Corps: Capcom update series but is it what fans want?. Express.co.uk. ციტირების თარიღი: September 20, 2015.
  6. Liebi, Matt. (September 15, 2015) New screenshots show off Umbrella Corps' action-packed gameplay. GameZone. ციტირების თარიღი: September 20, 2015.
  7. McWhertor, Michael. (September 17, 2015) Umbrella Corps is like a mini Counter-Strike with Resident Evil zombies. Polygon. ციტირების თარიღი: September 20, 2015.
  8. Parish, Jeremy. (September 18, 2015) Will Umbrella Corps' Unique Ideas be Enough to Sell Resident Evil Fans on eSports?. USgamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 20, 2015. ციტირების თარიღი: September 20, 2015.
  9. Scammell, David. (January 25, 2016) Resident Evil shooter Umbrella Corps releases on PS4 & PC in May. VideoGamer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 30, 2016. ციტირების თარიღი: January 26, 2016.
  10. Umbrella Corps for PlayStation 4. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-09. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2017.
  11. Umbrella Corps for PlayStation 4. Metacritic. ციტირების თარიღი: June 22, 2016.
  12. Umbrella Corps for PC (2 ოქტომბერი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-18. ციტირების თარიღი: 2017-10-02.
  13. Umbrella Corps for PC. Metacritic. ციტირების თარიღი: June 22, 2016.